თუ იცით, რატომ არის ჰაერის კომპრესორი „თითქმის შედევრი“? |
თუ იცით, რატომ არის ჰაერის კომპრესორი „თითქმის შედევრი“? |
შედევრის შექმნა თუ ჰგონია ვინმეს რთული, ძალიანაც შემცდარა! რთული ისეთი ადამიანების პოვნაა, ვინც ამ შედევრის სათანადოდ შეფასება-დაფასებას შეძლებს! ჰოდა, ვინც ჰაერის კომპრესორი შექმნა და გაუმართლა და შემფასებლებიც იპოვა, ავრორას ნამდვილად მისთვის გაუსროლია!..
სროლა და ბათქა-ბუთქი იქით იყოს და ის თუ იცით, რატომ არის ჰაერის კომპრესორი „თითქმის შედევრი“? ვინც იცით, გილოცავთ, ხოლო ვისაც ჯერ არ აქვს ინფორმაცია, მათაც მისალოცად აქვთ საქმე - ახლავე ყველაფერში გავარკვევთ და იმიტომ!..
თანამედროვე მრეწველობას, პრაქტიკულად, არ გააჩნია სფერო, სადაც ჰაერის კომპრესორი საჭირო არ იქნებოდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სულაც არ აქვს მნიშვნელობა წარმოების მოცულობას: ჰაერის კომპრესორი სჭირდება ყველას იმ განსხვავებით, რომ აგრეგატი სხვადასხვა წარმადობისა და სიმძლავრის არის ხოლმე. და მაინც, რისთვის საჭირო კომპრესორი? აგერ, პასუხიც: ჰაერის კომპრესორის მთავარი ამოცანაა შეკუმშული ჰაერის წარმოება, რომელიც მოქმედებს როგორც მამოძრავებელი ძალა ან ეხმარება წარმოების სხვა პროცესებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს სფერო, სადაც ჰაერის კომპრესორს არ იყენებენ, იქნება ეს მშენებლობა, მეტალურგია, ნავთობისა თუ გაზის მრეწველობა, მედიცინა და ასე შემდეგ. არანაკლებ აქტიურად იყენებენ დანადგარს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და პრინციპში, ეს გახლავთ მთავარი მიზეზები, რატომ შეგვიძლია, კომპრესორს „თითქმის შედევრი“ ვუწოდოთ.
რატომ „თითქმის შედევრი“ და არა - „სრულფასოვანი შედევრი“ და იმიტომ, რომ მიქელანჯელოს დავითისა და ვენერა მილოსელის ფონზე ჰაერის კომპრესორს ასეთი სტატუსი მივანიჭოთ, ნამეტანი უხერხული გამოვა!..
უკვე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ კომპრესორის მთავარი ამოცანა ჰაერის შეკუმშვა და მისი წნევის ქვეშ მიწოდებაა. მიღებულია დანადგარის ორ ჯგუფად დაყოფა: დგუშისა და ხრახნიანი კომპრესორები: ორივე ჯგუფში ჰაერის შეკუმშვა აბსოლუტურად განსხვავებული პრინციპებით ხდება. პირველ შემთხვევაში საკვანძო კომპონენტი დგუშია, რომელიც ცილინდრში ჰაერს ორმხრივი მოძრაობების საშუალებით კუმშავს. რაც შეეხება ხრახნიან კომპრესორებს, ამ ფუნქციას ხრახნიანი ბლოკი ასრულებს, სადაც ჰაერის შეკუმშვა ერთმანეთის შემხვედრი ხრახნებით ხდება.
ორივე ტიპის დანადგარში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კომპრესორის ზეთია. პირველ რიგში, მუშაობს როგორც საპოხი საშუალება, რომელიც მუშაობის პროცესში საკვანძო კომპონენტებს შორის ხახუნს ამცირებს. ასევე, შეკუმშვის ბლოკში ზეთი ამცირებს ნაპრალებს და ეფექტიანად ამცირებს მუშაობის შედეგად წარმოშობილ სითბოს.
ჩვეულებრივ, ჰაერის კომპრესორი სხვა აღჭურვილობასთან ერთად მუშაობს, რომელიც შეკუმშულ ჰაერს ენერგიის წყაროდ იყენებს. გამოყენების ძირითადი სფერო მრეწველობაა. სამრეწველო საჰაერო კომპრესორების მიმართ მოთხოვნები საკმაოდ მაღალია: შეკუმშული ჰაერის სტაბილური წნევა, მუშაობის დიდი რესურსი და საკმარისი წარმადობა ყველანაირი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
როგორც წესი, ცალკე ჯგუფად გამოიყოფა უზეთო კომპრესორები. მათ იმ შემთხვევაში იყენებენ, თუკი შეკუმშულ ჰაერში ზეთის ნარჩენების არსებობა დაუშვებელია. უზეთო კომპრესორებს შემდეგ სფეროებში იყენებენ: მედიცინა და ფარმაცევტიკა, საკვების წარმოება, ქიმიური მრეწველობა და ასე შემდეგ.
