წყლის გამაცხელებელი |
წყლის გამაცხელებელი |
იმისათვის, რომ არ იყოთ დამოკიდებული ცხელი წყლით მომარაგების გრაფიკზე, საჭიროა დამონტაჟებული გქონდეთ თანამედროვე წარმოების წყლის გამაცხელებელი,იგივე კალონკა,რომელიც კერძო სახლსა თუ ბინაში კომფორტულ გარემოს შეგიქმნით.
დღეს მსოფლიო ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლების თუ დიზაინის მქონე წყლის გამაცხელებლებია წარმოდგენილი. არჩევანი თქვენზეა თუ როგორის შეძენა გსურთ.
Holst.ge წარმოგიდგენთ Midea-ს და - Winger-ის ბრენდის გაზის წყლის გამაცხელებლებს, გვაქვს როგორც ერთ კამერიანი გარე მონტაჟის, აგრეთვე ორ კამერიანი შიდა მონტაჟის 100% უსაფრთხო.
თუ ახალ სახლში გადადიხართ ან თქვენს საცხოვრებელ ბინაში გაგიფუჭდათ წყლის გამაცხელებელი holst.ge-ზე იხილავთ მრავალფეროვან არჩევანს, თქვენი სურვილისა და ბიუჯეტისათვის შესაბამის მოწყობილობებს. ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი წყლის გამაცხელებლები სრულიად უსაფრთხო და ხარისხიანია.
ასევე აუცილებელია ახალი წყლის გამაცხელებლის შეძენამდე ზუსტად გაზომოთ ის ადგილი სადაც ეს მოწყობილობა უნდა განათავსოთ, რადგან შესაძლოა ახალი გამათბობელი ძველზე უფრო დიდი იყოს და გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. აგრეთვე გასათვალისწინებელი ფაქტორია რამდენად ერგება ახალი წყლის გამაცხელებელი თქვენს სანტექნიკას და ბუნებრივი აირის გაყვანილობას.
არსებობს წყლის გამაცხელებლები, რომლებიც მომენტალურად აცხელებენ წყალს, ხოლო მოწყოფილობების მეორე ნაწილის ავზებში ინახება ცხელი წყალი, რომელიც მუდმივად თბება და ყოველთვის მზად არის გამოყენებისათვის. რომელ წყლის გამაცხელებელს მიანიჭებთ უპირატესობას ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული როგორი გსურთ, რამდენად ინტენსიურად იყენებთ ცხელ წყალს და რა თანხის ფარგლებში გინდათ შეიძინოთ წყლის გამაცხელებელი.
ასევე კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ რა მოცულობის წყლის გამაცხელებელი გჭირდებათ თქვენ. სასურველია აირჩიოთ ისეთი მოწყობილობა, რომელიც ტევადობით შესაფერისი იქნება თქვენი ოჯახისათვის, რამდენი ადამიანი ცხოვრობთ, რამდენი სააბაზანო გაქვთ და რა ინტენსივობით იყენებთ ცხელ წყალს. სიმძლავრეზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ავზის ტევადობას, არამედ თუ რამდენად მალე შეუძლია მას წყლის გაცხელება.
აგრეთვე ყურადღება უნდა გაამახვილოთ რამდენად ენერგოეფექტურია მოწყობილობა და წინასწარ ზუსტად გაეცნოთ წყლის გამამცხელებლის ფუნქციურ მახასიათებლებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.
Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც შეიძენთ თქვენთვის სასურველი პარამეტრების მქონე გაზის კალონკას და ბევრ სხვა სამშენებლო-სარემონტო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს და მოწყობილობებს.
ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტების, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები.
აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი.
ვებ-გვერდზე არსებული ფართო ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ ზუსტად თქვენი სურვილისა და საჭიროების შესაბამისი მოწყობილობა აარჩიოთ.
ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები.
მოწყობილობის ფუნქციური მახასიათებლები: სიმძლავრე 20 kw, ზომა 590x330x195,
ფერი: თეთრი, გარანტია 1 წელი, წონა (კგ) 9.6, კვების წყარო 220-240 V
კამერების რაოდენობა 1, მოცულობა 10 L, წნევა 0.20 8bar, ტემპერატურის მაჩვენებელი Led Display, ტემპერატურის რეგულატორი მექანიკური.
სიმძლავრე 20 kw /110 W, ზომა 700x420x240, ფერი: თეთრი, გარანტია 3 წელი,
წონა (კგ) 32, კვების წყარო 220-240 V, მოცულობა 10.2kg/min, წნევა 0.4-3bar/0.28bar, გაზი 2000Pa NG, ტემპერატურის მაჩვენებელი Led Display, ტემპერატურის რეგულატორი სენსორული, კომპლექტაცია საკვამური, დაცვა IPX4D Class1.