წებო |
წებო |
წებოს გარეშე თანამედროვე სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შესრულება წარმოუდგენელია. ის ყოველდღიურადაც გვჭირდება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.
Holst.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ თურქული ბრენდი Selsil-ის წარმოებულ მაღალი ხარისხის წებოები.
ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები.
აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უსაფრთხოება. აუცილებელია წებო ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას გქონდეთ. გამოყენებისას უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები.
ფრთხილად გამოიყენეთ წებო. არ შეიძლება ის თქვენი კანის ზედაპირზე ან თვალში მოხვდეს, რადგან ის ძლიერი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც თქვენი კანის ზედაპირის დაზიანებას და დამწვრობას გამოიწვევს. უმჯობესია მისი მოხმარებისას ხელთათმანები გამოიყენოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ.
არის სხვადასხვა სახეობის წებოები, რომელთაც სხვადასხვა მასალის დაწებება შეუძლიათ. აგრეთვე ბაზარზე წარმოდგენილია სუპერ უნივერსალური წებოები, მათ ყველანაირი მასალის შეერთება შეუძლიათ ეს იქნება: რეზინის, პლასტმასის, ლითონის, ხის, კერამიკის, ტყავის, მარმარილოსა და მინის ზედაპირზე.
წებო საუკეთესო საშუალებაა საყოფაცხოვრებო საქმიანობაშიც, თუ მაგალითად, სახლში რომელიმე ავეჯი დაგიზიანდათ, ხარისხიანი წებო დიდ დახმარებას გაგიწევთ და საიმედოდ დააწებებს თქვენს ნივთს. ეს არის ისეთი ნივთიერება, რომელიც მუდმივად უნდა გქონდეთ სახლში.
წებო მისი მრავალი უპირატესობის გამო ცვლის ტრადიციული შეერთების მეთოდებს, როგორიცაა შედუღება, ხრახნული შეერთება და სხვა.
წებოს სხვადასხვა ტიპები სამშენებლო სფეროში ძალიან აქტიურად გამოიყენება და სამშენებლო პროცესებში ჩართულ მასალებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
წებოს შერჩევა ხდება დანიშნულებისა და მოხმარების არეალის მიხედვით. სამშენებლო სფეროში გამოიყენება შემდეგი ტიპის წებო მასალები:
პოლიურეთანის წებო - ერთკომპონენტიან პოლიურეთანზე დაფუძნებული წებოვანი სისტემა, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამშენებლო სფეროში და საუკეთესოა მტკიცე და ძლიერი კავშირის მისაღებად.
პოლიურეთანის წებო - ორკომპონენტიან პოლიურეთანზე დაფუძნებული წებოვანი სისტემა, რომელიც ერთკომპონენტიან წებოებთან ერთად ფართოდ გამოიყენება სამშენებლო სფეროში და საუკეთესოა მტკიცე და ძლიერი კავშირის მისაღებად.
მომენტალური წებო (ციანოკრილები) - წებო მომენტალური შეერთებით სწრაფი, ერთკომპონენტიანი წებოა, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს სამშენებლო სფეროში. სწრაფი წებოების პოპულარულობა განაპირობა წლების მანძილზე მიღებულმა მაღალმა შეფასებებმა, რომელიც განპირობებულია მოხმარების სიმარტივით.
დიფუზიური წებო - დიფუზიური წებოები გამოიყენება მყარი PVC და აკრილის (plexiglass) ნაწილების დასაკავშირებლად. ეს წებო თითქმის 30 წელზე მეტია იწარმოება. გარემო პირობებზე და ულტრაიისფერი სხივების მიმართ მდგრადობის გამო დიფუზიურ წებოებს ფართო გამოყენება აქვს სამშენებლო სფეროში.
წებო ეპოქსიდი - ეპოქსიდურ წებოვან სისტემებს აქვთ ორი კომპონენტის სტრუქტურა და შედგება ფისისა და გამკვრივებლებისგან. ისინი უზრუნველყოფენ მაღალ სიძლიერეს, ძალიან უსაფრთხო კავშირს მაღალი ტემპერატურის წინააღმდეგობასთან და საუკეთესო ვარიანტია, როდესაც საქმე ეხება კონსტრუქციულ, მაღალი სიმტკიცის შეერთებებს.
დისპერსიული წებო - დისპერსიულ წებოებს მაღალი საიმედოობა აქვს და ძირითადად გამოიყენება ჰერმეტიული შეერთებების მისაღებად. აქვს გარემო ზემოქმედებისადმი შედეგები და ექსპლუატაციის მაღალი ხარისხი.
მახასიათებლები:
წონა (კგ) 0.05
მოცულობა 20gr
გამოყენების წესი რეზინის, პლასტმასის, ლითონის, ხის, კერამიკის, ტყავის, მარმარილოსა და მინის ზედაპირზე
მახასიათებლები:
ფერი ბეჟი
წონა (კგ) 0.45
მოცულობა 300ml
გამოყენების წესი ისეთი მასალის დასამაგრებლად, როგორიცაა ხის, ბეტონის, პლასტმასის, ქვის, PVC, სამონტაჟო პანელები და ა.შ.
მახასიათებლები:
ფერი თეთრი
წონა (კგ) 5.5
მოცულობა 5kg
გამოყენების წესი ხის ზედაპირზე სამუშაოდ
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი.
ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.
შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.