თუკი ხის მასალაზე მუშაობთ, ცირკულ ხერხზე უკეთესი რა უნდა შეიძინოთ? |
თუკი ხის მასალაზე მუშაობთ, ცირკულ ხერხზე უკეთესი რა უნდა შეიძინოთ? |
„შრომა აკეთილშობილებს ადამიანს“, „შრომამ შექმნა ადამიანი“ და მსგავსი გამოთქმები ლამის დაბადებიდან გვესმის და ჩვენც ვშრომობთ, ვმუშაობთ და ასე ცხოვრება ბევრად საინტერესოა. ჰო, ზოგი სცენაზე მუშაობს, ზოგი - დაფრინავს, დანარჩენები ასწავლიან, აშენებენ, ხეს ამუშავებენ და აი, ზუსტად აქ გავჩერდეთ - თუკი ამ მიმართულებით აირჩიეთ შრომა-განვითარება, ჩინებული არჩევანი გაგიკეთებიათ.
ხის დამუშავების მიმართულებით სახლში მუშაობთ თუ პროფესიონალი ხართ, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენთვის იდეალური ინსტრუმენტი ცირკული ხერხი გახლავთ. რატომ და იმიტმ, რომ მისი მთავარი დანიშნულება მასალის იდეალურად დამუშავებაა, იქნება ეს ხე, რბილი ლითონი თუ ქაღალდისა და პლასტმასის ფილები. უფრო მეტიც, არც ისე იშვიათად ცირკული ხერხი ასევე გამოიყენება ლამინატისა თუ შიფერის დასაჭრელად - ამ შემთხვევაში მხოლოდ საჭრელი ინსტრუმენტის გამოცვლაა საჭირო.
ცირკული ხერხის გამოყენების ძირითადი სფერო მაინც ხის გადამამუშავებელი საწარმოები, ავეჯისა და სადურგლო საამქროები და საშინაო სახელოსნოებია.
ხე-ტყის გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ცირკული ხერხი შეუცვლელი მოწყობილობაა: მისი დახმარებით შესაძლებელია უდიდესი სამუშოს ძალიან მარტივად და სწრაფად შესრულება. რაც შეეხება ინსტრუმენტის კონსტრუქციას, საქმე საკმაოდ მარტივადაა - ჩარჩოს, რომელსაც ელექტრომოტორი ეყრდნობა, მოქმოედებაში მოჰყავს კბილანებიანი მჭრელი დისკო. როგორც წესი, დისკო გამძლე და მყარი ლითონისგან მზადდება, თავად ინსტრუმენტი კი მაგიდაზე დამაგრების საშუალებას იძლევა, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. აღსანიშნავია, რომ ხის მასალის გარდა, ცირკული ხერხით რბილი ლითონების დამუშავებაც შეიძლება.
ელექტრო ცირკულ ხერხს აქვს ოპტიმალური მუშაობის პარამეტრები, ბრუნების მაღალი სიჩქარე და ხისა და ლითონის დამუშავების საქმეს შესანიშნავად ასრულებს. პროფესიონალებში დადებითი რეპუტაციით სარგებლობს, ხელსაყრელი ღირებულება კი უმაღლესი პოზიციების დაკავების საშუალებას აძლევს.
განასხვავებენ ამ ინსტრუმენტის შემდეგ ტიპებს:
1. ხელის. მისი დანიშნულება მარტივი დავალებების შესრულებაა. საუბარია მინი ცირკულ ხერხზე, რომელიც ბევრად მოსახერხებელია სახლში მუშაობისთვის. რეზინის სახელურის წყალობით, ინსტრუმენტის მართვა ძალიან იოლია.
2. სტაციონარული. უფრო მეტად გამოსადეგია სახერხი საამქროებისთვის, თუმცა არც საშინაო პირობებისთვის იქნება ზედმეტი.
3. აკუმულატორიანი. საკმაოდ მძლავრი და მობილური ინსტრუმენტია. უმკლავდება მრავალფეროვან სამუშაო ციკლებს.
1. სიმძლავრე - ეს პარამეტრი გავლენას ახდენს ინსტრუმენტის ყველა მახასიათებელზე;
2. ჭრის სიღრმე - რაც უფრო მძლავრია ცირკული ხერხი, მით ღრმად შეიძლება ჭრა.
3. ბრუნების რაოდენობა - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, შესაძლებელია მით უფრო მტკიცე მასალის დამუშავება;
4. ლითონის ჭრის ფუნქცია - ეს ფუნქცია ყველა ცირკულ ხერხს არ აქვს. ამდენად, თუკი გჭირდებათ, ინსტრუქცია ყურადღებით უნდა წაიკითხოთ;
5. რისგან არის დამზადებული კორპუსი - თანამედროვე პლასტიკის კორპუსი ნამდვილად გამძლეა, თუმცა ლითონის, რაღა თქმა უნდა, უმჯობესია.