უბრალო ნათურების განსხვავებული მხარე

შენ საოცარი უნარი გაქვს. სამყაროს და ფერების აღქმის ძალა. დღის განმავლობაში ლურჯ ცას, მწვანე ხეებს ან სულაც ნაცრისფერ კორპუსებს უყურებ. ალბათ, დანრჩენების ფონზე ეს უკანასკნელი არ მოგწონს. აღქმასთან ერთად ცვლილებებიც შეგიძლია. თუ უსიცოცხლო ფერებს გაურბიხარ, იქნებ რაიმე დეტალით საინტერესო გაგეხადა ? მაგალითად, ფანჯრიდან ისეთი ნათება გამოუშვი, თავდახრილ ადამიანს რომ ამოახედებს, მოსაწყენი ფიქრებიდან გამოარკვევს და ათქმევინებს, რომ ამის ჩამდენი კარგი ვინმეა. ამისთვის მხოლოდ სწორი ნათურის შერჩევაა საჭირო. ამაში ჩვენ დაგეხმარებით. მუქი ფერების განათება და არსებული უნარის გამოყენება კი შენზეა. 

რით გამოირჩევა წარმოდგენილი ნათურები ?

სიმართლე რომ ვთქვათ, ჩამოთვლილი ნათურები სტანდარტულია. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ამხელა შესავალი ტყუილია. სწორედ ამითაა განსაკუთრებული. უბრალოა და მაინც გამორჩეული. ასე იმიტომ რომ, მაღალი სამუშაო რესურსი, სიმძლავრის კონვერტაცია, განათების სიმძლავრე და ფერის ტემპერატურა აქვს. საბოლოოდ, ბევრ დადებით თვისებას აერთიანებს. კიდევ ერთი უპირატესობა, ნათურების ხელმისაწვდომი ფასია. ამიტომაც, ნივთის სიძვირე მნიშვნელოვანი არ არის. კარგი განათების, დადებითი აურისა და სასიამოვნო გარემოს შექმნა ყველაფრით შეიძლება. ჰოდა, დაბალი ფასი არ გაგიკვირდეთ და უნდობლობაში არ გაატაროთ.

რამდენი ნათურის ტიპი არსებობს ?

ძირითადად, ნათურა ორი სახისაა, სტანდარტული და ე.წ. ბურთის ფორმის ანუ მრგვალი. შერჩევისას მკაცრად გაწერილი წესები არ არსებობს. მთავარია რადიკალურად განსხვავებული ვიზუალი, გარემოს შეუსაბამოთ. ან სულაც დაივიწყოთ დადგენილი ნორმები და როგორც საჭიროდ ჩათვლით, ისე  მოიქცეთ. მთავარია ინტერიერი მოგწონდეთ და სხვას ვინ დაეძებს. გარდა ამისა, უამრავი ფორმის ჭაღი არსებობს. ამიტომ, ნათურის ფორმის შერჩევას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ამ უკანასკნელის.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

Holst.ge - ზე ყველა სიახლე თავმოყრილია. მათ შორის სმარტ ნათურა. მის სიჭკვიანეზე სიტყვაც მიგვანიშვნებს. მოკლედ, ბევრი ფუნქცია აქვს და თავად უნდა იხილოთ. გარდა ამისა, განათებასთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანს გადააწყდებით. განსხვავებული სანათები, სმარტ ლენტი და ნათურების ფართო არჩევანი სახლიდან გაუსვლელად. Holst.ge - ზე მრავალი უპირატესობით ისარგებლებთ.

რამდენად სანდოა ბრენდები ?

ზოგჯერ შეძენამდე ბევრს ვფიქრობთ. გამოგვადგება თუ არა კონკრეტული ნივთი ? რამდენად  ხარისხიანია? მარტივად ხომ არ გაფუჭდება ? ფულს ტყუილად  ვყრით ? ამ კითხვებს ნუ შეუშინდებით. ჩვენი პასუხები ამ გრძნობას არ გამოიწვევს. ბრენდები სანდოა, ნათურები ხარისხიანი, გამოყენებადი და მაღალი სამუშაო რესურსის მქონე.

OSRAM LED ნათურა სტანდარტული 5.5W/827 E27

Osram - ის ნათურა სტანდარტულია, თუმცა თვისებებით ყველასგან გამორჩეული. მისი ჯადოქრობა ყველაფრის განათებაში მდგომარეობს. ნათურისგან შორს მყოფი კუთხეც კი საოცარი დასანახია. დღესავით ნათელი და მშვენიერი. ხელსაწყო მაღალი სიმძლავრისაა. კონვერტაციის უნარი აქვს და ენერგოეფექტურია. ეს ნათურის საუკეთესო თვისებაა. ფაქტობრივად, მაქსიმალურად ანათებს, მაგრამ ელექტროენერგიას ზოგავს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ფასიც ხელმისაწვდომია. მოკლედ, რაც უნდა იყოს ნაკლი ვერ ვუპოვეთ და მივხვდით რომ სრულყოფილია.

Osram LED natura

  • ბრენდი - OSRAM
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - 2700K         
  • განათების სიმძლავრე - 470 lm       
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 5.5W=42W     
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++             
  • სიმძლავრე (W) - 5.5
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • წონა (კგ) - 0.05          

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • სამუშაო რესურსი
  • ენერგოეფექტურობა
  • გარანტია

LEDEX LED39-8925 ნათურა სტანდარტული 9W E27 6500K CLASSIC

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ Ledex - ის მოდელი ნათურების ნათურაა. არაჩვეულებრივი მონაცემებითაა აღჭურვილი და ზუსტად ასევე მუშაობს. იცით ამაში ხელს რა უწყობს ? მაღალი სამუშაო რესურსი და სიმძლავრე. ნათურის შერჩევისას ყურადღებას ფერის ტემპერატურა იქცევს. ამ მახასიათებლით ვიგებთ, ნათება თბილია თუ ცივი. Ledex- ის ინსტრუმენტს თეთრი, ანუ ცივი ნათება აქვს. ფერის საკითხი მთლიანად გემოვნებაზეა დამოკიდებული. ადამიანების ნაწილს ყვითელი ნათება ამშვიდებს, ზოგს კი მეორე. ამიტომ, შეძენისას დაფიქრდით და სწორად აირჩიეთ. ნათურას დამატებითი უპირატესობები აქვს. ენერგოეფექტურობა, ხელმისაწვდომი ფასი და ძლიერი განათების სიმძლავრე. საბოლოოდ, კარგ შედაგემდე მივდივართ: მცირე თანხით საუკეთესო ნათურას იძენთ და ოთახს თანაბარი ფერით ანათებთ.

Ledex LED natura

  • ბრენდი - LEDEX
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 750 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • სიმძლავრე (W) - 9   
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • წონა (კგ) - 0.05          

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • განათების სიმძლავრე
  • სიხშირე
  • ეფექტურობა

LUXRAM L36-0112 ნათურა ვარვარა ბურთი გამჭვირვალე E27 240V-40W

Luxram - ის ნათურას  უცანური სახელი და განსხვავებული ფორმა აქვს. მისი წოდება  ვარვარაა და ბურთს ჰგავს. თბილი ნათებით და გამძლეობით გამოირჩევა. ახალ სახლს მარტივად ერგება. ინტერიერს კი განხვავებულ ხიბლს მატებს. გარდა ამისა, მძლავრია და ნათება ყველა კუთხეს წვდება. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. როგორც წესი, ნათურები შეუფერხებლად მუშაობს, მაგრამ შეიძლება ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდეს. პროდუქტს, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Luxram natura

  • ბრენდი - LUXRAM
  • ნათურის ტიპი - ბურთი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 2700K
  • სამუშაო რესურსი - 1000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - E
  • სიმძლავრე (W) - 40
  • პროდუქტის ტიპი - ბურთი
  • წონა (კგ) - 0.05

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ვაზნის ტიპი
  • ხარისხი
  • გარანტია

LINUS Lin2-4203 ნათურა ვარვარა PS55 220V 40W E27 Clear

როგორ წარმოგიდგენიათ ნათურებზე საუბარი Linus - ის ხსენების გარეშე? ჩვენ ვერა, ამიტომ სტატიას საუკეთესო ვარვარა ნათურით დავასრულებთ. თბილი ნათების მეშვეობით, მთელ სახლში დადებით აურას ჩამოღვრის. ყველანაირად კომპაქტური და გარემოსთან მარტივად ადაპტირებადია. ტრადიციულად, ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისწვდომი ფასი აქვს. თუ შესაძენად მზად ხართ, Holst.ge -ის ეწვიეთ.

Linus natura

  • ბრენდი - LINUS       
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - 2700K         
  • სამუშაო რესურსი - 1000 hrs
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - E     
  • სიმძლავრე (W) - 40 
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • წონა (კგ) - 0.05          

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

ფერები რატომ ვახსენეთ ?

ფერები ჩვენს განწყობაზე მოქმედებს და იმიტომ.  ნათების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია. ასარჩევად არც ისე რთულია. სულ ორი ფერი, თეთრი , ე.წ. ცივი და  თბილი ანუ ყვითელი არსებობს. არ დავივიწყოთ, რომ საუბარი ჩამოთვლილ ნათურებზეა. თორემ, Linus - სმარტ ნათურას 16 მილიონი ფერი აქვს. მოკლედ, საკუთარ თავს თქვენ უკეთ იცნობთ და ამ საკითხს მარტივად გადაწყვეტთ.

სად უნდა შეიძინოთ ნათურები ?

პასუხი ერთია: Holst.ge - ზე. სახლიდან გაუსვლელად შეძენა, ხელიდან გასაშვები არაა. მითუმეტეს, თუ ინტროვერტი ხარ და ოთახში გამოსაკეტად ათას მიზეზს ეძებ. ჩვენი კურიერები ყველაფერს უზრუნველყოფს. შემდეგ კი ხომ გახსოვთ, ნათურების შესაძლებლობა ? წყვდიადში სინათლე შეაქვს. გზად მიმავალი მგზავრის ყურადღებასაც კი იპყრობს და იმედით მუხტავს.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება