თქვენ ის თუ იცით, ვინ არის როზეტთან შეხუმრებული? |
თქვენ ის თუ იცით, ვინ არის როზეტთან შეხუმრებული? |
ჩაკ ნორისმა რომ როზეტში თითი შეჰყო და დენს დაარტყა, იცით? ხუმრობით, რა თქმა უნდა, უკვე კარგა ხანია, შეხუმრებულები ყოფილან... ისე, ჩაკ ნორისი ისეთი ოხერი ვინმეა, უარესსაც იზამდა, მაგრამ ჩვენ, „რიგით მოკვდავებს“, მსგავსი ექსპერიმენტების ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს - როზეტი იმ სფეროს განეკუთვნება, რომელთან ხუმრობა ცოტა უადგილოა და უმჯობესია, საკითხს სერიოზულად მივუდგეთ! როგორ და რანაირად, ქვემოთ სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ საუბარს.
რადგან როზეტზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, იქვე აუცულებლად უნდა გავიხსენოთ ჩამრთველი - „იგრე ხართ, როგორც ყველი და პურიო“, მხოლოდ ადამიანებს კი არა, როზეტსა და ჩამრთველსაც შეეფერება, თქვენ რა გგონიათ...
პირობითად, სახლში დასამონტაჟებელი ყველა ნაწარმი შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ჩვეულებრივი და სპეციალური.
პირველ კატეგორიას განეკუთვნება ოთახის როზეტი და ჩამრთველი, რომლებიც მშვიდ პირობებში „ცოცხლობენ“, როგორც წესი, არც ისე დატვირთულ რეჟიმში. ასევე, თავს ნაკლებად ატყდებათ „სტიქიური უბედურებები“, როგორიც არის, მაგალითად, წყალი, ორთქლი, მაღალი ტემპერატურა და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი როზეტებია, რომლებიც გამოიყენება ტელეფონებისთვის, კომპიუტერებისა და ტელევიზორებისთვის.
შენიშვნა! ერთადერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ეს არის - პატარა ბავშვები. თუკი ოჯახში ბავშვები გყავთ, უმჯობესია, სპეციალური დამცველების მქონე როზეტები დაამონტაჟოთ. რაც მთავარია, ნორჩ მკვლევართა უსაფრთხოებისთვის, დამცავი დანამატების მქონე როზეტები უნდა დამონტაჟდეს არა მხოლოდ საძინებლებში, არამედ ნებისმიერ ოთახში.
სპეციალურის კატეგორიაში გადის როზეტი, რომელიც განკუთვნილია, მაგალითად, ქურებისთვის. ასევე, მონტაჟდება სააბაზანოში.
სააბაზანო - განსაკუთრებული ადგილი ნოტიო და ცხელი მიკროკლიმატით. და ყველაფერი, რაც იქ გვხვდება, მუდმივი დატვირთვის ქვეშაა. კერძოდ, მოქმედებს წყალი, ორთქლი, ტემპერატურა. რეკომენდებულია, როზეტიცა და ჩამრთველიც სააბაზანოს გარეთ დამონტაჟდეს, სხვა შემთხვევაში, აუცილებელია დაცულების დამონტაჟება. წყალგაუმტარი როზეტებისა და ჩამრთველების მთავარი თავისებურება ჰერმეტული კორპუსი და სპეციალური საფარია, რომელიც მექანიზმს ნესტისგან იცავს.
ინტერნეტისა და ტელევიზორისთვის განკუთვნილი როზეტების არჩევანი მართლაც შთამბეჭდავია. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, არჩევანი ხარისხიანზე შეაჩეროთ.
პირველის შემთხვევაში, ადგილი, როგორც წესი, დერეფნებშია ხოლმე განსაზღვრული, საიდანაც wi-fi როუტერი სიგნალს მთელ სახლში გზავნის. რაც შეეხება ტელევიზორს, ლოგიკურია, რომ ადგილი „საინფორმაციო ყუთის“ უშუალო სიახლოვეს მიუჩინოთ.
ჩვენთან ჩამრთველ-როზეტების იმდენად დიდი არჩევანია, ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნებასაც რომ დააკმაყოფილებს, მოთხოვნებსაც და ბიუჯეტსაც. რამდენიმე მოდელის ხილვა აქვე შეგიძლიათ - შეავლეთ თვალი მახასიათებლებს და თუ სასურველი აქ ვერ ნახეთ, შესაბამის განყოფილებაში აუცილებლად მიაგნებთ.