თუ დრელი დრელობს, კედელი ორი ხელით იხვრიტებაო... |
თუ დრელი დრელობს, კედელი ორი ხელით იხვრიტებაო... |
„კარგი დრელი მათრახს არ დაირტყამსო“ - არა, ასე არ არის... „დრელი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“ - არა, ბატონო, არც ასეა! „ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და უკვე დრელს არქმევდნენო“ - ასე ხომ არ არის და არც არასოდეს იქნება! საერთოდაც, რა გახდა, რომ ერთ გემრიელ ხალხურ ანდაზაში ელექტრო დრელი იყოს ნახსენები? ნუ, კარგით, უბრალოდ დრელი მაინც? პრინციპში, სწორია ბურღი, მაგრამ მოგეხსენებათ, რიგ მიზეზთა გამო, ასე უფროა დამკვიდრებული. ჰოდა, ამჯერად ბარბარიზმებსა თუ ნასესხებ სიტყვებზე საუბარი გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ, ერთი, მთლად ანდაზას თუ არა, შექებას მაინც თუ იმსახურებს ეს ხელსაწყო.
მოდით, დავიწყოთ უსაფრთხოებით - Holst.ge პირველ რიგში, იმას გირჩევთ, რომ დრელით მუშაობას, პრინციპში, როგორც ნებისმიერი სხვა ელექტროხელსაწყოს შემთხვევაში, თან ახლავს გარკვეული რისკები და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები არასოდეს უგულებელყოთ.
ჰოდა, იმის თქმა გვინდოდა, რომ პირველი ელექტრო დრელი (ელექტრობურღი) პირველი ელექტროძრავის გამოგონებისთანავე გამოჩნდა. 1860-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს აპარატები მრეწველობის უამრავ სფეროში საფუძვლიანად დამკვიდრდა. ამასთან ერთად, ელექტროძრავების სრულყოფასთან ერთად, იხვეწება დრელიც და არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, რომ თანამედროვე ადამიანს მართლაც უდიდეს დახმარებას უწევს.
მოდით, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ არსებობს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიონალური ბურღები. პირველის შემთხვევაში, ხელსაწყო არ არის განსაზღვრული ხანგრძლივ მუშაობასა და სერიოზულ დატვირთვაზე, ბევრსაათიან უწყვეტ ექსპლოატაციაზე. როგორც წესი, სახლისთვის შექმნილი ინსტრუმენტისთვის, მწარმოებლები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ დიზაინსა და ეგრონომიკას, პირველ ადგილზე აყენებენ კომფორტს მოხმარების დროს და არა მაღალ რესურსს. რაღა თქმა უნდა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ბურღი მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ვერ უმკლავდება.
პირველ რიგში, სწორად უნდა შევარჩიოთ საბურღი, რომელსაც „სვერლოს“ სახელით უკეთ ვიცნობთ. თუკი კედელი ბეტონისაა, ან აგურის, უმჯობესია, ე.წ. პაბედიტი თავსაცვი გამოიყენოთ. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბეტონის ზედაპირის ბურღვისას ბევრი მტვერი წარმოიქმნება და ამისთვის წინასწარ უნდა შეემზადოთ, მაგალითად, ხელთ გქონდეთ მტვერსასრუტი. რა თქმა უნდა, ამით აბსოლუტური სისუფთავის გარანტიას ვერ მიიღებთ, მაგრამ ნაგვის რაოდენობას მაინც მნიშვნელოვნად შეამცირებთ.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ვიდრე ბურღვას დაიწყებთ, გულდასმით უნდა შეამოწმოთ, ხომ არ გადის იმ ადგილებში კომუნიკაციები, დამატებითი სირთულეებით რომ არ „დაჯილდოვდეთ“.
ახლა უკვე უშუალოდ ბეტონის ბურღვაზე გადასვლაც შეიძლება - მონიშნეთ ფანქრით ადგილი და ბურღვა დაბალი სიჩქარით დაიწყეთ - ეს სიზუსტეში დაგეხმარებათ. სიჩქარე ნელ-ნელა გაზარდეთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
ქვემოთ ელექტრო დრელის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, თუმცა Holst.ge-ზე ამ ხელსაწყოს კიდევ უამრავი ვარიანტის მოძიებას შეძლებთ - აბა, წარმატებები, ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს!..