თუ სასწაულების არ გჯერათ, ელექტრო პულივიზატორი აუცილებლად უნდა გამოცადოთ

ხდება, როგორ არ ხდება სასწაულები, მაგრამ ცოტა ხელის წაშველებაც საჭიროა და ისეთ შედეგებს მიიღებთ, ყველაზე დაუჯერებელსაც კი დაიჯერებთ.

აი, მაგალითად, ავიღოთ ელექტრო პულივიზატორი: არასოდეს გამოგიყენებიათ და არ გაქვთ იმედი, რომ სასურველ შედეგს მიიღებთ? მოდით, გადადგით ნაბიჯი, სცადეთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

ელექტრო პულივიზატორი მართლაც ძალიან სასარგებლო ხელსაწყოა საყოფაცხოვრებო პირობებში, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, სამღებრო სამუშაოები იგულისხმება, რასაკვირველია.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის ძრავის ტიპი. განასხვავებენ სოლენოიდულ და ტურბინულ ძრავებს. პირველ შემთხვევაში საღებავი ტუმბოს მეშვეობით გამოიფრქვევა. დიზაინი სახლის მცენარეების შესასხურებლისას ჰგავს და ვარიანტი განკუთვნილია მხოლოდ დაბალი სიბლანტის მქონე სითხეების შესხურებისთვის, მაგალითად, ანტისეპტიკებისა და სასუქის ხსნარებისთვის.

სამაგიეროდ, ტურბინული ჰაერსაბერი მტვერსასრუტის ძრავის მსგავსია. რაც შეეხება სიმძლავრეს, აქ ყველაფერი შედარებითია. იაფფასიანი პულივიზატორი, რომლის სიმძლავრეც 600 ვტ-ზე ნაკლებია, ნაკლებად სანდოა, მაგრამ ცნობილ მწარმოებლებში, რომელთა პროდუქციასაც Holst.ge გთავაზობთ, სასურველ და საიმედო მოდელს აუცილებლად მიაკვლევთ. შედარებით მაღალფასიან და მაღალხარისხიან მოდელებში წარმადობა შენარჩუნებულია დაბალი სიმძლავრის პირობებშიც კი (300–400 W), რაც კონსტრუქციის თავისებურებებით მიიღწევა.

პულივიზატორის ტიპები:

1. პნევმატიკური (დაბალი ან მაღალი წნევის ტექნოლოგიით);

2. მექანიკური;

3. ელექტრო.

ასევე, არსებობს სპეციალიზებული ელექტრო ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია, ზედაპირი მაღალი სიბლანტის შემადგენლობებით შეიღებოს.

პულივიზატორის კლასიფიკაცია

მოქმედების პრინციპის მიხედვით ელექტრო პულივიზატორის ტიპები შემდეგნაირად იყოფა:

  • პროფესიონალური;
  • საყოფაცხოვრებო;
  • კომბინირებული.

კონსტრუქციის თავისებურებები

ხელსაწყოს ექსპლოატაციის ხანგრძლივობას დიდწილად განსაზღვრავს კორპუსის მასალა და მექანიზმი. როგორც წესი, პულივიზატორის კორპუსი პლასტმასისგან მზადდება. მთავარი პირობაა, მოწყობილობა ძირს არ დააგდოთ და პრობლემებსაც მარტივად აირიდებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ლითონის კორპუსი გაცილებით საიმედოა. ამასთან, როგორც მინიმუმ, პულივიზატორის დეტალები თითბრის ან დურალუმინის უნდა იყოს. წყლის საღებავები პლასტმასზე არ მოქმედებს, მაგრამ სხვა ქიმიკატებს შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტებია საქშენები, შლანგი, ავზი. უმჯობესია აირჩიოთ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ავზი, რომელიც სრულიად გამორიცხავს გახვრეტის შესაძლებლობას წმენდის ან ფსკერის გახეხვის დროს. პლასტმასის ავზი შესაძლოა, საღებავის კომპონენტებთან რეაქციაში შევიდეს.

საღებავის მიწოდების მილი ძირს კარგად უნდა სწვდებოდეს. უმჯობესია, როცა მილი ოდნავ მოხრილია სახელურის მხარეს და საღებავს ავზის კუთხიდან იღებს. ამგვარად უფრო მოსახერხებელია საღებავის სრულად გამოყენება ყოველგვარი დანაკარგების გარეშე.

შლანგი უნდა იყოს გოფრირებული, სისქით მინიმუმ 0,5 მმ.

რჩევა: სცადეთ შლანგის მიერთება და მოშორება - კავშირი უნდა იყოს მჭიდრო, მაგრამ არც ისეთი, რომ ცალკეული დეტალები დაზიანდეს.

CROWN CT31013-ელ. პულივიზატორი 400W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422248
  • წონა (კგ) - 2.12
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 800 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 70DIN

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422255
  • წონა (კგ) - 2.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 100DIN

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422262
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1100 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება