დაუთვლიათ და გამოუთვლიათ შესაბამისი პროფესიის ადამიანებს და თურმე, დღეის მდგომარეობით, დედამიწაზე 1 მილიარდზე მეტი ავტომობილი დადისო. რთული სათქმელია, ამ 1 მილიარდზე მეტ ავტომობილში რამდენი მტვერსასრუტი შეიძლება, ვიპოვოთ, მაგრამ ის კი უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ ვისაც თავისი „რკინის რაში“ გულწრფელად უყვარს, მის სისუფთავეზეც ზედმიწევნით ზრუნავს. ერთ-ერთი კარგად გამოცდილი დამხმარე კი ავტომობილის მტვერსასრუტი გახლავთ, რომელზეც ქვემოთ უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ.
რა პლუსები აქვს მანქანის მტვერსასრუტს?
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მანქანის მტვერსასრუტი არაერთი დადებითი შესაძლებლობით გამოირჩევა, თუმცა, ყველას ჩამოთვლა ნამდვილად ძალიან დიდ დროს წაიღებს. ჰოდა, ჩვენც ავდგეთ და რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვყოთ:
- მობილურობა - ალბათ, ეს არის მანქანის მტვერსასრუტის ყველაზე მთავარი პლუსი - შესაძლებელია, ყველგან და ყოველთვის თან გაიყოლოთ - აგარაკი იქნება, პლაჟი, პიკნიკი, ტყე, მთა, ნადირობა, თევზაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როგორც კი მგზავრობას დაასრულებთ, სალონი მაშინვე დააკრიალოთ.
- ავტონომიური კვება - თუკი სახლის ჩვეულებრივი მტვერსასრუტი, როგორც წესი, დენის წყაროს დახმარებით მუშაობს, მანქანის მტვერსასრუტის გამოყენება იქაც შეიძლება, სადაც ელექტროქსელი ხელმისაწვდომი არ არის. ჩვეულებრივ, მოდელების უმრავლესობა ენერგიას სპეციალური ადაპტერის დახმარებით მანქანის „სანთებელადან“ იღებს. სხვათა შორის, აქ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ სადენის სიგრძეს, რათა მტვერსასრუტით ავტომობილის მთელი სალონი დაასუფთაოთ.
- მცირე ზომები - ჩვეულებრივ, მანქანის მტვერსასრუტის კორპუსის ზომები 30-დან 50 სანტიმეტრამდე მერყეობს და შესაბამისად, ექსპლუატაციისას ასეთი გაჯეტი ძალიან მარტივია. მისი მოთავსება უპრობლემოდ შეიძლება საბარგულში, დაიკავებს ძალიან პატარა ადგილს და ყოველთვის ხელთ გექნებათ.
- მცირე წონა - მანქანის მტვერსასრუტის მოდელების უმეტესობა საკმაოდ მცირე წონის არის და 2 კილოგრამსაც კი არ აჭარბებს. ამდენად, ასეთი მოსახერხებელი ხელსაწყოთი დალაგება სულაც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას.
მანქანის მტვერსასრუტი და მისი კატეგორიები
როგორც ნებისმიერ სფეროში, პირველ რიგში, აქაც ის არის საჭირო, ზუსტად იცოდეთ, ნუ, დაახლოებით მაინც, როგორი ტიპის დასუფთავება მოგიწევთ ხოლმე. რას ვგულისხმობთ და იმას, რომ არსებობს მანქანის მტვერსასრუტი როგორც მშრალი, ისე „სველი დალაგებისთვის“.
- მტვერსასრუტი მშრალი დალაგებისთვის - ასეთი მოდელის უმრავლესობა აღჭურვილია ფილტრებით (მტვერსასრუტში ალერგენებისა და მავნე ნივთიერებების შესაკავებლად) და აკვაფილტრებით (მტვერსასრუტიდან მტვრის ნაწილაკების უკან გადინების შესაკავებლად).
- მტვერსასრუტი სველი დალაგებისთვის - ასეთი მოწყობილობა გამოდგება გენერალური დასუფთავებისთვის, ვინაიდან შეუძლია სალონის გაწმენდა როგორც მტვრისგან, ქვიშისგან, ნარჩენებისგან, ისე - სითხეებისგან.
აღნიშნულის პარალელურად, მანქანის მტვერსასრუტი 3 კატეგორიის მიხედვით იყოფა:
- აკუმულატორიანი;
- რომელიც კვებას როზეტიდან იღებს;
- და რომელიც კვებას სანთებელადან იღებს.
მანქანის მტვერსასრუტის, რომელიც კვებას სანთებელადან იღებს, დღესაც ბევრი „პრიკურივატელს“ რომ უწოდებს ხოლმე, მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შუა პროცესის დროს არ დაჯდება და არ გაითიშება. ერთი კია, უმეტესობას შედარებით ნაკლები სიმძლავრე, შესაბამისად, შესრუტვის ნაკლები ძალა აქვს.
როგორ განსაზღვროთ, ხარისხიანი და საიმედოა თუ არა მტვერსასრუტი?
პირველ რიგში, გულდასმით შეისწავლეთ მტვერსასრუტის გარეგნობა. კორპუსზე არ უნდა იყოს ნაჩხაპნები, დაზიანებები, ყველა ელემენტი თავის ადგილზე უნდა იყოს განთავსებული. არ უნდა იყოს დარღვეული ჰერმეტულობა, ყველა დეტალი ერთმანეთში მჭიდროდ უნდა იყოს ჩამჯდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანის დასუფთავება სიამოვნებას კი არ მოგანიჭებთ, ნერვებს მოგიშლით და ეჭვი გვაქვს, ასეთი პერსპექტივა არავის მოხიბლავს.
გასათვალისწინებელი ფაქტორები
- სიმძლავრე - კარგი მტვერსასრუტი ხარისხისა და სიმძლავრის ერთობლიობას უნდა ქმნიდეს, რათა მტვერსა და ნაგავს ადამიანი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდეს. ამგვარად, რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი, მით უკეთ შეასრულებს მტვერსასრუტი დავალებას;
- კონტეინერი ნარჩენების შეგროვებისთვის - ნარჩენების შესაგროვებელი ადგილი პატარა ტომრის სახით - როგორც წესი, მზადდება მრავალშრიანი მასალისგან და მის ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს;
- გამჭვირვალე კონტეინერი - უფრო კომფორტულია მოხმარებისას, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება გაკონტროლება, უკვე სავსეა თუ ნარჩენებს კიდევ დაიტევს;
- შლანგი - პრაქტიკულობის თვალსაზრისით, ღირს მოწყობილობის არჩევა გამძლე და მოქნილი სადენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივ სეზონში გამოყენებისას, შესაძლოა, მილი გატყდეს კიდეც; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოდელებს შლანგის გარეშე;
- სადენის სიგრძე - მტვერსასრუტის შერჩევისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალების სიგრძის გათვალისწინება;
- სპეციალური თავაკები - ძალიან სასარგებლო მოწყობილობაა და ძალიან სწორი იქნება, თუკი აარჩევთ მოდელს თავაკების მაქსიმალური რაოდენობით.
B&D NVB12AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

- ბრენდი - BLACK&DECKER
- პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
- სიმძლავრე - 9 W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5035048691670
- წონა (კგ) - 0.61
- კვების წყარო - 12V
- ავზის მოცულობა - 0.37 l
- წარმადობა - 1122 l/m
CROWN CT63001HX - მტვერსასრუტი ელემენტის გარეშე 20V MAX

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
- სიმძლავრე - 20V
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640186246873
- წონა (კგ) - 1.95
- კვების წყარო - ელემენტი
B&D PV1200AV-XJ - მანქანის მტვერსასრუტი

- ბრენდი - BLACK&DECKER
- პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
- სიმძლავრე - 12.5 W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5035048617625
- წონა (კგ) - 1.9
- კვების წყარო - 12V
- ავზის მოცულობა - 0.44 l
- წარმადობა - 1060 l/min