| უნდა ვათხოვოთ თუ არა პერფორატორი მეზობელს? |
| უნდა ვათხოვოთ თუ არა პერფორატორი მეზობელს? |
შუაღამისას რომ მეზობელი გაგაღვიძებს, არიქა, პერფორატორი მათხოვეო, კი მიხვდები, რომ იქ დამთავრდა მშვიდი ძილის შესაძლებლობა, თანაც, რამდენი ხანი, მხოლოდ ამ მეზობელმა თუ იცის... რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? კი, ნამდვილად ისეთ ინსტრუმენტზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, მაგრამ მეორე საკითხია - უნდა ვათხოვოთ თუ არა პერფერატორი მეზობელს? მით უმეტეს, ასეთ მეზობელს?!
ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია - არ ვიცნობთ თქვენს მეზობლებს და იმიტომ. ისე, თქვენსას კი არა, სიმართლე გითხრათ, იმდენი უცხო ხალხი შედის და გადის სადარბაზოში, ლამის, საკუთარი ვეღარ ვიცნოთ...
ჰოდა, როგორ მოიქცევით, თავად გადაწყვიტეთ, Holst.ge-ზე კი იმის შესახებ მოგიყვებით, რატომ უნდა იყოს პერფერატორი ყველა ოჯახში...
პერფორატორი ბურღის, აი, დრელს რომ ვუწოდებთ ხოლმე, არც ისე შორეული ნათესავი და რემონტისა თუ სამშენებლო სამუშაოების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც ხვრელების გაკეთებაა, როგორც წესი, ბეტონში, თუმცა არც ხეს აგდებს ნაკლებ დღეში, არც აგურის კედელია დაბრკოლება და მოკლედ, წინაღობა მისთვის არ არსებობს.
ბურღვა დარტყმებით - თუკი ხის გახვრეტა ჩვეულებრივი ბურღით შეიძლება, ბეტონის დამორჩილებას უკვე სპეციალური, განსხვავებული ფორმის ბურღი სჭირდება. ამ სპეციალური ბურღით შეიძლება ზედაპირის არა მხოლოდ გახვრეტა, არამედ დანგრევაც.
დარტყმები ბურღვის გარეშე - გამოიყენება ზედმეტად მყარი ზედაპირების შემთხვევაში, ასევე, ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაოს შესრულებისას.
მყარ მასალებთან პერფერატორი გაცილებით ეფექტიანი მუშაობით გამოირჩევა, ვიდრე, მაგალითად, „დრელი“.
უფრო რომ განვავრცოთ, პერფერატორის გამოყენებით შესაძლებელია:
პერფერატორის მიერ გამოცემული ხმაურის დონე 80-100 dB-ს შეადგენს, რაც საკმარისად მაღალი მაჩვენებელია და არასასურველია როგორც თავად სპეციალისტისთვის, ვინც ინსტრუმენტით მუშაობს, ისე, გარშემომყოფებისთვის. პერფორატორით მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, დამცავი ყურსაცმებისა და სათვალეების გამოყენება.
კერამიკულ ფილებსა და მინის ზედაპირზე მუშაობას განსაკუთრებული აკურატულობა სჭირდება და მოითხოვს:
კაფელზე მუშაობისას არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ რევერსის რეჟიმი, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შეერთების ადგილებზე.
პერფორატორით ბეტონისა და აგურის კედლებთან მუშაობა, ტიხრების ნგრევა, სამშენებლო კონსტრუქციების დემონტაჟი საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ სწრაფად შესრულებადი დავალებაა.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პერფერატორი მყარ ზედაპირებზე მუშაობისთვისაა განკუთვნილი, იქნება ეს ბეტონი, აგური, ქვა. სასურველია, თუ ინსტრუმენტს არ გამოიყენებთ ისეთ მასალებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ხე, ლითონი. კი, პერფერატორი უამრავი ოპერაციისთვის არის გამოსადეგი და უდავოდ, პრაქტიკულად, ყველა დავალებას გაუმკლავდება, თუმცა ასეთი გამოყენება ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი:
- პერფერატორით ხის დამუშავება ხდება დარტყმის რეჟიმის გათიშვის პირობებში, სპეციალური ბურღით, მაქსიმალურ ბრუნზე;
- ლითონის ბურღვა რეკომენდებული არ არის, შესაძლებელია მხოლოდ თხელი ფენების დამუშავება აქაც სპეციალური ბურღების გამოყენებით;
- ხრახნების მოჭერა უკიდურესად მოუხერხებელია პერფორატორის სიმძლავრისა და გაბარიტების გამო. გარდა ამისა, არის ძალიან დიდი რისკი, რომ ხრახნიც გაფუჭდეს და ის მასალაც, სადაც ხრახნის მოთავსებაც შეეცდებით.


