თუ იცით, რა განსხვავებაა ჩასაძირსა და ზედაპირის წყლის ტუმბოებს შორის?

„როცა გიყვარს, არ გინდა სხვა წყალი, გარდა იმისა, რომელსაც საყვარელ წყაროზე ეწაფებიო“, სტენდალს უთქვამს ეს საოცარი სიტყვები, რომელმაც სამწუხაროდ, არ იცოდა, რა იყო წყლის ტუმბო, რადგან ამ ძალიან საჭირო გამოგონებაზე მის დროს ადამიანებს არაფერი სმენოდათ. დღეს უკვე, როცა წყლის პომპა, საბედნიეროდ, არსებობს, საყვარელი წყაროც შეგიძლია ნებისმიერ ადგილზე მოიწყო და კიდევ უამრავ რამეში გამოიყენო.

როგორი შეიძლება იყოს წყლის ტუმბოები

ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, რისთვისაც, პირველ რიგში, წყლის ამოტუმბვაა საჭირო.

როგორ გავუმკლავდეთ ამ ამოცანებს? პასუხი, საბედნიეროდ, გვაქვს - წყლის ტუმბოები!.

წყლის ტუმბოების ტიპებისა და დიზაინის მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, წყალი თითქმის ნებისმიერი ხელოვნური (ჭა, ჭაბურღილი) ან ბუნებრივი (ტბა, მდინარე) წყაროდან მოიპოვოთ. ან მაგალითად, კი არ მოიპოვოთ, ტექნიკური და ბინძური სითხეები ერთი ადგილიდან მეორეში გადაიტანოთ.

წყლის პომპა შეიძლება არსებობდეს:

  1. ჩასაძირი (იძირება წყალში)
  2. ზედაპირის (განთავსება ხდება მიწის ზედაპირზე, სითხეს კი შლანგის საშუალებით ტუმბავს, რომელიც წყალშია ჩაშვებული)
  • ჩასაძირი ტუმბო

ჩასაძირი ტუმბო ფუნქციონირებს სითხეში ნაწილობრივი ან სრული ჩაძირვით. ასეთი მოწყობილობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ელექტრო კაბელების საიმედო იზოლაციაა საჭირო. ზოგადად, ჩასაძირი ტუმბოს კონსტრუქციისთვის ისეთ მასალებს იყენებენ, რომელსაც წყლის არ ეშინია (უჟანგავი ფოლადი და სხვადასხვა პოლიმერი). ძრავა გადატუმბული წყლით გრილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადახურება ხანგრძლივი მუშაობის გამო, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

ინდივიდუალური მეურნეობის წყლით მომარაგებისთვის არსებობს ორი ტიპის ჩასაძირი ტუმბო: ჭისა და ჭაბურღილის. ასევე, შეხვდებით კიდევ ორ ​​ტიპს - სადრენაჟოს (მექანიკური მინარევების მქონე წყლის სატუმბად) და ფეკალური (კანალიზაციისთვის) - მათი დანიშნულება კონკრეტული ფუნქციების შესრულებაა.

  • ზედაპირის ტუმბო

ზედაპირის ტუმბო, მარტივად მისახვედრი ამბავია, მიწის ზედაპირზე უნდა განთავსდეს. მოწყობილობას წყლის ამოტუმბვა არც ისე ძალიან ღრმა ჭიდან, მდინარიდან თუ ტბიდან შეუძლია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, წყლის პომპა დიდ სიღრმეზეც წარმატებით მუშაობს, თუკი სპეციალური მოწყობილობის აღიჭურვება. საუბარია ეჟექტორზე, რომელიც შლანგზე მაგრდება და წყალში მასთან ერთად იძირება.

ტუმბოს მუშაობის დროს ამოტუმბული სითხის ნაწილი დამატებითი არხის მეშვეობით უკან ეჟექტორში მიედინება, რაც წნევის გაზრდის საშუალებას იძლევა. თუმცა, ასეთ სისტემას უარყოფითი მხარეებიც აქვს: რაც უფრო ღრმაში ჩადის შლანგი, წარმადობა მცირდება, ხოლო ენერგიის მოხმარება პირიქით, იზრდება.

ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ: ბინძური წყალი!

სანამ წყლის ამოტუმბვას დაიწყებდეთ, მნიშვნელოვანია მისი სისუფთავის გათვალისწინება. ნაწილაკების მაქსიმალური ზომის შესახებ, როგორც წესი, ინფორმაცია მახასიათებლებშია  მითითებული.

იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნებს ყურადღებას არ მიაქცევთ და მაგალითად, სუფთა წყლისთვის განკუთვნილი პომპით ბინძურ წყალს გადატუმბავთ, მოწყობილობა მწყობრიდან გამოვა.

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე- 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 1200091218110
  • წონა (კგ) - 5.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

Schpindel წყლის ტუმბო QDX1.5-12-0.25TK

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.25kw/0.37HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 8902275739918
  • წონა (კგ) - 8.5
  • კვებისწყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h
  • სიმაღლე (Max) - 12.7
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

Schpindel - წყლის ტუმბო ბენზინზე 196cc 2" (50mm)

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 196cc
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869631409769
  • წონა (კგ) - 25
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 3.6 l
  • წარმადობა (Max) - 30.0m3/h
  • სიმაღლე (Max) - 28
  • შემსვლელი - 50mm(2'')
  • გამომსვლელი - 50mm(2'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება