თუკი სიახლე გსურთ, აიღეთ ხელში პულივიზატორი და საძინებელი ყველაზე კაშკაშა ფერებით გადაღებეთ |
თუკი სიახლე გსურთ, აიღეთ ხელში პულივიზატორი და საძინებელი ყველაზე კაშკაშა ფერებით გადაღებეთ |
სიახლე ყოველთვის კარგია, მით უმეტეს, როცა შეგიძლია, რომ სიახლის ინიციატორიცა და შემსრულებელიც თავადვე იყო. რაც მთავარია, სულაც არ არის აუცილებელი, პირველივე სურვილის შემთხვევაში, მსოფლიო წესრიგში სცადოთ სიახლეების დანერგვა - უბრალოდ, საკუთარი საძინებლით დაიწყეთ, რაშიც შეუფასებელ დახმარებას ელექტრო პულივიზატორი აღმოგიჩენთ.
პულივიზატორი ერთგვარი ფუნჯი გახლავთ, რომელსაც საღებავი ზედაპირზე ჰაერის ნაკადის საშუალებით გადააქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მოწყობილობა ლამის საუკუნეს მოითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ დროში კარგად გამოცდილი და შესაბამისად, სათანადოდ დახვეწილია.
Holst.ge-ზე არაერთ ძალიან საჭირო სამღებრო ინსტრუმენტს შეიძენთ, მათ შორის, მარტივად შეგიძლიათ, ელექტრო პულივიზატორი შეარჩიოთ.
დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ პულივიზატორს უამრავი უპირატესობა აქვს, მაგალითად:
- შესაძლებელია სხვადასხვა ზომისა და ფორმის საგნები შეღებოთ, მათ შორის, ყველაზე მიუდგომელი ადგილებიც კი დაამუშაოთ;
- მოწყობილობის სიმარტივიდან გამომდინარე, სასურველ ზედაპირზე პრაქტიკულად, ნებისმიერი სითხის დატანას შეძლებთ;
- მოწყობილობის გამოყენებისთვის საკმარისია ინსტრუქციის გულდასმით წაკითხვა;
- ელექტრო პულივიზატორის დახმარებით, სამღებრო სამუშაოების პროცესის სიჩქარე მნიშვნელოვნად მატულობს...
პრინციპში, მთავარი სათქმელი უკვე გითხარით - პულივიზატორი უაღრესად გამოსადეგი და ამასთან ერთად, მარტივი მოწყობილობაა. აქედან გამომდინარე, საუბარი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემით გავაგრძელოთ - თუკი სიახლე გსურთ და ვთანხმდებით, რომ სახლის კედლების შეღებვით მინიმუმ განწყობას გამოიკეთებთ, დიზაინერების რამდენიმე საინტერესო რჩევას გაგაცნობთ:
ინტერიერის გაფორმების კლასიკური მიდგომა, რომელიც ბევრ ქვეყანაშია პოპულარული, გულისხმობს მუქი ფერის გამოყენებას კედლისთვის, ხოლო ღია ფერს - ხის ელემენტებისთვის. თუმცა, ნელ-ნელა ამ კონცეფციიდან გადახვევა ხდება.
განსხვავებულ მიდგომასაც თუ მოვიშველიებთ, შესანიშნავი შედეგის მიღება შეიძლება მცირე ზომის შენობის გაფორმებისთვის კედლების ღია ფერში, ხოლო პლინთუსისა და სხვა დეტალების - მუქ ფერში შეღებვით.
მთელი „ვიტამინები“ ის არის, რომ ღია ფერი სივრცის ვიზუალურად გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო მუქი ჩარჩო მის საზღვრებს უსვამს ხაზს და ოთახი დიდი ჩანს.
სხვათა შორის, ეს ტექნიკა საკმაოდ პოპულარული იყო მე-17 და მე-18 საუკუნეებში, თუმცა, დიზაინერები მას დღესაც წარმატებით იყენებენ. განსაკუთრებით კარგად მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა ინტერიერში დიდი რაოდენობით არქიტექტურული დეტალია: ერთ ფერში შეღებვა განსაკუთრებულად არც ერთ ელემენტს არ გამოყოფს, რაც ინტერიერს ჰარმონიულობას შესძენს.
შენობის გაფორმებისთვის დიზაინერები მუქ ფერებს სულ უფრო ხშირად იყენებენ. შესაძლოა, ბევრისთვის ეს ზედმეტად თამამი ექსპერიმენტიც კი იყოს, თუმცა, ახალგაზრდებისთვის, ხშირ შემთხვევაში, მიმზიდველი და მოსაწონია.
მოიმარჯვეთ ელექტრო პულივიზატორი და შეუდექით ჭერის შეღებვას, რომელსაც რატომღაც, ხშირად ივიწყებენ ხოლმე. კარგით, მთლად დავიწყება ამას არ ჰქვია, მაგრამ როგორც წესი, ჭერი ყველგან თეთრად იღებება. არა, ცუდი ვარიანტი არც ესაა, მაგრამ კიდევ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმაც შეიძლება - ერთი და იმავე ფერის საღებავის გამოყენება კედლებისა და ჭერისთვის საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა. როგორც დიზაინერები ამბობენ, ერთი ფერის კედლები და ჭერი განსაკუთრებით მცირე ზომის ოთახებს უხდება.