ჰაერის კომპრესორი წარმატებით გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებისთვისაც. შეკუმშულ ჰაერს, რომელსაც დანადგარი გამოიმუშავებს, მოქმედებაში მოჰყავს არაერთი პნევმოინსტრუმენტი - ქვიშაჭავლური აპარატები, საღებავის გასაფრქვევები, პნევმატიკური ჩაქუჩები და ასე შემდეგ.
ხშირად, მსგავსი სამუშაოები ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლებას გულისხმობს, რისი გათვალისწინებითაც, იწარმოება და ხელმისაწვდომია გადასატანი კომპრესორები - უფრო მეტი კომფორტისთვის, შესაძლებელია, ბორბლიან შასიზე დამაგრდეს. არსებობს როგორც ელექტროენერგიაზე მომუშავე მოდელები, ისე ავტონომიური ჰაერის კომპრესორები საწვავზე.
კომპრესორების გამოყენების კიდევ ერთი პოპულარული სფეროა ავტოსერვისი და საბურავების მონტაჟი. ისეთი ინსტრუმენტების მუშაობისთვის, როგორებიც არის: საბურავის მონტაჟის დანადგარი, სახეხი მანქანა, ჰაერის გამოსაფრქვევი პისტოლეტი, საჭიროა სწორედ ჰაერის კომპრესორი. მცირე მოცულობის სამუშაოებისთვის გამოსადეგია დგუშიანი კომპრესორიც, თუმცა დიდი სახელოსნოსთვის, რომელიც კლიენტების ნაკადს ვერ აუდის, უმჯობესია ხრახნიანი დანადგარი.
ჰაერის კომპრესორი ყველაზე მეტად მოთხოვნადია:
ყველა კომპრესორის დანიშნულება პნევმატიკური ინსტრუმენტის შეკუმშული ჰაერით მომარაგებაა, მაგრამ რომელი უნდა შეარჩიოთ ყოველდღიური საქმიანობისა და სახლში მუშაობისთვის?
ზეთი უზრუნველყოფს დანადგარის ჰერმეტულობას, დეტალები ნაკლებად ცვდება, ასევე, მცირდება ხმაურიც. თუკი კომპრესორი შესაღებ მოწყობილობებთან ერთად მუშაობს, გასათვალისწინებელია, რომ ზოგ მოდელში, შესაძლოა, ზეთი საღებავს შეერიოს. აქედან დასკვნა - ავტომობილის შეღებისას ზეთიანი კომპრესორის გამოყენება აშკარად არ ღირს. გარისკვა, პრინციპში, შეიძლება - საჭიროა ახალი ფილტრი და ზეთის დონის მუდმივი კონტროლი. ნებისმიერი სხვა სამღებრო სამუშაოებისთვის, მაგალითად, ფასადის შესაღებად, ზეთიანი კომპრესორი იდეალურად გამოდგება.
ე.წ. უზეთო მოდელებში ზეთი რა თქმა უნდა, გვხვდება, მაგრამ ჰაერის ნაკადთან კონტაქტში არ შედის. შედეგი - სისტემაში მიწოდებულ შეკუმშულ ჰაერში მინარევების არარსებობა.
ზეთიანი კომპრესორი მცირე გაბარიტების მქონეა და არც ხშირი და რთული სერვისი სჭირდება. უზეთო პნევმოკომპრესორი მოთხოვნადია ავეჯისა და სამღებრო სახელოსნოებში.
ყოველდღიური საჭიროებებისთვის, ტექნიკური მომსახურების სადგურებში, სამღებრო სამუშაოებისთვის სწორი არჩევანია - ელექტრო ჰაერის კომპრესორი, ვინაიდან ელექტროძრავი არ მოითხოვს:
ბენზინის კომპრესორის შერჩევა შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა მნიშვნელოვანია მისი სიმძლავრე. ამასთან ერთად, ასეთი მოდელები საკმაოდ მძიმეა, ხოლო შიგაწვის ძრავა საჭიროებს ყურადღებას, ხშირ ტექნიკურ მომსახურებას და საექსპლოატაციო ხარჯებს. რომელი გჭირდებათ და გამოგადგებათ - ელექტრო თუ ბენზინის, ყურადღებით შეისწავლეთ მუშაობის ხარისხის განმსაზღვრელი პარამეტრები, გამძლეობა და რაც მთავარია - დანიშნულება - რისთვის აპირებთ მის გამოყენებას.
ჰაერის კომპრესორის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს: