წყლის ტუმბოების რეიტინგი

ქალაქებში წყალი თითქმის შეუფერხებლად მიდის მოსახლეობამდე. თუმცა, რაიონების უმეტესობაში წყლის სისტემა არ გვხვდება. თუ თქვენ ერთ-ერთი ამ მაცხოვრებლების წარმომადგენელი ხართ, რომელსაც წყალი სახელმწიფოსგან უზრუნველყოფით არ მიეწოდება, მაშინ წყლის ტუმბო დაგჭირდებათ. მუნიციპალური წყლის მომარაგების მქონე ადგილებში, ადგილობრივი სახელმწიფო მმართველობის ერთეული იღებს პასუხისმგებლობას წყლის რეგულირებაზე და შეფერხების შემთხვევაშიც თვითონ აგვარებს პრობლემას. მაგალითად, თუ წყლის გამტარი გატყდა სარემონტო ჯგუფები მალევე ერთვებიან აღდგენით სამუშაოებში. მაგრამ, თუ თქვენთან წყალი ჭიდან ან ჭაბურღილიდან მარაგდება და რაიმე პრობლემა შეიქმნა, მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა მისი გამოსწორება. სწორედ ამიტომ არის საჭირო თავის დროზე სწორად შეარჩიოთ წყლის ტუმბო, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი გართულებები.

წყლის ტუმბოს ტიპები

ზედაპირის წყლის ნასოსი

ესეთი ტუმბოები შიდა ვენტილატორის როტაციით წარმოქმნიან წნევას და ხდებიან წყლის გამტარები. ზედაპირის წყლის პომპა მონტაჟდება არა ჭაბურღილში, არამედ მის მიმდებარედ. ეს დეტალი მოვლას უფრო მარტივს ხდის. შესაძლებელია მარტივად გაწმენდა და გასუფთავება. შესაბამისად, ხშირად ზედაპირის წყლის ტუმბო უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე წყალქვეშა. თუმცა ზედაპირის წყლის ნასოსი არ არის ისეთი მძლავრი, როგორც ჩასაძირი. ამიტომ თუ თქვენი ჭაბურღილი 25-30 მეტრ სიღრმეზე მეტია, უმჯობესია ჩასაძირი წყლის ტუმბო შეიძინოთ.

ჩასაძირი წყლის ტუმბო

ჩასაძირი წყლის ტუმბოები უფრო პოპულარული და გაყიდვადია. ამის მიზეზი კი მისი მრავალფეროვნებაა. მისი დამონტაჟება შეგიძლიათ ნებისმიერ ჭაბურღილში - ღრმაში თუ არა ღრმაში. წყალქვეშა ტუმბოები იშვიათად საჭიროებენ შეკეთებას, მაგრამ თუ მაინც შეფერხდა თქვენ მისი ჭაბურღილიდან ამოღება მოგიწევთ.

ტუმბოს წყლის მოწოდების ინტენსივობა

ტუმბოს სიმძლავრე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. დარწმუნდით, რომ ის წყლის ოდენობა, რაც პომპას შეუძლია მოგაწოდოთ თქვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დილით, როცა რამდენიმე ოჯახის წევრს ერთდროულად სჭირდება წყალი, პომპამ უნდა შეძლოს უზრუნველყოფა.

ტუმბოს ბრენდები HOLST.GE-ზე

Holst.ge-ზე სხვადასხვა ბრენდის უამრავი წყლის ტუმბოა. თითოეულ ბრენდს საკუთარი კოეფიციენტი აქვს ამა თუ იმ მახასიათებელში - ხარისხი, სიმძლავრე, გამძლეობა და აშ. თუ თანხაში შეზღუდული ხართ მაშინ თქვენ არჩევანს შედარებით დაბალ ხარისხზე გააკეთებთ. ხოლო თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია წყლის ტუმბო დიდხანს, კარგად და ხარისხიანად გემსახუროთ, მაშინ ამის მიღება Holst.ge-ზე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ. განვიხილოთ თითოეული ბრენდი.

