უნივერსალური ჯარისკაცი კი არადა - უნივერსალური ხელსაწყო - ლობზიკი

რაღაცნაირად „საყვარლობა“ სახელი კი აქვს შერჩეული ამ ხელსაწყოს - ლობზიკი, მაგრამ სამაგიეროდ, მისი შესაძლებლობებია შთამბეჭდავი. ჰო, მთლად უნივერსალურ ჯარისკაცს ვერ ვუწოდებთ, თუმცა თამამად იმსახურებს უნივერსალური ხელსაწყოს საპატიო წოდებას. რატომ და იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ლობზიკმა შეიძლება შეცვალოს, მაგალითად, ფილების საჭრელი, კუთხსახეხი, მინების საჭრელი, ხერხი და ასე შემდეგ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ლობზიკი გერმანული სიტყვაა, ქართულად კი ამ ხელსაწყოს ასევე მოვიხსენიებთ, როგორც ბეწვა ხერხი.

ჰოდა, ეს ჩვენი ბეწვა ხერხი გვეხმარება, დავამუშაოთ შემდეგი მასალა: ხე, კერამიკა, პლასტმასი, შავი და ფერადი ლითონები, ცალკეული მოდელები კი ასევე უმკლავდებიან: ლამინატს, ემდეეფს, დეესპეს, ფანერასა და ასე შემდეგ. თუმცა მისი მთავარი დანიშნულება, რის გამოც როგორც წესი, ყიდულობენ ხოლმე, ის გახლავთ, რომ ლობზიკით შესაძლებელია ნებისმიერი ფიგურული დეტალისა და სამშენებლო ელემენტის ამოჭრა, ანუ მრუდხაზოვანი კვეთა.

ელექტროლობზიკის სახეობები

ყველაზე მსხვილი კატეგორიები, რომელთა მიხედვითაც ლობზიკს განასხვავებენ, შემდეგია: საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური.

  • საყოფაცხოვრებო ლობზიკი - ღირებულების მხრივ ნამდვილად ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი არც ისე დიდი სიმძლავრით, შესაფერისია ხანმოკლე საოჯახო საქმეებისთვის. მათ შორის, შეხვდებით გაცილებით მარტივ ვერსიებს და ასევე, დამატებითი ფუნქციებით აღჭურვილსაც;
  • პროფესიონალური ლობზიკი - ასეთი ხელსაწყოთი მუშაობას მთელი სამუშაო ცვლის მანძილზე შეძლებთ. შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ სიმძლავრესა და საიმედოობას.

სახეობების გარდა, ლობზიკის კლასიფიცირება კვების მეთოდების მიხედვითაც ხდება. ელექტროენერგია უწყვეტი კვებით უზრუნველყოფს, თუმცა ნაკლებია მობილურობა. აკუმულატორიან ვერსიას დატენვა სჭირდება, სამაგიეროდ, გამოყენება ნებისმიერ სამუშაო ადგილზე შეიძლება.

კონსტრუქციის მიხედვით გამოირჩევა სოკოს ფორმის ბეწვა ხერხი, რომლის სახელურის ფორმა ოპერატორს საშუალებას აძლევს, ინსტრუმენტი ორივე ხელით ეჭიროს, რაც გაცილებით სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს და შედეგიც შესაბამისი ხარისხისაა. არსებობს კიდევ კაუჭის ფორმის ლობზიკი - ცალი ხელით მუშაობისთვის და ასეთი მოდელი ყველაზე უფრო გავრცელებულია.

ტექნიკური მახასიათებლების განსხვავებები

ელექტრო ბეწვა ხერხის შეძენისას, აუცილებელია იმის ცოდნა, რამდენად საიმედოა ესა თუ ის მოდელი, როგორია მისი წარმადობა, რა სახის მასალის დამუშავებისთვის არის დანიშნული, რამდენად სწრაფად და ღრმად ჭრის და რაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული.

- ძრავის სიმძლავრე - ამ პარამეტრზეა დამოკიდებული ინსტრუმენტის კლასი, წარმადობა. 900 ვატიანი სიმძლავრე პროფესიონალური ინსტრუმენტის არსენალში შედის, რაც უწყვეტ მუშაობასა და ჭრის მაქსიმალურ სიღრმეს უზრუნველყოფს. საყოფაცხოვრებო ვერსია 300-600 ვატის სიმძლავრის მოტორის არის აღჭურვილი, რაც აბსოლუტურად საკმარისია სახლში მუშაობის პირობებში.

- ჭრის სიღრმე - ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო ნაწილების სისქეს, რომლებთანაც მუშაობა შეიძლება. სახლში მუშაობისას ლობზიკი დაბალი სიმძლავრის მაჩვენებელით ჭრის ხეს 70 მმ სისქემდე, ლითონს 4 მმ-მდე. ძლიერ ელექტრო ბეწვა ხერხს კი შეუძლია ხის ელემენტების დამუშავება 100 მმ-ზე მეტი სისქით, ფოლადის - 10 მმ-მდე, ალუმინის - 20 მმ-მდე.

- ბრუნვის სიხშირე - მესამე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც ჭრის სიჩქარესა და მასალის ტიპს განსაზღვრავს. მაგალითად, თუკი მაღალი სიხშირის მოდელი შეარჩიეთ წუთში 2500-იანი მაჩვენებლით, გამოგადგებათ ხის დამუშავებისთვის, ვინაიდან უფრო მყარ მასალე სამუშაოდ დაბალი სიხშირეა საჭირო.

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown lobziki

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 550W
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177420671
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

STANLEY lobziki

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5056174500087
  • წონა (კგ) - 2.672
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm

BOSCH ბეწვა ხერხი ,,ლობზიკი" 500W GST 700

Bosch lobziki

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 500W
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06012A7020
  • წონა (კგ) - 2.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 1450-3200min
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 70mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 6mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება