თქვენი სახლი რომ უფრო საიმედო ციხე-სიმაგრე იყოს, კარის ზარიც დაგჭირდებათ |
თქვენი სახლი რომ უფრო საიმედო ციხე-სიმაგრე იყოს, კარის ზარიც დაგჭირდებათ |
ვინც არ უნდა იყო მანდ - ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი, მტერი თუ მოყვარე, დარეკე ზარი, შე კაი ადამიანო და სიხარულით გაგიღებთ კარს, სიამოვნებით შემოგიშვებთ ჩვენს ციხე-სიმაგრეში.
რაც არ უნდა იუაროთ, კარის ზარი მაინც ძალიან საჭიროა და სახლს კიდევ უფრო საიმედოსა და კომფორტულს ხდის.
ჰოდა, როგორ უნდა შეარჩიოთ ზარები, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შეძენისას, ზრრრრრ - გახსენით გულის კარები, ვიწყებთ:
სულაც არ არის გასაკვირი, რომ თანამედროვე მოდელების წინაპარი მექანიკური მოწყობილობა დიდი ხნის წინ გამოიგონეს. საუბარია ჩვეულებრივ ზანზალაკზე, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევდა, მასპინძლისთვის დელიკატურად ენიშნებინა, რომ მასთან სტუმრობას აპირებდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე გამოიგონეს ზარის სახელურიანი ვერსია, რომლის დატრიალებაც საკმაოდ დიდ ხმას გამოსცემდა. შემდეგ იყო უკვე ელექტრომექანიკური მოდელები და დღეს უკვე - უკაბელო ზარები.
სწორედ უკაბელო ზარებს გთავაზობთ Holst.ge, თანაც - ძალიან ხელსაყრელ ფასად, რომელთა ტექნიკურ მახასიათებლებს თვალს აქვე შეავლებთ, ხოლო ვიზუალური მხარე ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებელსაც დააკმაყოფილებს.
უძველეს და შეიძლება ითქვას, კოლორიტულ ზარებს დღესაც შეხვდებით სხვადასხვა სახლში, თუმცა, ასეთი მოდელების სარგებელი, განსაკუთრებით, დიდ შენობებში, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. მექანიკური ზარები, ალბათ, უფრო დეკორაციის ფუნქციას ასრულებს, ეს არის და ეს.
რაც შეეხება თანამედროვე ზარს, ელექტრო მექანიკურ მოწყობილობა კოჭისა და რეზონატორის საფუძველზე მზადდება. დენს მოქმედებაში მოჰყავს დამრტყმელი მექანიზმი, რომელიც ლითონის ფირფიტას ეხება. ხმის სიმძლავრე რეზონატორის ზომაზეა დამოკიდებული. კონსტრუქციის სიმარტივე და საიმედოობა, ისევე, როგორც მონტაჟის სიმარტივე, თანამედროვე მოდელების აშკარა უპირატესობაზე მიუთითებს. ჩვეულებრივ, ელექტრო მექანიკური ზარი ხმების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.
ელექტრო მოდელი შედარებით რთულად არის მოწყობილი: პრიმიტიული ფირფიტის ნაცვლად, ხმა დინამიკის მეშვეობით გამოიცემა. მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომია ხმის რეგულირებისა და ასევე, მელოდიების შერჩევის ფუნქციები.
არსებობს ელექტრო ზარების ორი სახეობა: სადენიანი და უსადენო.
სადენიან ზარს, როგორც მის ელექტრო მექანიკურ „თანამოძმეებს“, ელექტრობის გარეშე ვერ აამუშავებთ. უმეტესობას 220 ვოლტი სჭირდება. ასევე, გვხვდება დაბალ ვოლტიანი ვარიანტებიც, რომლებიც 12 და 24 ვოლტზეა გათვლილი. გარდა იმისა, რომ ასეთი მოდელის მუშაობისთვის დენია აუცილებელი, შეგვიძლია, მინუსად ისიც ჩავთვალოთ, რომ სადენებისთვის კედლების გახვრეტაა საჭირო.
აი, უსადენო ზარი კი აღჭურვილია კვების ავტონომიური ან კომბინირებული წყაროებით. მოწყობილობაში, რომელიც ელემენტით მუშაობს, ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს შესაძლებლობა, ელექტრო ქსელს მიუერთდეს. უსადენო ზარის ღილაკი, რომელიც გარე სივრცეში მონტაჟდება, გადამცემის ფუნქციას ასრულებს, რომელიც სიგნალს მიმღებს აწვდის - დინამიკიან ბლოკს, რომელიც ბუნებრივია, სახლში უნდა იყოს განთავსებული.
ასეთი მოდელის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მონტაჟი ძალიან მარტივია. ამასთან ერთად, არ სჭირდება ელექტროენერგია.