LEO-ს წყლის ტუმბო

LEO აწარმოებს უმაღლესი ხარისხის წყლის ტუმბოებს. მისი წარმოებული პომპა თითქმის ყველანაირ გარემოს ერგება და უძლებს. ამ კომპანიას წყლის ტუმბოების ინჟინერია იმდენად მაღალ დონეზე ყავს აყვანილი, რომ უმეტეს შემთხვევაში ათწლეულები ძლებს. ასე რომ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ფიქრობთ რომ წყლის ტუმბო დიდი ხნის განმავლობაში დაგჭირდებათ, LEO-ს პროდუქცია საუკეთესო ვარიანტია Holst.ge-ზე.

Gidrox-ის პომპა

Gidrox-ის წყლის ტუმბო დაბალი ფასით გამოირჩევა. შესაბამისად არც თუ ისე მაღალი ხარისხია. მიუხედავად ამისა მომხმარებელი ხშირად აკეთებს Gidrox-ის წყლის ნასოსზე არჩევანს. თქვენც, თუ ფიქრობთ რომ მუნიციპალური მომარაგების წყალი მალე შემოვა ობიექტზე, ან ასე არ არის მაგრამ ფიქრობთ, რომ არც თუ ისე დიდხანს დაგჭირდებათ წყლის ტუმბო, მაშინ Gidrox-ზე შეგიძლიათ არჩევანის შეჩერება.

TOLSEN-ის წყლის ნასოსი

TOLSEN დამწყებია წყლის ნასოსების მიმართულებით. რამდენიმე წლის წინ დაიწყო ამ პროდუქციის წარმოება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი წარმოებული წყლის პომპა კარგი ხარისხისაა. თუ ხარისხის და ფასის დაბალანსებულ მოდელს ეძებთ, TOLSEN-ის განყოფილებაში უნდა მოიძიოთ. 

LEO - წყლის ტუმბო APm37

LEO wylis tumbo

ბრენდი LEO     

პროდუქტის ტიპი ზედაპირის წყლის ტუმბო   

სიმძლავრე 0.37kw/0.5HP

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 5.8       

კვების წყარო 220-240V        

წარმადობა (Max) 2.4m3/h          

სიმაღლე (Max) 40        

შემსვლელი 25mm(1'')       

გამომსვლელი 25mm(1'')       

ამოტუმბვის სიღრმე (Max) 8m

LEO-ს მაღალი ხარისხის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ეს მოდელი ზედაპირის წყლის ტუმბოა, საკმაოდ მაღალი წარმადობით. მისი დამონტაჟება ძალიან მარტივია. უმჯობესი იქნება თუ გარედან დამცავ კონსტრუქციას ააწყობთ, რაიმე ყუთის მაგვარს. ასეთ შემთხვევაში თქვენი წყლის ტუმბო ბევრად დაცული იქნება გარე დაზიანებებისგან. მაქსიმალური სიმაღლე 40 მეტრი აქვს, რაც საკმარისზე მეტია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • წარმადობა

LEO - წყლის ტუმბო QDX1.5-15-0.37A

LEO wylis tumbo

ბრენდი LEO     

პროდუქტის ტიპი ჩასაძირი წყლის ტუმბო       

სიმძლავრე 0.37kw/0.5HP

გარანტია 1 წელი            

წონა (კგ) 11.5     

კვების წყარო 220-240V        

წარმადობა (Max) 7.5m3/h          

სიმაღლე (Max) 15        

გამომსვლელი 25mm(1'')

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ LEO-ს წყლის ტუმბო, ამჯერად ჩასაძირ მოდელს. შესავალ ტექსტში უკვე აღვნიშნეთ, თუ რით ჯობია ჩასაძირი წყლის ტუმბო ზედაპირისას. ამ კონკრეტულ მოდელს ძალიან მაღალი წარმადობა აქვს და რამდენიმე ონკანის ერთდროულად გახსნა მისთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნება. მიუხედავად ამხელა სიმძლავრისა, საკმაოდ ეკონომიურია და არ მოგიწევთ დიდი ხარჯების გაღება სახლის წყლით მომარაგებისას.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • წარმადობა

LEO - წყლის ტუმბო ACm150

leo wylis tumbo

ბრენდი LEO

პროდუქტის ტიპი ზედაპირის წყლის ტუმბო

სიმძლავრე 1.5kw/2HP

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 22.8

კვების წყარო 220-240V

წარმადობა (Max) 8.4m3/h

სიმაღლე (Max) 48

შემსვლელი 31mm(1.25'')

გამომსვლელი 25mm(1'')

ამოტუმბვის სიღრმე (Max) 8m

LEO-ს წყლის ტუმბოების მაღალი ხარისხის გამო, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ვარიანტი წარმოგიდგინოთ. ზედაპირის წყლის ტუმბო ძალიან მაღალი წარმადობით. ის აუცილებლად გაუმკლავდება თქვენ წყლის მოთხოვნებს. აქვს 48 მეტრი სამუშაო სიმაღლე, რაც საკმაოდ კომფორტულია ღრმა ჭაბურღილებისთვის.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • წარმადობა

TOLSEN TOL1621-79970 წყლის ტუმბო 370W,35m(0.5Hp)

Tolsen zedapiris wylis tumbo

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ზედაპირის წყლის ტუმბო

სიმძლავრე 0.37kw/0.5HP

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 5.25

კვების წყარო 220-240V

წარმადობა (Max) 2.2m3/h

შემსვლელი 25mm(1'')

გამომსვლელი 25mm(1'')

ამოტუმბვის სიღრმე (Max) 8m

სიმაღლე (Max) 35

ამჯერად განვიხილოთ TOLSEN-ის წყლის ტუმბო. ეს მოდელი საკმაოდ სუსტია და პატარა პროექტებისთვის გამოგადგებათ. თუმცა, თუ TOLSEN-ის სხვა ბევრი წყლის ტუმბო შეგხვდებათ ჰოლსტზე და შეგიძლიათ იქ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი. ეს მოდელი კი, როგორც ვთქვით დაბალი წარმადობის არის და მხოლოდ პატარა პროექტებისთვის არის გამართლებული მისი შეძენა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დაბალანსებული მონაცემები

TOLSEN TOL1623-79979 ჩასაძირი წყლის ტუმბო 750W,32m(1.0Hp)

tolsen chasadziri wylis tumbo

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ჩასაძირი წყლის ტუმბო

სიმძლავრე 0.75kw/1.0HP

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 12.2

კვების წყარო 220-240V

წარმადობა (Max) 8.5m3/h

გამომსვლელი 25mm(1'')

სიმაღლე (Max) 32

TOLSEN-ის კიდევ ერთი წყლის ტუმბო განვიხილოთ, ამჯერად მაღალი სიმძლავრისა და წარმადობის. სამუშაო სიმაღლე 32 მეტრია და დამაკმაყოფილებელია. ეს მძლავრი პომპა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ახლავე შეგიძლიათ ჰოლსტზე შეიძინოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • წარმადობა
  • დაბალანსებული მონაცემები

Gidrox - წყლის ტუმბო FPm37

gidrox zedapiris wylis tumbo

ბრენდი GIDROX

პროდუქტის ტიპი ზედაპირის წყლის ტუმბო

სიმძლავრე 0.37kw/0.5HP

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 4.88

კვების წყარო 220-240V

წარმადობა (Max) 2m3/h 

სიმაღლე (Max) 40m

შემსვლელი 25mm(1'')

გამომსვლელი 25mm(1'')

ამოტუმბვის სიღრმე (Max) 8m

ბოლოს კი Gidrox-ის ზედაპირის წყლის ნასოსი განვიხილოთ. ჰოლსტზე ჯერჯერობით Gidrox-ის მხოლოდ ამ წყლის ტუმბოს შეხვდებით. ეს მოდელი საკმაოდ სუსტია და დაბალი წარმადობაც აქვს. თუ წყლის ტუმბოს ჩართვა არც ისე ხშირად და დაბალი ინტენსივობით მოგიწევთ, ამასთან ჭავლი მაღალი წნევით არ გჭირდებათ, მაშინ Gidrox-ის წყლის ტუმბოს შეძენა გამართლებულია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება