თუ რეისმუსს აქამდე არ იცნობდით, არც ახლაა გვიან!..

ენა ცოცხალი ორგანიზმია, მოგეხსენებათ და უამრავ სიახლეს ირგებს. მერე, დრო რომ გავა, რაც ზედმეტია, მოიშორებს, რაღა თქმა უნდა და რაც საჭირო და გამოსადეგი იქნება, აუცილებლად დაიტოვებს. ამ სიახლეებში უცნაური ჟღერადობის სიტყვებიც გამოერევა, რასაკვირველია და სწორედ ასეთი გახლავთ რეისმუსი. დიდი ალბათობით, რეისმუსის მნიშვნელობა და დანიშნულება იმდენად ღირებულია, აღარსად წავა, დარჩება და დარჩება.

მაინც რა მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს რეისმუსს? აი, სწორედ ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ და დავიწყოთ ბარემ, გადადებული საქმე ეშმაკისააო, ხომ გაგიგიათ.

ხის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები ხის საამქროებში სხვადასხვა დანადგარების არსებობას მოიაზრებს, რომელთა გარეშე სრულყოფილი შედეგის მიღება პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლავთ რეისმუსი, რომელიც ხელის ინსტრუმენტების შემცვლელად მოგვევლინა და დიდად შეუწყო ხელი ხის ნაკეთობებზე მუშაობის პროცესის გამარტივებას.

რა არის რეისმუსი?

პასუხი კითხვაზე, რა არის რეისმუსი და რისთვის არის საჭირო, შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: ეს არის ინსტრუმენტი ხის ზედაპირზე ზუსტი მარკირების, ხვრელებისა და სხვა ელემენტების დატანისთვის. ასევე, მისი მუშაობის პრინციპი დაფის თანაბრად დამუშავებაა.

ვინ იყენებს რეისმუსს?

იმედია, პროფესიონალები არ გვიწყენენ, მაგრამ ჯერ ასე უნდა ვთქვათ: რეისმუსის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებში, მაგალითად, დაფებისა და ხის ფურცლების დამუშავებისთვის. ძალიან დიდი სამუშას აღება შეუძლია თავის თავზე რემონტისას, მშენებლობის დროს, ხის გადამუშავების პროცესში. მოწყობილობას ხშირად შეხვდებით სახელოსნოებში, სადაც მას კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, რეისმუსი ჩართულია ავეჯის, საჭირო სისქის დაფებისა და ხის სხვადასხვა კონსტრუქციის შექმნის პროცესში. სწორედ რეისმუსის წყალობით იქმნება ერთმანეთის იდენტური სისქის მქონე ნაკეთობები.

როგორ მუშაობს რეისმუსი

რეისმუსის მუშაობის პრინციპი ხის მასალის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს.

აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:

  • მექანიზმის საფუძველი - ძრავი;
  • საჭრელი პირი;
  • ძირითადი და დამხმარე მაგიდები;
  • მოძრავი ლილვაკები;
  • მართვისა და რეგულირების ელემენტები (სიმაღლის არჩევის ღილაკი, ჩართვის ღილაკი, საკონტროლო ლამპა, გადამრთველი);
  • დამცავი სისტემები (ძრავის დატვირთვის სენსორი, მოკლე ჩართვისგან დამცავი);
  • ნახერხის შემგროვებელი.

მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.

რეისმუსის გამოყენების პროცესში ეს რჩევები აუცილებლად გამოადგებათ

- დავიწყოთ მონტაჟის პროცესით - უმთავრესია კონსტრუქციის სტაბილური განლაგება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეისმუსი შეიძლება იყოს როგორც მაგიდის, ისე - იატაკის. ორივე შემთხვევაში, ზედაპირზ ესაიმედო ფიქსაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ სასურველი შედეგის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება;

- სასურველია სპეციალური სამაგრების გამოყენება რეისმუსის სრული უძრაობის უზრუნველყოფისთვის;

- მუშაობა იწყება მხოლოდ მაშინ, რაც დანებით აღჭურვილი დოლურა საჭირო სიჩქარეს აკრეფს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზედაპირზე დასამუშავებელი მასალის მოთავსება;

- მძიმე და გრძელი ობიექტების დამუშავების პროცესში საჭიროა კიდეების ორივე მხარეს ნაკეთობის წამოწევა, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება;

- ოპტიმალურია, ერთი ციკლისას ხის მასალას 0,8 მმ მოშორდეს. ასეთი სიღრმე დეფექტების გაჩენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;

- იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ფოსოები, არ დაზიანდეს ბოჭკოები, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რაც სიჩქარესა და ჭრის სისქეს შეეხება. ყველა რეკომენდაცია ინსტრუქციაშია მითითებული, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ;

- დანადგარში ხის მასალის მოთავსებისას აუცილებელია ბოჭკოების მიმართულების გათვალისწინება - დანების ლილვის ქვეშე უნდა მოექცნენ;

- მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ქსელიდან გათიშვა და ამის შემდეგ ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა. ამასთან, ნახერხისა და მტვრისგან გაწმენდა სჭირდება როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე დანებს, ჯაჭვს;

- თუკი მაგიდის ზედაპირზე ფისის ნარჩენები შენიშნეთ, რეკომენდებულია მისი გამხსნელით მოშორება;

- გახსოვდეთ, რომ აპარატის სათანადოდ გამოყენება და მოვლა მისი ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5011402272112
  • წონა (კგ) - 33.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება