თუკი მიწის ნაკვეთს ფლობთ, მცენარეებს უვლით, კარგი მოსავლის აღება გინდათ, შესაწამლი აპარატი ხომ არ დაგავიწყდათ?

შეიძენ მიწას, მოაწყობ სათბურს, იყიდი თესლს, ჩითილებსა და ნერგებს, სასუქს, ინსტრუმენტებს, ტრაქტორს, ურიკას და დატკბები „უფასო“ ხილითა და ბოსტნეულით... უცნაური ამბავია ნამდვილად, შესაძლოა, პარადოქსულიც კი, მაგრამ ფაქტია, ძალიან მაგარია, როცა საკუთარი ბაღჩა-ბაღ-ბოსტნების მოვლა შეგიძლია. ჰოდა, სურათი რომ სრულყოფილი იყოს, თუ იცით, რა აკლია? დიახ - შესაწამლი აპარატი!

აბა, ამდენი იწვალო და მავნებლებს მოსავლის გაუბედურების საშუალება მისცე? არავითარ შემთხვევაში!

თუკი მიწის ნაკვეთს ფლობთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ მას მხოლოდ ჯანმრთელი მცენარეები ალამაზებენ და რა თქმა უნდა, ჩინებულ მოსავალსაც იძლევიან. და რაკიღა ეს ამბავი იცით, ეჭვგარეშეა, ისიც გათავისებული გაქვთ, რომ ნებისმიერი ნაკვეთის მთავარი პრობლემა მავნებლები არიან. მათთან გამკლავება სპეციალური საშუალებების გარეშე შეუძლებელია და სადაც ამდენი ხარჯი გაქვთ გაღებული, შესაწამლი აპარატები უყურადღებოდ დატოვოთ, არაფრით შეიძლება.

ამ მართლაც უაღრესად საჭირო ინსტრუმენტებს ორი მთავარი მიზნისთვის იყენებენ:

  • ხეხილის, კენკრისა და სხვა ჯიშის მცენარეების განაყოფიერება და გამოკვება;
  • მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

როგორ შეარჩიოთ საჭირო ინსტრუმენტი სწორად და რა ტიპის შესაწამლი აპარატები არსებობს?

საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის სულ 5 სახეობის შესაწამლი აპარატი გამოიყოფა:

  • მექანიკური;
  • ტუმბო;
  • ზურგჩანთა;
  • საწვავის;
  • ელემენტზე.

მექანიკური შესაწამლი აპარატი ყველაზე მარტივი და იაფფასიანი ვარიანტია. მიუხედავად ამისა, საკმაოდ საიმედო და ეფექტიანია. ერთი კია, მას, ვისაც დიდი ნაკვეთი აქვს, მექანიკური შესაწამლი აპარატის შეძენა არ უღირს - სანამ ერთი ბოლოდან მეორეში გავა, მოსავალი უკვე ლამის ასაღები ექნება.

ტუმბოიანი აპარატი უკვე მოზრდილი ფართობისთვის გამოდგება. ავზის ტევადობა 3-დან 12 ლიტრამდეა. გადასატანად რომ იოლი იყოს, მწარმოებლები მას მხრის სპეციალური ქამრით უშვებენ.

შესაწამლი აპარატი ზურგჩანთა დაგეხმარებათ დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე. ტევადობა 20 ლიტრამდეა, რაც საკმაოდ ხანგრძლივად მუშაობის საშუალებას იძლევა.

საწვავზე მომუშავე შესაწამლი აპარატი განკუთვნილია სამრეწველო ადგილებში გამოყენებისთვის. მოტორი მოქმედებაში საწვავის ხარჯზე მოდის, რომლის სიმძლავრეც 5 ცხენის ძალაა. უნდა ითქვას, რომ ასეთი მოდელები არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან შიდა წვის ძრავა გარემოს აბინძურებს, ასევე, წონა არც ისე მცირეა.

აკუმულატორიანი აპარატი ზურგჩანთიანს მიეკუთვნება, თუმცა მის შემთხვევაში წნევის გამომუშავება არ არის საჭირო ხელის დახმარებით, ამ ამბავს ელექტროამძრავი აგვარებს. ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 8 საათიან მუშაობასაც კი უმკლავდება, თუმცა ფასიც შესაბამისია.

გამოყენების სფეროები

შესაწამლი აპარატი ფართოდ გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • მცენარეების ზრდის სტიმულირებისთვის, მოსავლიანობის გაზრდისთვის, ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
  • მავნებლებისგან თავის დაღწევის მიზნით. იგულისხმება: მწერები, ხოჭოები, მათი ლავრები, ბუგრები და სხვადასხვა მავნებელი მიკროორგანიზმები;
  • სიცხის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე მცენარეების სუფთა წყლით მომარაგებისთვის;
  • სხვადასხვა ზედაპირის გარეცხვა-გაწმენდისთვის: ფანჯრები, იატაკი, ავეჯი და ავტომობილებიც კი;
  • ასე და ამგვარად, შესაწამლი აპარატები დიდი მოთხოვნითა და წარმატებით სარგებლობს გლეხებში, ფერმერებში, შესაბამისი მიმართულებით მომუშავე კომპანიებში, უბრალოდ, იმ ადამიანებში, რომელთა მიწასთან მუშაობა უყვართ.

Lux-Garden MSP-16L შესაწამლი აპარატი მექანიკური

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN   
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი           
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6940129781227       
  • წონა (კგ) - 3 
  • კვების წყარო - მექნიკური
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + ქამარი

Lux-Garden SPR-16L შესაწამლი აპარატი

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN   
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი           
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs         
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6945326972126       
  • წონა (კგ) - 5.4           
  • კვების წყარო - ელემენტზე         
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი   
  • ავზის მოცულობა - 16 l     
  • წარმადობა - 4.0 l/min

Lux-Garden SPR-16LS შესაწამლი აპარატი

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN   
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი           
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs         
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6947785220114       
  • წონა (კგ)- 5.8
  • კვების წყარო - ელემენტზე         
  • კომპლექტაცია - ლატუნის შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი       
  • ავზის მოცულობა - 16 l     
  • წარმადობა - 4.0 l/min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება