| თუ საბაღე ხელის ინსტრუმენტების არსენალი აქამდე არ შეგივსიათ, ჯერ დრო კიდევ გაქვთ |
| თუ საბაღე ხელის ინსტრუმენტების არსენალი აქამდე არ შეგივსიათ, ჯერ დრო კიდევ გაქვთ |
შემოდგომა დადგაო და არა მხოლოდ ბუნება წითელ-ყვითელ ფერებად შეიღებაო, არამედ ყველა, ვისაც მიწასთან მუშაობა უწევს, ფიქრობსო, ზუსტად ის დროა, საბაღე ხელის ინსტრუმენტები უნდა შევიძინოო.
რა თქმა უნდა, ასეთ ხალხს საბაღე ხელის ინსტრუმენტების ნაკლებობა ნამდვილად არ ექნება და ალბათ, მრავალფეროვანი არჩევანითაც იწონებს თავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ზოგ ნივთს ყავლი გაუვა ხოლმე, ზოგი უპასუხისმგებლო მეზობელს მიაქვს და აღარ აბრუნებს, ზოგი დაზიანდება, რიგ შემთხვევაში კი შემდეგი პრინციპი მუშაობს: იყოს, რა, პურსა გთხოვს თუ წყალს?!
ფაქტია, სწორად შერჩეული ინსტრუმენტები წარმატებული და სასიამოვნო შრომის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ამასთან ერთად, არსებობს ზოგიერთი ისეთ ინსტრუმენტი, რომლის ქონაც, უბრალოდ, ჰაერივით საჭიროა. მაგალითად, იგივე კულტივატორი, სამკაპა, ხელის ნიჩაბი, ვაზის დასაკავებელი, ფოცხი, ცული, სეკატორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ამ ყველაფრის შეძენა, რა თქმა უნდა, Holst.ge-ზე შეგიძლიათ, რამდენიმე მათგანზე კი ქვემოთ უფრო მეტს მოგიყვებით.
არ იქნება ახალი არაფერი იმაში, თუ ვიტყვით, რომ დიახ, ხარისხიანი საბაღე ხელის ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მიწის ნაკვეთის მოვლის პროცესს. ერთი, რომ ზოგავს დროს და მეორე - მოითხოვს ნაკლებ ენერგიას ნიადაგთან მუშაობა იქნება, თუ სხვა სამუშაოები.
დავიწყოთ, მაგალითად, კულტივატორით:
ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია მანქანები ელექტრო თუ ბენზინის ძრავაზე, რომლებიც მიწასთან მუშაობას გაცილებით აიოლებენ. თუმცა, მცირე ზომის მიწის ნაკვეთისთვის ასეთი ტექნიკის შეძენა, რა თქმა უნდა, არ ღირს. ამიტომ, ყურადღებას პატარა ნაკვეთების დამუშავებისთვის განკუთვნილ ხელის კულტივატორებზე გავამახვილებთ.
ხელის კულტივატორი საშუალებას იძლევა, ამოთხაროთ ორმოები ყვავილებისა და ბოლქვების დარგვისთვის, დაამუშაოთ ნიადაგი ძნელად მისადგომ ადგილებში, გააფხვიეროთ ხეებისა და ბუჩქების ფესვთა სისტემა. იდეალურია მარწყვის გადასარგავად, რადგან კულტივატორის დიამეტრი მიწასთან ერთად მცენარის გადაადგილების საშუალებასაც იძლევა.
როგორც თავად ამბობენ ხოლმე, სამკაპა მებაღეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, პრაქტიკული და გამოსადეგი ინსტრუმენტია. სადაც დაგჭირდებათ, როცა დაგჭირდებათ, კომპაქტური ზომების გათვალისწინებით, ყველგან მარტივად გაიყოლებთ. ნუ, რა თქმა უნდა, თეატრს და ქორწილს არ ვგულისხმობთ!.. მოკლედ, საჭიროებას დაინახავთ ბაღსა და ბოსტანში? სამკაპა თავის მოვალეობას წარმატებით შეასრულებს!..
მაინც რომ დავაზუსტოთ, სამკაპას დანიშნულება ნიადაგის გაფხვიერებაა. იქნება ეს მაგალითად, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, მარწყვი - ნებისმიერ კულტურას სათანადო და საჭირო დახმარებას აღმოუჩენთ.
გამოცდილმა მებაღეებმა და მევენახეებმა იციან, რომ ვაზის დროული შეყელვა მცენარის სწორი განვითარებისა და კარგი მოსავლის გარანტიაა. ეს თანაბრად ეხება სხვა კულტურებსაც - პომიდორს, კიტრს, ჟოლოს, მაყვალსა, რომელთა მოვლა განსაკუთრებით შრომატევადია.
ამ ოპერაციის ხელით წარმართვას, ალბათ, გამოცდილიც გექნებათ, საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ჰოდა, სწორედ ამისთვის შეიქმნა ვაზის დასაკავებელი, რომელიც შრომას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს, პროდუქტიულობას კი, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, 8-10-ჯერ ზრდის.
გარდა ამისა, პრაქტიკულთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ესთეტიკური მხარეც. პომიდორს, ჟოლოს, ყურძენს, როგორც წესი, ძაფებით, უამრავ ნაწილად დახეული ნაჭრებით აბამენ. აი, ვაზის დასაკავებელში კი გამოიყენება სპეციალური ლენტი და სამაგრები, დაახლოებით ისეთი, როგორიც საკანცელარიო სტეპლერში გვხვდება. ამდენად, მცენარე, ერთი, რომ საიმედოდ მაგრდება და საკმაოდ მიმზიდველადაც გამოიყურება.
როგორც უკვე გითხარით და პრინციპში, თავადაც შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, Holst.ge საბაღე ხელის ინსტრუმენტების მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ - თქვენ მხოლოდ მოინდომეთ და ჩვენთან ყველაფერს მოიძიებთ.



