თქვენც გგონიათ, ფანრის შერჩევა მარტივია?

არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ფანარი რადიოთი თუ - რადიო ფანრით, ლამის უძრავი ქონების ტოლფასი იყო. საბედნიეროდ, დღეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და იმდენი ფანრები გამოუშვეს მწარმოებლებმა, ისეთი მრავალფეროვანია არჩევანი, სულაც არ არის გამორიცხული, ადამიანს შეძენა გაუჭირდეს კიდეც.

აჰა, ესე იგი, თქვენც იმას ამბობთ, ფანრის შეძენას რა უნდაო და გგონიათ, მარტივია ეს ამბავი? კარგით! მაშ, ჩამოგითვლით მხოლოდ მცირე ნაწილს, რამდენი სახეობის ფანარი არსებობს და ვნახოთ, შეიცლით თუ არა აზრს.

ესე იგი, არსებობს ფანრები, მაგალითად, დიოდური და ჩვეულებრივი ნათურებით. არსებობს ფანრები ელემენტებით, დენზე დასატენი, მზის ენერგიაზე რომ იმუხტება. ახლა მთავარი - შეგხვდებათ ფანარი, მაგალითად, ხელის, შუბლის, კედლის, კემპინგის, ფანარი სათევზაოდ, ფანარი სანადიროდ, პლასტმასის, ალუმინის და მოკლედ, არჩევანი ისეთია, ბღუჯა-ბღუჯაო, რომ იტყვიან...

როგორი ფანარი უნდა შეიძინოს მონადირემ?

- გამძლე და საიმედო;

- უნდა შეიძლებოდეს მისი იარაღზე დამონტაჟება;

- უნდა ჰქონდეს რეჟიმების მინიმალური რაოდენობა და იყოს მარტივი სამართავი;

- უნდა ანათებდეს საკმაოდ შორ მანძილს;

- უნდა ჰქონდეს საიმედო ელემენტები შენახვის ხანგრძლივი ვადით;

- არ უნდა ახდენდეს გავლენას იარაღის ბალანსზე. შესაბამისად, რაც მსუბუქი იქნება, მით უკეთესი.

როგორი ფანარი უნდა შეიძინოს მეთევზემ?

შევთანხმდეთ, რომ მეთევზეს ორივე ხელი თავისუფალი უნდა ჰქონდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შუბლის ფანრები უნდა შეარჩიოს.

გასათვალისწინებელია, რომ ცივი შუქდიოდი ვერ ერევა წყლის ზედაპირზე დამდგარ ნისლსა თუ კვამლს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია ფანარი თბილი განათებით. გამოდგება კომბინირებულიც.

რომელი ფანარი უფრო უკეთესია - ინკანდესენტური თუ შუქდიოდი?

სანამ განათების პროდუქტების სპეციფიკას ჩაუღრმავდებით და საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ნათურების ტიპები - მოწყობილობების კონსტრუქციის მთავარი ელემენტი.

არსებობს სამი ძირითადი ტიპი: ინკანდესენტური, შუქდიოდები და აირგანმმუხტავი ნათურები.

თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს:

  • ინკანდესენტური ნათურა - იყო დრო, როცა ასეთი ნათურა დიდი მოთხოვნით სარგებლობდა კაშკაშა თეთრ შუქის გენერაციისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო. თუმცა, ინკანდესენტური ნათურა არ არის ისეთი ენერგოეფექტური, როგორც შუქდიოდური ნათურა. ამასთან ერთად, ხანგრძლივი გამოყენებისას ძალიან ცხელდება, რაც მწყობრიდან გამოსვლის მიზეზიც ხდება. აქედან გამომდინარე, შუქდიოდს გზა ბუნებრივად დაუთმო;
  • შუქდიოდური ნათურა - თანამედროვე შუქდიოდები სინათლის ულტრანათელ სხივს უშვებს, რომელიც რამდენჯერმე უფრო მძლავრია, ვიდრე ინკანდესენტური განათება. ამავდროულად, ის  ენერგიის მინიმალურ რაოდენობას მოიხმარს და ხანგრძლივი მომსახურების ვადითაც გამოირჩევა. არ ეშინია ხანგრძლივი, უწყვეტი მუშაობის;
  • აირგანმმუხტავი ნათურა - აირგანმმუხტავი ნათურა ბაზარზე გამოჩნდა, როგორც ჰალოგენური ნათურების შემცვლელი. ასეთი ნათურა ფანრებში არც ისე ხშირად გვხვდება მისი მაღალი ღირებულების გამო. შესაბამისად, მწარმოებლების უმეტესობას ურჩევნია, შუქდიოდები გამოიყენოს.

ცალკე უნდა აღინიშნოს ჰალოგენური ნათურა, რომელიც ზემოთ მოყვანილ სიაში დაბალი მოთხოვნის გამო არ შევიტანეთ.

ჰალოგენის ნათურა ინკანდესენტური ნათურის უფრო კაშკაშა ალტერნატივაა, მაგრამ კონკურენციას ვერ უწევს შუქდიოდის ნათურასა და ქსენონ მოწყობილობებს ეკონომიურობისა და გამძლეობის თვალსაზრისით...

ახლა კიდევ ერთხელ გკითხავთ - ისევ ფიქრობთ, რომ ფანრის შეძენა მარტივია? წარმოიდგინეთ, მხოლოდ Holst.ge-ზე იმდენი სახეობის ფანარი შეგხვდებათ - ხელის, შუბლის, ელემენტიანი, უელემენტო...

მოკლედ, თქვენ ზუსტად მოიფიქრეთ, რისთვის გჭირდებათ ფანარი და Holst.ge-ზე სასურველს აუცილებლად მიაკვლევთ.

LIN-3318 ფანარი მინი საკიდით 37G

Linus fanari

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • ელემენტი - 500mAh დატენვადი
  • ზომა - 60x45x20mm
  • დამატებითი მახასიათებლები - ნათურა: COB LED
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6114185293318
  • წონა (კგ) - 0.037

LIN-3387 ფანარი ხელის ჩაქუჩით 3W

Linus fanari

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • ელემენტი - 500mAh
  • ზომა - Φ55x33x162mm
  • დამატებითი მახასიათებლები - ნათურა: 3W + COB
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6114185293387
  • წონა (კგ) - 0.13
  • სიმძლავრე (W) - 3

LIN-3349 ფანარი თავზე გასაკეთებელი სენსორული 10W+1W

Linus fanari

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • ელემენტი - 1200mAh
  • ზომა - 60x35x33mm
  • დამატებითი მახასიათებლები - ნათურა: 10W T6 LED + 1W SMD LED
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6114185293349
  • წონა (კგ) - 0.073
  • სიმძლავრე (W) - 10w + 1w

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება