თუ ბალახის იდეალურ საკრეჭს ეძებთ |
თუ ბალახის იდეალურ საკრეჭს ეძებთ |
სიმწვანეში ჩაფლული გარემო და ეზოში აბიბინებული ბალახი, არაჩვეულებრივია და მუდამ სასიამოვნო საცქერი რომ იყოს, სათანადო მოვლა სჭირდება. ამ საქმეში გაზონის საჭრელი თქვენს გვერდით იქნება. ინსტრუმენტი კარგად მუშაობს და მარჯვენა ხელის მოვალეობას ნამდვილად ასრულებს. ხელსაწყოსთან ერთად ყველაფერი მარტივია. სწორედ ამიტომ, იდეალურად გაკრეჭილი გაზონი თუ გსურთ, ამ ინსტრუმენტზე მეტად ვერაფერი დაგეხმარებათ. ბალახის საკრეჭის სწორად შერჩევისთვის, რამდენიმე მარტივი წესი არსებობს. მოდით, რიგ-რიგობით მივყვეთ.
სიმძლავრე რომ ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ეს უკვე ყველამ ვიცით. არც ის გაგიკვირდებათ, რომ გამონაკლისი გაზონის საკრეჭი არ არის. ეს მახასიათებელი დიდ როლს ასრულებს. სტანდარტულად, სამი ტიპის ბალახის საკრეჭი არსებობს, კერძოდ, მაღალი, საშუალო და დაბალი სიმძლავრის. პირველ კატეგორიაში განსაკუთრებულად ყოჩაღი ხელსაწყოებია თავმოყრილი. ასეთი ინსტრუმენტები ყველაფერს ასრულებს, რთული საქმე პრობლემა არ არის და საერთოდ არაფერს თაკილობს. თუ ბევრი სამუშაო გაქვთ, დიდი გაზონია გასაკრეჭი და თან ცოტა დრო გაქვთ, მძლავრი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. ორი აზრი არ არსებობს, რომ იდეალურად გამოიყენებთ. საშუალო სიმძლავრე საშუალო საქმეზე გამოგადგებათ. აი, ისეთზე, არც ძალიან რთული რომ არ არის და არც მთლად მარტივი. რაც შეეხება შედარებით დაბალი ძალის ხელსაწყოს, მხოლოდ მსუბუქ საქმეზე თუ უხმობთ, რადგან ამ უკანასკნელს იდეალურად ასრულებს.
სიმძლავრიდან ყურადღება მოცულობისკენ გადადის. ამ უკანასკნელის მეშვეობით, დასკვნის გამოტანა მარტივია. ძირითადად, აქაც იგივე პრინციპია, რაც სიმძლავრესთან ვახსენეთ. ტევადი ავზი უფრო შრომატევად საქმეებშია მომგებიანი. არ გაგაწვალებთ და კომფორტულად იმუშავებთ. საშუალო და დაბალი მოცულობის ხელსაწყო კი შედარებით მსუბუქ სამუშაოებზე გამოგადგებათ. მაგალითად, როცა პატარა ტერიტორიაა გასაკრეჭი.
ორნაირი გაზონის საკრეჭი არსებობს. ერთი თვითმავალია, მეორე კი არა. ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. იმის მიხედვით აირჩევთ, რომელიც თქვენთვის მეტად კომფორტული იქნება. დადებითი მხარე კი ორივეს აქვს. თვითმავალი ხელსაწყო თავისით მოძრაობს. მხოლოდ მიმართულება უნდა მისცეთ, დანარჩენს თავად მიხედავს. სტანდარტული ტიპის ინსტრუმენტს კი სულ თქვენ მართავთ და საითაც საჭიროა, იმ მიმართულებით მიგყავთ.
თითქმის ყველა გაზონის საკრეჭი საკმაოდ დიდია და მაღაზიიდან სახლამდე გზაზე, არაკომფორტული სატარებელია. თუმცა, ჩვენთან შეძენის შემთხვევაში, ნივთებს თავად მოგიტანთ და დისკომფორტი აღარ შეგექმნებათ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნებისმიერ ნივთს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუმცა, ყველაფერი ეს არ არის, კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე, რეგიონების მასშტაბითაც ვრცელდება. ერთიანად თანხის არ ქონის შემთხვევაში, განვადებით სარგებლობაც შეგიძლიათ. ფორმას ონლაინ ავსებთ და ელოდებით პასუხს. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ.
რთულია თუ არა, ისეთი გაზონის საკრეჭის პოვნა, რომელიც ერთდროულად, ხარისხიანიცაა, მძლავრიც და ფასიც ხელმისაწდომი აქვს? სულც არა, რადგან ზუსტად თქვენს წინაა. ბრენდი Leo სწორედ ასეთ ინსტრუმენტს გთავაზობთ. ხელსაწყოს მაღალი სიმძლავრე აქვს, ტევადი ავზითა და მაღალი პარამეტრებით გამოირჩევა, თვითმავალია და უმარტივესად გადაადგილდება. ასევე, ბალახის შესაგროვებელი მოყვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ელემენტზე მომუშავე ბალახის საკრეჭი ძალიან კომფორტულია. ამავდროულად, საკმაოდ მაღალი მონაცემები აქვს. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები, კერძოდ, ორი ელემენტი და დამტენი მოყვება. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Black and decker-ის გაზონის საკრეჭი ხარისხით, ტევადი ავზით, ხელმისაწვდომი ფასითა და თიბვის პარამეტრებით გამოირჩევა. ინსტრუმენტი საქმეს კარგად ასრულებს, ამიტომ, თამამად ენდეთ. ხელსაწყოს ბალახის შესაგროვებელი მოყვება, რომელიც მოთიბული ბალახის შესაგროვებლად საუკეთესოა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: