თუკი აგარაკზე მისულს ეზო ბალახით დაფარული დაგხვდათ, არ შეშინდეთ - გაზონის საკრეჭი და მისი ჯანი |
თუკი აგარაკზე მისულს ეზო ბალახით დაფარული დაგხვდათ, არ შეშინდეთ - გაზონის საკრეჭი და მისი ჯანი |
„როცა ორი აკეთებს ერთსა და იმავეს, ეს უკვე ერთი და იგივე აღარ არისო“, ასეთი რამე უთქვამს უხსოვარ დროში მცხოვრებ ერთ საინტერესო ადამიანს, რომელსაც პუბლიუს ტერენციუსი ერქვა. ეჭვი გვაქვს, გაზონის საკრეჭი რა იყო, არც იცოდა ამ ადამიანმა, თორემ მსგავსი სიტყვები აზრადაც არ მოუვიდოდა. რატომ და იმიტომ, რომ ორიც, სამიც, ოთხიც და ჩვიდმეტიც, როცა გაზონის საკრეჭს მოჰკიდებს ხელს, ერთნაირად გადასარევ შედეგს მიიღებს - გალამაზებულ ეზოსა და კარ-მიდამოს.
კარგი, თუ მაინც ფიქრობთ, რომ ყველა ერთნაირ შედეგს ვერ მიიღებს, ერთად გავარკვიოთ, როგორ ეზოს რომელი გაზონის საკრეჭი გაუმკლავდება და მიღებული შედეგი სხვისას კი არ შევადაროთ, თავად დავრჩეთ კმაყოფილები.
ჰოდა, თუკი აგარაკზე მისულს ეზო ბალახით დაფარული დაგხვდათ, არ შეშინდეთ, რადგან უამრავი სახეობის გაზონის საკრეჭი არსებობს, რომელიც ნებისმიერი სიგრძის ბალახსაც გაუმკლავდება და ნებისმიერ რელიეფს „დაუმეგობრდება“.
- ძრავის ბრუნები დანის სიჩქარეს განსაზღვრავს. თვის მხრივ, რაც უფრო მაღალია დანის სიჩქარე, მით სუფთაა ჭრა და ნაკლები იმის ალბათობა, რომ მცენარე მიწიდან ფესვიანად ამოიძირკვება. ნაზი და „ახალგაზრდა“ ბალახის ჭრისას, სასურველია სიჩქარის მაქსიმალურად მომატება, ვინაიდან ახლადამოსულ ბალახს ფესვთა სისტემა ძალიან სუსტი აქვს და შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მარტივად დაზიანდება;
- როცა ბალახი ხშირი და სქელია, საკრეჭის ბრუნები მცირდება და ბალახი ზიანდება. მძლავრი მოტორისთვის ეს არც ისე დიდი პრობლემაა, რადგან სირთულეებს უფრო წარმატებულად უმკლავდება;
- ბალახის საჭრელის კორპუსი შეიძლება იყოს პლასტმასის ან ლითონის. უმჯობესია, ეს უკანასკნელი შეარჩიოთ, ვინაიდან არის საკმაოდ მსუბუქი, მაგრამ რაც მთავარია, მდგრადია დაზიანებების მიმართ;
- გაზონის საკრეჭის საბურავები. უმჯობესია მოზრდილი დიამეტრის საბურავებიანი მოდელის შეძენა. დიდი საბურავების დახმარებით, საკრეჭი გაზონზე უფრო მარტივად დაგორავს და შესაბამისად, ადამიანსაც ნაკლები ძალის დახარჯვა უწევს. ესეც რომ არ იყოს, ფართო საბურავი ბალახს ნაკლებად აზიანებს;
- ბალახის შესაგროვებელი. არსებობს საკრეჭი ხისტი და რბილი შესაგროვებლებით. ხისტიდან ბალახი თავად ცვივა. როგორც წესი, რბილი შესაგროვებელი მხოლოდ მძლავრ მოდელებზე მონტაჟდება, რომელთაც ნაკადი იმდენად ძლიერი აქვთ, რომ ბალახი იქ მოხვედრამდე არ იფანტება;
- თიბვის 3 ფუნქცია. გაზონის საკრეჭი ბალახის თიბვას სამი მეთოდით ახერხებს:
- სანამ გაზონის საკრეჭს შეიძენთ, შემდეგ კითხვას უპასუხეთ: „სად შეინახავთ სეზონის გასვლის შემდეგ?“ აგარაკზე ასეთი ძვირფასი ნივთის დატოვება ნამდვილად არ ღირს. შესაბამისად, ქალაქში უნდა დაბინავდეს. პრობლემა შეიძლება იყოს ბენზინის მოდელის სახლში შენახვა მისი სუნის გამო - უმჯობესია, ფარეხში გადაინაცვლოს.