რემონტი და მშენებლობა ისეთი პროცესია რომელიც წარმოუდგენელია სილიკონის, ქაფის, წებოსა და მსგავსი ქიმიური ნივთიერებების გარეშე. სანამ აღნიშნული მასალის შეძენას გადაწყვეტთ აუცილებელია განსაზღვროთ რა მიზნებისთვის გჭირდებათ საყოფაცხოვრებო სამუშაოებისათვის თუ პროფესიული საქმიანობისთვის. ყველა ნივთიერება გამოიყენება სხვადასხვა მასალაზე, და თითოეულ მათგანს ააქვს სხვადასხვა ფუნქცია.

სწორედ Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი სადაც შეძლებთ საუკეთესო ხარისხის სილიკონის, ქაფის, წებოს შეძენას. ასევე, ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები.

ყოველდღიურ ცხოვრებაში აღნიშნული ნივთიერებები ყველაზე ხშირად გამოიყენება სარკეების, კედლის პანელების, ფანჯრის რაფების და სხვადასხვა შენობის კონსტრუქციების დასამონტაჟებლად.

სელსილი, წებო, ქაფი და სილიკონი გამოიყენება სხვადასხვა მასალის დასამაგრებლად:

  • პლასტმასი 
  • მინა 
  • ლითონი 
  • კერამიკა და სხვა

აღნიშნული სამონტაჟო მასალები ძირითადი მახასიათებლები მოიცავს შემდეგს:

  • მაღალი სიმყარე ნებისმიერი მასალების მიმართ;
  • მდგრადობა ჟანგიდან;
  • შესანიშნავი სიძლიერე 
  • გამოყენების სიმარტივე - არ არის საჭირო დამატებითი ხელსაწყოები და აღჭურვილობა;
  • უმნიშვნელო არატოქსიკური სუნი უმეტესობაში;
  • დამაგრებული პროდუქტების სწრაფი შედეგი;
  • ეკონომიური ხარჯვა.

მწარმოებლები აკეთებენ სხვადასხვა ტიპის სელსილს, წებოს თუ სილიკონს, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებისაა. ისინი განკუთვნილია სახლის პირობრბისათვის, სამრეწველო ან პროფესიული საქმიანობისათვის. აღნიშნული ნივთიერებები წარმოდგენილია ხსნარის, ემულსიების, დნობის ან წებოვანი ფირების სახით.

ბაზარზე არსებული ყველა ფორმულირება იყოფა ორ ჯგუფად:

აკრილისაგან დამზადებული სამონტაჟე მასალები ნივთიერებებია რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად. ისინი ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტია. აკრილის ნაერთების არ აქვთ მძაფრი სუნი და არ გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს გამოყენების დროს, ისინი შეიძლება იყოს როგორც გამჭვირვალე, ასევე ფერადი. გამოიყენება მსუბუქი სხვადასხვა სტრუქტურების დასაფიქსირებლად, ასევე უჯრედული სტრუქტურის მქონე მასალებისთვის. 

სინთეზური გამხსნელი ნივთიერებები შეიცავს მინერალურ კომპონენტებს. ისინი ეხება ძლიერი ფიქსაციის მასალებს. მათი დახმარებით შესაძლებელია მძიმე სამშენებლო სტრუქტურების დაფიქსირება, მაგალითად, ბეტონის ან ლითონის. ყინვაგამძლე და ტენიანობის მიმართ მდგრადი წებო შეიძლება გამოყენებულ იქნას გარე გამოყენებისთვის. სინთეზური ნივთიერებები მდგრადია უარყოფითი გარე ზემოქმედების მიმართ: ტემპერატურის უკიდურესობა, ნალექი, ყინვა. თუმცა ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავენ და უმჯობესია გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინოთ.

წებოები შეიძლება იყოს ორი ტიპის:

უნივერსალური - შესაფერისია სამშენებლო ამოცანების უმეტესობის მოსაგვარებლად;

სპეციალური - შექმნილია სპეციალური მასალებზე მუშაობისთვის; ამ ჯგუფში შედის Superstrong რომლითაც შეგიძლიათ მძიმე მოწყობილობები დააფიქსიროთ.

სამონტაჟო ქაფები

პოლიურეთანის სამონტაჟო ქაფები გამოიყენება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟის დროს, რომელიც ასრულებს შემავსებელი, დამგმანავი ნივთიერების და თბოიზოლაციის როლს.

სამონტაჟო ქაფი შესანიშნავი თანამედროვე, სამშენებლო ჰერმეტიკია. მისი მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია: აირის მოქმედების შედეგან პოლიურეთანის ნაზავი გამოდის გარეთ და შედის ურთიერთქმედებაში ატმოსფეროში არსებულ ტენთან.

ქაფის გამყარება ხდება დაახლოებით 24 საათში (ერთი დღე-ღამე), რის შემდეგაც იგი მნიშვნელოვნად იმატებს ზომაში - 50%-დან 250%-მდე, რისი წყალობითაც ავსებს ზედაპირის ნებისმიერ სიცარიელეს, უთანაბრობას და წარმოქმნის დიდი რაოდენობით აიროვან უჯრედებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო იზოლაციას.

ქაფები ერთმანეთისგან განსხვავდება: დანიშნულებით, შემადგენლობით, თვისებებით (მაგალითად არსებობს ე.წ. ცეცხლგამძლე სამონტაჟო ქაფები) და ა.შ.

იმ უპირატესობების რიცხვს, რის გამოც პოლიურეთანის ქაფი ასე ფართოდაა გავრცელებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟის დროს, მიეკუთვნება:

მისი ხელმისაწვდომობა (შედარებით დაბალი ფასი), კარგი თბოიზოლაციური თვისებები, და კარგი ხმაურის იზოლაცია, შეღებვის შესაძლებლობა და ა.შ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარ-ფანჯრების ექსპლუატაციის დროს.

ხარისხიანი და სწორად შერჩეული (საჭირო შემადგენლობის) სამონტაჟო ქაფი არა მხოლოდ ხელს უწყობს შენობის თბოიზოლაციას, არამედ ამყარებს კონსტრუქციას, ქმნის ბარიერს მწერებისთვის და ა.შ.

მნიშვნელოვანია: პოლიურეთანის ქაფის (ჰერმეტიკის) ხარისხი და თვისებები დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე და ქიმიურ შემადგენლობაზე.

სამონტაჟო ქაფის არჩევის დროს, ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს შემდეგ პარამეტრებზე:

  • ქაფის გამოსვლის მოცულობა;
  • ნივთიერების გამაგრების (გაქვავების) დრო;
  • პირველადი და მეორადი გაფართოება;
  • ქაფის მოცულობის (შესაბამისად ზომების) შემცირება (ფიზიკო-ქიმიური პროცესების ზემოქმედებთ);
  • ქაფის შემადგენლობის გამოყენების პირობები;

განვიხილოთ უფრო დეტალურად ეს პარამეტრები და თვისებები.

ქაფის გამოსვლის მოცულობა - სამონტაჟო ქაფის გამოყენება ხდება მეტალოპლასტმასის კონსტრუქციების მონტაჟის დროს, რადგან ეს მასალა რამდენადმე ეფექტურია სხვა დამგმანავ ნივთიერებებთან შედარებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქაფის მოცულობის სიდიდე დამოკიდებულია ტენიანობაზე (იგი არ უნდა აჭარბებდეს 80%-ს) და გარემოს ტემპერატურაზე. ქაფის საბოლოო მოცულობა ასევე დამოკიდებულია თავად ბალონის ტემპერატურაზეც (იგი არ უნდა აჭარბებდეს 40 გრადუსს).

SELSIL SEL57-8047 წებო MDF KIT 400ML+100GR

selsil tsebo

მახასიათებლები:

  • ბრენდი SELSIL
  • პროდუქტის ტიპი წებო
  • შტრიხ-კოდი 8696071028047
  • წონა (კგ) 0.45
  • მოცულობა 400ml+100gr

გამოყენების წესი გამოიყენებება ხის, პლასტმასის და მეტალის ზედაპირის შესაწებებლად

SELSIL SEL1-4766-სილიკონი universal 280ml

selsil silikoni

მახასიათებლები:

  • ბრენდი SELSIL
  • პროდუქტის ტიპი სილიკონი
  • ფერი გამჭირვალე
  • შტრიხ-კოდი 8696071024766
  • წონა (კგ) 0.345
  • მოცულობა 280ml

გამოყენების წესი უნივერსალური Selsil სილიკონი შიდა და გარე გამოყენებისთვის. გამოიყენება:სველ წერტილში, სამზარეულოში და ა.შ. რჩება ელასტიური გაშრობის შემდეგ. გამოიყენბის წესი: მშრალ და კარგად გაწმენდებულ ზედაპირებზე.

SELSIL SEL23-1440 ქაფის საწმენდი selfix foam cleaner

selsil qafis sawmendi

მახასიათებლები:

  • ბრენდი SELSIL
  • პროდუქტის ტიპი ქაფის საწმენდი
  • შტრიხ-კოდი 8696071201440
  • წონა (კგ) 0.58
  • მოცულობა 530gr
  • გამოყენების წესი ქაფის ნარჩენების მოსაშორებლად

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. 

ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.

შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება