ტყუილის თქმა რომ არ დაგჭირდეთ, არ ჯობია, საკუთარი დრელი გქონდეთ?

- ჭიჭიკია, თოფი გჭირდება ხვალ?

- კი, ბიჭიკია, სანადიროდ უნდა წავიდე.

- ძალიანაც კარგი, დრელი მათხოვე, თუ ძმა ხარ...

სა ჩოურტყა ჭიჭიკიამ, თუ ხედავთ თქვენ, საიდან მოუარა, საჭირო ინსტრუმენტი რომ ჩაეგდო ხელში? ჰოდა, ტყუილის თქმა რომ არ დაგჭირდეთ, არ ჯობია, შეიძინოთ და საკუთარი დრელი გქონდეთ, რომელსაც როცა დაგჭირდებათ, მაშინ ააგუგუნებთ? მით უმეტეს, აგერ, Holst.ge-ზე იმდენი სახეობის დრელია გამოფენილი, თქვენ მხოლოდ მოინდომეთ და სასურველს უმარტივესად შეარჩევთ - ჩაქუჩით, პნევმატიკურს, პროფესიონალურს, საყოფაცხოვრებოს და მოკლედ, რა გინდა, სულო და გულო.

მოკლედ, დრელები ჩვენი, სურვილი - თქვენი და სოფელიც აშენდება!..

რაც შეეხება იმ საკითხს, როგორ შეარჩიოთ ეს საჭირო ხელსაწყო, ყველაფერზე დეტალურად მოგახსენებთ.

დავიწყოთ იმით, რომ დრელი, იგივე ბურღი, ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია, რომელიც გამოსადეგია რემონტისას, ავეჯის აწყობისას. დრელი დაგეხმარებათ, დამოუკიდებლად, ხელოსნის, „ყველაფერშიკი“ მეზობლისა თუ მეგობრის დახმარების გარეშე დაამაგროთ კედელზე თარო, დაკიდოთ ნახატები და რომელი ერთი საქმე ჩამოგითვალოთ. მთავარი ის არის, ზუსტად ის ინსტრუმენტი მოიძიოთ, რომელიც თქვენი ამოცანებისთვის გამოგადგებათ.

რა მიზნებისთვის გჭირდებათ დრელი?

სწორედ ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული, რომელი სახეობის დრელი გჭირდებათ. სანამ კონკრეტულ მოდელებზე გადავალთ, კიდევ რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოთ.

1. რა ოპერაციების შესრულებას აპირებთ?

  • თუკი ძირითადად მხოლოდ ბურღვას აპირებთ, შეგიძლიათ, დარტყმის ფუნქციის ან ამ ფუნქციის არმქონე დრელი შეარჩიოთ იმის გათვალისწინებით, რა სახის მასალებთან მოგიწევთ მუშაობა. ასეთი მოდელით შეძლებთ, მაგალითად, გაამზადოთ როზეტის ბუდეები აგურისა თუ თაბაშირის კედლებში, დაიტანოთ ჭერში ხვრელები ანკერული ელემენტებისთვის. ინსტრუმენტით შეიძლება საჭირო ადგილებზე სამაგრების მონტაჟიც, თუმცა როცა სიზუსტეა საჭირო, პროცესის მართვა შედარებით რთულია. მაღალი სიჩქარისას, შესაძლოა, შლიცი დაზიანდეს, რაც გაართულებს პროცესს როგორც დამაგრებისას, ისე მოშვებისას;
  • თუკი გჭირდებათ ინსტრუმენტი როგორც ბურღვისთვის, ისე სამაგრებთან მუშაობისთვის, უმჯობესია, დრელი სახრახნისი შეიძინოთ. ჩვეულებრივი სახრახნისისგან ის გაზრდილი სიმძლავრით გამოირჩევა. ასეთი ინსტრუმენტით მარტივად გაიხვრიტება არა მხოლოდ თაბაშირმუყაო, მერქანბურბუშელას ფილა (დეესპე),მერქანბოჭკოვანი ფილა (დევეპე), ორიენტირბურბუშელას ფილა (ოესბე), ისე ლითონი და სხვა არაერთი მასალა დარტყმით ბურღვის ფუნქციის ქონის შემთხვევაში, აგურის გაბურღვასაც კი შეძლებთ;
  • თუკი რეგულარულად ვიწრო სივრცეებში უნდა ბურღოთ, ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, კუთხური დრელი. სიმძლავრე ასეთ მოდელს, როგორც წესი, შედარებით ნაკლები აქვს, ვიდრე კლასიკურ ინსტრუმენტებს. ჩვეულებრივ, მას ყიდულობენ როგორც კლასიკური დრელის ერთგვარ დამატებას.

2. სად და რამდენად ხშირად მოგიწევთ მუშაობა?

  • ისეთ შენობაში მუშაობის შემთხვევაში, სადაც არ არის ელექტროენერგია, უმჯობესია, აკუმულატორიანი ბურღი შეიძინოთ. ერთი მხრივ, ასეთი მოდელი გადაგარჩენთ იმისგან, როზეტზე დამოკიდებული არ იყოთ და ამასთან ერთად, შენობაში, მთელ სამუშაო მოედანზე მარტივად გადაადგილდეთ, თუმცა, მეორე მხრივ, აკუმულატორიანი ბურღის მინუსი ის არის, რომ ხანგრძლივად მუშაობით ნამდვილად ვერ უზრუნველგყოფთ. კარგს იზამთ, თუკი ხელთ სათადარიგო ელემენტიც გექნებათ;
  • ხანგრძლივი სამუშაოებისთვის ისეთ ადგილებში, სადაც ელექტროენერგია ხელმისაწვდომია, ქსელური მოდელის შეძენა ჯობია. ასეთი დრელი, ჩვეულებრივ, ბევრად მძლავრია, ვიდრე აკუმულატორიანი. მთავარი ნაკლი ის გახლავთ, რომ თუკი ინსტრუმენტს ძალიან მოკლე სადენი აქვს, სამუშაო პროცესში ხელს სერიოზულად შეგიშლით.

3. რა მასალებთან მოგიწევთ მუშაობა?

  • თუკი მხოლოდ ხის, პლასტმასის, ლითონის და სხვა მასალის ბურღვას გეგმავთ და ამ მასალებში არ მოიაზრება ქვა, დაგჭირდებათ დრელი ჩაქუჩის გარეშე. ასეთი ინსტრუმენტი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლითონის ზედაპირზე მუშაობის დროს;
  • თუკი აგურთან და ქვასთან მუშაობაც გიწევთ, არჩევანი უნდა შეაჩეროთ დრელზე, რომელსაც ჩაქუჩის ფუნქციაც აქვს. ცნობისთვის, აღნიშნული მოდელი ორ რეჟიმში მუშაობს - ბურღვა და ბურღვა დარტყმებით. პირველი რეჟიმით რბილ მასალებთან იმუშავებთ, მეორით - ქვასთან და აგურთან. ბევრი ადამიანი სწორედ ასეთ მოდელს ირჩევს საყოფაცხოვრებო პირობებშიც კი.

ექსპლოატაციისა და შენახვის წესები

იმისთვის, რომ დრელი დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ მრავალი წლის მანძილზე, აუცილებელია მისი მოხმარებისა და შენახვის ყველა წესის გულმოდგინედ დაცვა. სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • დარწმუნდეთ, რომ ელექტროქსელი ზედმეტად დატვირთული არ არის;
  • მაქსიმალურად საიმედოდ უნდა შემოწმდეს და დაფიქსირდეს ყველა მოძრავი დეტალი;
  • გულდასმით უნდა შემოწმდეს, რამდენად მყარად არის დამაგრებული ვაზნა.

უშუალოდ მუშაობისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:

  • ნებისმიერ პირობებში, აუცილებელია ინსტრუმენტი ორივე ხელით გეჭიროთ. საკმაოდ ხშირია, როცა ცდილობენ, დრელს ერთი ხელით გაუმკლავდნენ, რაც უდიდესი შეცდომაა და ამასთან ერთად, ძალიან სახიფათო;
  • არ უნდა დააწვეთ დრელით საგანს მისი შეკავების მიზნით;
  • კატეგორიულად არის აკრძალული რევერსის გადამრთველის გამოყენება მაშინ, როცა ძრავა ჩართულია და მუშაობს;
  • აკრძალულია ინსტრუმენტისთვის ხელის გაშვება, თუკი ის ჩართულია და მუშაობს;
  • ჭერთან მუშაობის შემთხვევაში, აუცილებელია დამცავი სათვალეების გამოყენება;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ, დრელი ხელში უნდა გეჭიროთ იქამდე, სანამ ბრუნვები საბოლოოდ არ შეჩერდება;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ, უმჯობესია, საბურღს („სვერლოს“) ხელი არ შეახოთ, მაშინაც კი თუკი ძრავა გაჩერებულია - შესაძლოა, ამან ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს;
  • დრელი კოლოფში ან სპეციალური ქსოვილის ტომარაში უნდა ინახებოდეს.

TOLSEN TOL1615-79500 ელექტრო დრელი 230VAC,400W

Tolsen dreli

  • ბრენდი - TOLSEN 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788133       
  • წონა (კგ) - 1.5           
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min     
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm     
  • ფუნქციები - ბურღვა         
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით       
  • სიმძლავრე - 570W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06011B70R0
  • წონა (კგ) - 1.7           
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min     
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm     
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა     
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი   
  • დარტყმის სისრაფე 0-48000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით       
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048268148       
  • წონა (კგ) - 2.63         
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min     
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm     
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა     
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი   
  • დარტყმის სისრაფე 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

B&D KR8542K-QS-ელ. დრელი ჩაქუჩით 850W

BlackDecker dreli

  • ბრენდი - BLACK&DECKER         
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით       
  • სიმძლავრე - 850W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048335505       
  • წონა (კგ) - 4.1           
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min     
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm     
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა     
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი   
  • დარტყმის სისრაფე 0-52700min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 18mm/50mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება