თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, სასუქები გაიყოლეთ...

მიწათმოქმედებას რომ მოეკიდება ადამიანი, ბაღის მოვლა იქნება, ყანის, ვენახისა თუ ბოსტნის, უკიდურესად კარგი საქმეა, რასაკვირველია და თუ ასეთ კარგ საქმეზე მიდიხართ ხოლმე ყოველ სისხამ დილით, სასუქები გაიყოლეთ - აუცილებლად გამოგადგებათ.

ასეა, ასე და უფრო მეტიც - როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, ბაღ-ვენახ-ბოსტნის მოვლაში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო როლის შემსრულებელი სწორედ სასუქი გახლავთ. აბა, ადამიანს თუ სჭირდება კვება, ჯანმრთელობა, ზრდა და გაფურჩქნა-განვითარება, მცენარე, რა, უარს იტყვის? არავითარ შემთხვევაში!

რა არის სასუქი?

ცოტა უცნაურად კი ჟღერს ეს კითხვა, მაგრამ ხომ შეიძლება, ვინმემ კარგად არ იცოდეს საკითხი? ჰოდა, პასუხს ახლავე მოგახსენებთ: სასუქები - ეს არის ნივთიერებები მცენარეების გამოსაკვებად და ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. სასუქის გამოყენების მიზანი ის გახლავთ, რომ  ნათესები სრული ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ერთი ან რამდენიმე კომპონენტით უზრუნველყოთ.

რისთვის არის საჭირო?

სოფლის მეურნეობაში კარგად ჩახედული ადამიანები, მოსავლიანობის გაზრდისა და დაავადებების მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად, მცენარეებს სასუქით აუცილებლად ეხმარებიან.

რა სარგებლობა მოაქვს სასუქს?

მოდით, შევთანხმდეთ, რომ მერხის ბოლოში მჯდარი ის ბიჭი, მთელი წელი რომ ხმა არ ამოუღია, ამ შემთხვევაში, არ შევაწუხოთ და კითხვას ამჯერადაც ამომწურავი და კულტურული პასუხი გავცეთ. კერძოდ, აი, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია სასუქს:

  • აჩქარებს მცენარის ზრდას;
  • გასაყიდი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება;
  • მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება;
  • კულტურათა იმუნიტეტის გაძლიერება;
  • ნიადაგის აღდგენა.

და პრინციპში, ეს დასასრული სულაც არ არის.

ასე თუ ისე ცნობილი ამბავია, რომ მცენარეების კვების ძირითადი ელემენტებია ფოსფორი, აზოტი და კალიუმი. ნებისმიერი მათგანის მნიშვნელოვანი დეფიციტის შემთხვევაში, ოცნებაც კი არ ღირს, რომ მტრის თვალების დასავსები და მოყვრის გასახარი მოსავლის მოწევა მოხერხდება ან გნებავთ, ლამაზი დეკორატიული მცენარეები გაიხარებენ აბრდღვიალდებიან. უფრო მეტიც, ნივთიერებების სერიოზულმა დეფიციტმა, შესაძლოა, მცენარეების სიკვდილიც კი გამოიწვიოს, თუმცა ეს მეტ-ნაკლებად ნაყოფიერ ნიადაგებზე ძალზე იშვიათია.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სასუქის ჭარბი რაოდენობაც მცენარეებზე დამღუპველად მოქმედებს. მაგალითად, ჭარბი აზოტით განაყოფიერება იწვევს მიწის ზემოთ უკონტროლო ზრდას, აფერხებს ყვავილობასა და ნაყოფიერებას.

მეზოელემენტები ნაკლები რაოდენობით არის საჭირო, ვიდრე მაკროელემენტები, თუმცა, მცენარის გაზრდასა და განვითარებაში მაინც მნიშვნელოვანი როლი აქვს. საუბარია მაგნიუმზე, სილიციუმზე, კალციუმსა და გოგირდზე.

შემდეგი ჯგუფია მიკროელემენტები, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი (და ზოგჯერ გადამწყვეტი) გავლენა აქვს მცენარეებზე, ბევრად მცირე მოცულობით არის საჭირო. ეს მნიშვნელოვანი მიკროელემენტებია: სპილენძი, კობალტი, თუთია, მოლიბდენ, რკინა, მანგანუმი, ბორო და ასე შემდეგ.

როგორ უნდა შეარჩიოთ სასუქი?

ადამიანების არ იყოს, გემრიელად „ჭამა“ მცენარეებსაც უყვართ. ერთი კია, ამა თუ იმ ნივთიერების მოთხოვნილება სეზონზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა ნივთიერება „უყვარს“. მაგალითად, გემრიელი მწვანილის მოყვანა შეუძლებელია აზოტის დეფიციტის პირობებში, კარტოფილი კი მცირე ზომისა და უგემური იქნება, თუკი თავს კალიუმის ნაკლებობა იჩენს. სეზონურად სასუქი მცენარეებს შემდეგნაირად უნდა დაახმაროთ: ადრე გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი - აზოტი; გაზაფხულის ბოლო და მთელი ზაფხული - ფოსფორ-კალიუმი. ეს რაც შეეხება მთავარ კომპლექსს. აი, მიკრო ელემენტური სასუქების გამოყენება ვეგეტაციის მთელ პერიოდშია რეკომენდებული.

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 1 კგ.

Valagro BREXIL-MIX sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ორგანული სასუქი
  • შტრიხ-კოდი - 8031702016411
  • წონა (კგ) - 1
  • მოცულობა - 1 კგ
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
  • კულტურა - ყველა

INDORAMA - სასუქი - ინდორამა 8:20:25 - 50 კგ

INDORAMA NPK-8.20.25 sasuqi

  • ბრენდი - INDORAMA
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - გრანულარული სასუქი
  • შტრიხ-კოდი - 5907299919110/1
  • წონა (კგ) - 50
  • მოცულობა - 50 კგ
  • მოქმედი ნივთიერება - საერთო აზოტი (N) - 8%; საერთო ფოსფატი (P2O5) - 20%; წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O) - 25%
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - INDORAMA
  • მწარმოებელი ქვეყანა - ინდოეთი
  • კულტურა - ყველა

Valagro - სასუქი - მასტერი 3-37-37 - 25 კგ

Valagro Master sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - კრისტალური სასუქი
  • შტრიხ-კოდი - 915664
  • წონა (კგ) - 25
  • მოცულობა - 25 Kg
  • მოქმედი ნივთიერება - სუფთა აზოტი (N) - 3%; ფოსფორის პენტოქსიდი (P205) - 37%; კალიუმის ოქსიდი (K2O) - 37%; წყალში ხსნადი ბორი (B) - 0.02%; ხელატირებული რკინა (Fe) - 0.07%; ხელატირებული მანგანუმი (Mn) - 0.03%; ხელატირებული თუთია (Zn) - 0.01%; ხელატირებული სპილენძი (Cu) - 0.005 %
  • მწარმოებელი კომპანია - Valagro
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
  • კულტურა - ყველა კულტურა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება