თუკი რამე კითხვა გაქვთ მანქანის მტვერსასრუტზე, ყველა პასუხს აქ მიიღებთ

21-ე საუკუნე მხოლოდ იმიტომ კი არ არის საინტერესო, რომ ტექნოლოგიური წინსვლა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს, იმ მიზეზითაც არის ძალიან მიმზიდველი, რომ ხელსაწყოები, მოწყობილობები, ესთეტიკურად უაღრესად დაიხვეწა.

აგერ, მანქანის მტვერსასრუტი ავიღოთ მაგალითად, ჩემო ბატონო - იმდენად დახვეწილი დიზაინი აქვს, საბარგულში კი არა, შემოდეთ კაპოტზე, ისე მოუხდება, ისე შეცვლის და გაალამაზებს, თქვენი მოწონებული.

ნუ, კარგით, მთლად კაპოტზე შემოდება არ გინდათ, მაგრამ სამაგიეროდ, სალონს რომ შეცვლის, გაალამაზებს და დააწკრიალებს, ეს უკვე უდავო ამბავია - დანიშნულება აქვს ასეთი და იმიტომ!..

როგორ მუშაობს მანქანის მტვერსასრუტი?

მანქანის მტვერსასრუტების უმრავლესობა ზუსტად იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტი. ღილაკზე თითის დაჭერით ელექტრომოტორი ირთვება, რომელიც კვებას ან მანქანის შიდა ქსელიდან ან მასში ჩაშენებული აკუმულატორიდან იღებს. შესაბამისი ხვრელებიდან მტვერი, ჭუჭყი და ნამცეცები მტვერსასრუტის კორპუსის შიდა ნაწილში შეიწოვება. ნარჩენები, ბუნებრივია, შიგნით რჩება, ჰაერი კი, ფილტრის გავლის შემდეგ, კვლავ გარეთ გადის. როგორც წესი, უწყვეტად მუშაობის დრო 30 წუთია, რაც პრინციპში, აბსოლუტურად საკმარისია, რომ სალონი სრულყოფილად დასუფთავდეს.

მოწყობილობა რომ ასეთი კომპაქტურია, ნაგავი სად გროვდება?

პრაქტიკულად, მანქანის ყველა მტვერსასრუტი აღჭურვილია სისტემით, რომელსაც ტომსიკა არ გააჩნია, რადგან გაცილებით კომფორტულია, ვიდრე მოდელები ტომსიკით. რეზერვუარი კორპუსზე მაგრდება და არც ისე დიდი მოცულობა აქვს. გავსების შემდეგ, საჭიროა მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა მისი გამოცალკევებისთვის და ნარჩენების ურნაში ჩაყრა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შიდა კედლების გაწმენდა და კვლავ თავის ადგილზე დაბრუნება. მოდელების უმეტესობას ნაგვის შესაგროვებელი ნაწილი გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე აქვს, რათა გავსების დონის კონტროლი ვიზუალურად უფრო მარტივი იყოს.

რას ნიშნავს ფილტრაციის სისტემა?

მანქანის ყველაზე მარტივ მტვერსასრუტებს ერთი გასაფილტრი ელემენტი აქვს მიღებული, რომელიც მტვრის დიდ ნაწილაკებს აკავებს და ხელს უშლის სალონში ხელახლა შეღწევას.

ორმაგი ფილტრაციის სისტემა ფილტრის ქონას გულისხმობს, რომელიც მტვრის ძრავაში მოხვედრას გამორიცხავს, რითაც მნიშვნელოვანი სამუშაო ელემენტებს დაზიანებისგან იცავს.

პრაქტიკულად სრულყოფილია სამმაგი ფილტრაციის სისტემა, სადაც ნახსენები ორი ელემენტის გარდა, დამატებითი ფილტრი გვხვდება. ეს დამატებითი ფილტრი მტვრის 99 პროცენტს აკავებს, მათ შორის, ყველაზე მცირე ნაწილაკებსაც კი უმკლავდება. შედეგად, ავტომობილის სალონში გაცილებით ჯანსაღი ატმოსფერო ნარჩუნდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუკი მანქანის მფლობელი თუ ოჯახის რომელიმე წევრი ალერგიისა თუ სასუნთქი გზების დაავადებისგან იტანჯება.

რა სახის ნაგავს უმკლავდება მანქანის მტვერსასრუტი?

მოწყობილობა გათვლილია მშრალი ნარჩენების შეგროვებაზე, როგორიც არის, მაგალითად, საკვების ნამცეცები, მტვერი, ბეწვი, ქვიშა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი სახის ნარჩენებს ვხვდებით მანქანებში. თუმცა, იწარმოება მტვერსასრუტის ისეთი მოდელები, რომელთა დახმარებითაც, ამ ყველაფრის გარდა, სალონიდან სითხის მოშორებაც შეიძლება. ასეთი ფუნქცია ნამდვილად დიდი პლუსია განსაკუთრებით მაშინ, როცა მას გამოიყენებთ გაზაფხულზე, ზამთარსა და გვიან შემოდგომაზე. ასევე, ასეთი მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელი იქნება სავარძელზე დაღვრილი სასმელების სწრაფად მოშორება.

მანქანის მტვერსასრუტით მხოლოდ სალონის დასუფთავება შეიძლება?

მანქანის მტვერსასრუტის გამოყენების საზღვრები მხოლოდ კვების წყაროს ქონით იზღუდება. თუკი ის მანქანის სანთებელას ბუდიდან იკვებება, დასუფთავებას მხოლოდ იქ მოახერხებთ, სადამდეც სადენი გასწვდება. უნივერსალურია მტვერსასრუტი, რომელიც ჩაშენებული აკუმულატორით მუშაობს და სადენით არაფერს უკავშირდება. შესაბამისად, მას ყველგან გამოიყენებთ, მაგალითად, სახლში, როცა ავეჯიდან ცხოველების ბეწვის სწრაფად მოშორება გინდათ. ასევე, ეს პორტატიული მოწყობილობა კომფორტულია აგარაკზე, ლაშქრობისას და ასე შემდეგ.

როგორ შეარჩიოთ მტვერსასრუტი სიმძლავრის მიხედვით?

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სახის ნარჩენებთან მოგიწევთ გამკლავება. თუკი სალონში ბევრი ნაგავი არ გროვდება და წმენდა იშვიათად მოგიწევთ მხოლოდ მტვრის მოსაშორებლად, მძლავრი მოდელი საჭირო ნამდვილად არ არის. სხვა საქმეა, თუკი ცხოველის ბეწვისა თუ სხვა სახის ნარჩენების მოგროვება ყოველდღეა საჭირო. ასეთ შემთხვევაში, მტვერსასრუტი მინიმუმ 75 ვატიანი უნდა იყოს. აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მძლავრია მოდელი, მით მეტი ენერგია სჭირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუკი მტვერსასრუტის კვების წყაროდ მანქანის სანთებელას ბუდე უნდა გამოიყენოთ - ხშირი და ხანგრძლივი მუშაობა, ბუნებრივია, მანქანის აკუმულატორზე გავლენას იქონიებს.

კვების რომელი ტიპის მტვერსასრუტის შერჩევაა უმჯობესი?

მანქანის მტვერსასრუტი არსებობს როგორც უსადენო (ჩაშენებული აკუმულატორით), ისე სადენის მქონე, რომელიც სადენით სანთებელას ბუდეს უკავშირდება. პირველი კომფორტულია იმის გამო, რომ დასუფთავების დროს მოძრაობას არაფერი ზღუდავს. თუმცა, ასეთ მოდელს შედარებით ნაკლები სიმძლავრე აქვს. ამასთან ერთად, პერიოდულად აკუმულატორის დატენაა საჭირო, რაც ზოგჯერ არც ისე მოსახერხებელია. ამ მხრივ გაცილებით პრაქტიკულია სანთებელაზე მისაერთებელი მოდელი, რომლის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება. ამ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს სადენის სიგრძეს. კერძოდ, სედანისთვის 2,5-3 მეტრი აბსოლუტურად საკმარისია, მინივენებისა და ყველგანმავლებისთვის - მინიმუმ 5 მეტრია საჭირო.

ავტომობილს ფარეხში ვაყენებ, მაქვს შესაძლებლობა, ჩვეულებრივი მტვერსასრუტი გამოვიყენო. მანქანის მტვერსასრუტი მაინც ვიყიდო?

კომპაქტური მოწყობილობის შეძენა სასარგებლო და მომგებიანი გახლავთ. პირველ რიგში, მისი კონსტრუქცია საშუალებას მოგცემთ, რთულად მისადგომ ადგილებსაც გაუმკლავდეთ, მაგალითად, სივრცეს სავარძლის ქვეშ ან სანივთეს, „ბარდაჩოკს“ რომ ვუწოდებთ ხოლმე. კიდევ ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მანქანის მტვერსასრუტი ძალიან მჩატეა და გამოყენება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. მესამე - არა მხოლოდ ფარეხში, არამედ შორეული მგზავრობის დროსაც კი მარტივად შეძლებთ სალონის დასუფთავებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუკი გადაადგილება მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გიწევთ. მოკლედ, საბარგულში მანქანის მტვერსასრუტის ქონა საშუალებას მოგცემთ, სულ რაღაც 10-15 წუთში მოაწესრიგოთ ინტერიერი ნებისმიერ დროს და გზა გააგრძელოთ.

როგორ მივხვდე, რომ შერჩეული მოდელი ხარისხიანი და საიმედოა?

პირველ რიგში, ყურადღებით შეათვალიერეთ მტვერსასრუტის გარეგნობა. კორპუსზე არც უნდა ჰქონდეს ნაკაწრები, დაზიანებები, კონსტრუქციის ყველა ელემენტი თავის ადგილზე მჭიდროდ უნდა მაგრდებოდეს. ნაგვის ავზი კორპუსში საიმედოდ უნდა იყოს ჩამჯდარი, არ უნდა ჰქონდეს ნაპრალები, საიდანაც დასუფთავების პროცესში, მტვერი კვლავ სალონში მოიფანტება. ჰერმეტულობის დარღვევა მნიშვნელოვნად ართულებს შეწოვის ძალას და შესაბამისად, ეფექტიანობას. თუკი მოდელს დამატებითი თავსაცმები მოჰყვება, დარწმუნდით, რომ თითოეული მათგანი საჭირო ადგილზე მჭიდროდ მაგრდება.

რა სახის ნარჩენების შეგროვება არ შეიძლება მანქანის მტვერსასრუტით?

მანქანის მტვერსასრუტი არ არის გათვლილი იოლად აალებადი, ფეთქებადსაშიში ნივთიერებების შეგროვებისთვის. შესაბამისად, აკრძალულია, მაგალითად, ზეთის, გაღვივებული ფერფლისა თუ სიგარეტის შეწოვა. ასეთი დაბინძურებისთვის სპეციალური პროფესიონალური მტვერსასრუტებია განკუთვნილი, რომელთაც ფილტრაციის რთული სისტემა აქვთ მიღებული. ასევე, თუკი მტვერსასრუტი დანიშნულია მხოლოდ მშრალი ნარჩენებისთვის, არ შეიძლება სითხის შეგროვება.

B&D NV1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048486863
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.37 l
  • წარმადობა - 1122 l/m

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

 

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048486856
  • წონა (კგ) - 1.29
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.61 l
  • წარმადობა - 1053 l/min     

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048617625
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.44 l

B&D PD1200AV-XG-მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048617632
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.56 l
  • წარმადობა - 0.4 l/min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება