თქვენ თუ აფასებთ პერფორატორს სათანადოდ?! |
თქვენ თუ აფასებთ პერფორატორს სათანადოდ?! |
ხრახნი, რომელიც კედელში ჩაქუჩით არის ჩასმული, უფრო მყარია, ვიდრე ლურსმანი, რომელიც კედელში სახრახნისით ჩასვით - ხალხური სიბრძნე, თუმცა რომელი ხალხის სიბრძნე, კაცმა არ იცის - ასეთი „ჭკვიანური“ დასკვნის გამოტანა ბევრს კი არ შეუძლია...
არც ის შეუძლია ბევრს, პერფორატორი საკადრისად დააფასოს და სულ ტყუილად, მეგობრებო, სულ ტყუილად - თუკი რემონტი დაგეგმეთ, გგონიათ, ეს ხელსაწყო არ დაგჭირდებათ, არა? სულ ტყუილად, მეგობრებო, სულ ტყუილად!..
პერფერატორი გამოიყენება იქ, სადაც ხანგრძლივი და ძლიერი ზემოქმედება არის საჭირო: სადენების, როზეტებისა და სავენტილაციო არხების გათხრისთვის, ფილებისა და კედლების დემონტაჟისთვის. მძლავრი მოდელი უმკლავდება აგურს, ქვას, ბეტონს, რკინაბეტონს და ასფალტსაც კი.
პერფორატორის მთავარი დანიშნულება, რა თქმა უნდა, ბურღვაა, თუმცა ასევე წარმატებით გამოიყენება უსწორმასწორო ზედაპირების გაწმენდისთვის, კედლის ჩამოშლისთვის, ელექტროსადენების დაკვალვისთვის, ბეტონის, აგურის, ხელოვნური თუ ნატურალური ქვების გასახვრეტად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
პერფორატორის მოდელების უმეტესობა აღჭურვილია სამი ფუნქციით. არსებობს ერთრეჟიმიანი, ორრეჟიმიანი და სამრეჟიმიანი ვარიანტები. ბურღვის ოპერაცია ყველა მოდელს აქვს, სხვა ფუნქციები - კომპლექტაციისა და ფასის მიხედვით განისაზღვრება.
პერფერატორის ზოგიერთ მოდელზე მოტორი განლაგებულია ჰორიზონტალურად, ზოგზე - ვერტიკალურად. პირველ შემთხვევაში, ინსტრუმენტი ბევრად მსუბუქია, ვიზუალურად კი ჩვეულებრივ ბურღს ჰგავს. გამოსადეგია ისეთი სამუშაოების წარმოებისთვის, რომელსაც მაღალი სიზუსტე სჭირდება, მათ შორის, ხვრელების გაბურღვასა და ფილების დემონტაჟისას.
პერფერატორი, რომელზეც მოტორი ვერტიკალურად არის განლაგებული, ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც პროფესიონალებში, ისე სახლის პირობებში მომუშავე ხელმარჯვე ოსტატებში. მიზეზი ინსტრუმენტის სიმძლავრე და დატვირთვის მიმართ გამძლეობა გახლავთ. ასევე, ასეთი პერფერატორი კომფორტულია რთულად მისადგომ ადგილებში მუშაობისას. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ინსტრუმენტი შედარებით მძიმეა, მარტივად ხვრეტს ნებისმიერ მასალას, მოსახერხებელია ხელში ჭერა, საბოლოო ჯამში კი, მაინც უფრო გამოსადეგია პროფესიონალური გამოყენებისთვის. არსებობს ასეთი ტიპის კომპაქტური, მსუბუქი მოდელებიც, რომელთაც სახლის პირობებში მარტივად გამოიყენებთ.
პერფერატორის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ მის სიმძლავრეს, თუმცა, ეს სწორედ ის მაჩვენებელია, რომელიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს.