ვიდეო ძიძა - ყველაზე საჭირო ტექნიკა ყველაზე ძვირფასისთვის - შვილებისთვის

ბებიებს და მით უმეტეს, მათ ბებიებს რომ გაეგოთ, შვილის უსაფრთხოებას ვინმე ვიდეო ძიძას ანდობდა, ჯერ იმას ვერ მიხვდებოდნენ, ეს ვიდეო ძიძა რას ნიშნავს და როცა მიხვდებოდნენ, მტრისას და ავისას, იქ ამბავს დაატრიალებდნენ. არც გაემტყუნებათ - დრო იყო ისეთი, ჰა და ჰა, პატეფონი ჰქონოდათ ოჯახში. სამაგიეროდ, 21-ე საუკუნე იძლევა საშუალებას, ყველაზე ძვირფასისთვის - შვილებისთვის ძიძა კამერა გამოვიყენოთ და მათი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მივიღოთ.

განსაკუთრებით მაინც ჩვილების უსაფრთხოებაა ყურადსაღები და როცა მშობელი გვერდზე ოთახშია, ბავშვისთვის თვალყურის დევნება იქიდანაც უნდა შეძლოს. შესაბამისად, რადიო ძიძა ასეთ და არა მხოლოდ ასეთ დროს შეუცვლელი დამხმარეა.

ბუნებრივია, როცა შვილის უსაფრთხოებაზეა საუბარი, თანხების ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ Holst.ge-ზე შესანიშნავი შესაძლებლობების მქონე ძიძა კამერა ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად დაგხვდებათ. მარტივად შეარჩევთ როგორც ფასის, ისე - ვიზუალის მიხედვით. ფასის საკითხი რადგან გავიარეთ, ახლა იმაზეც ვისაუბროთ, რა შესაძლებლობებით გამოირჩევა რადიო ძიძა და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას.

როდის არის საჭირო ვიდეო ძიძა?

- აუცილებლად გიწევთ, ბავშვი ოთახში დატოვოთ, რათა საშინაო საქმეებს მიხედოთ, იქნება ეს საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, სარეცხის დარეცხვა თუ უბრალოდ, ცოტა ხნით მოდუნება;

- საკუთარ საძინებელში მყოფი ბავშვი ძილის დროს ბევრს მოძრაობს, გადასაფარებელს იშორებს თუ საწოვარას კარგავს;

- 2-3 წლის ბავშვი დამოუკიდებლად თამაშობს, თუმცა, კონტროლი მაინც სჭირდება;

- გყავთ მეორე ბავშვიც, რომელსაც უეცრად, მაგალითად, დაბანა ან სხვა რამ დასჭირდა.

რა კრიტერიუმებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

- მონიტორის დიაგონალი - რაც უფრო დიდია დიაგონალი, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოსახულება უფრო უკეთესი იქნება და შესაბამისად, დეტალების გარჩევა გაცილებით გაგიადვილდებათ;

- მობილურ ტელეფონთან კავშირი;

- მოძრაობის სენსორი - რეაგირებს მოძრაობაზე. მაგალითად, როგორც კი ბავშვი საწოლში მოძრაობას დაიწყებს, კამერა მაშინვე ტრანსლაციას ააქტიურებს;

- გამოყენების სიმარტივე - უმეტეს შემთხვევაში, მოწყობილობის მუშაობაში გარკვევა ძალიან იოლია ინსტრუქციის გარეშე. თუ ყველა ფუნქცია არ არის გასაგები, შესაძლოა, მის გამოყენებაზე უარი ძალიან მალე თქვათ. გახსოვდეთ, ძიძა კამერის მთავარი დანიშნულება ცხოვრების გაიოლებაა და არა - გართულება.

რეკომენდაციები ვიდეო ძიძის გამოყენებისთვის

- დააყენეთ ვიდეო ძიძა საწოლიდან დაახლოებით 1 მეტრში. ეს სავსებით საკმარისია, რომ მიკროფონმა ბავშვის ყველა ხმა ჩაიწეროს და რაც მთავარია, სავსებით საკმარისია მისი უსაფრთხოების დაცვისთვის;

- შეეცადეთ, ძიძა კამერა არ დაასველოთ ან კორპუსი ზედმეტად არ გადაუხურდეს - ამით, შესაძლოა, მოწყობილობამ გამართულად მუშაობა ვეღარ შეძლოს;

- მნიშვნელოვანია საგულდაგულო კონტროლი, დატენილია თუ არა ელემენტი.

უსაფრთხოა თუ არა ვიდეო ძიძა ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

რასაკვირველია, ვიდეო ძიძა ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით.

მოწყობილობა მუშაობს რადიო სიხშირეებზე, რომლებიც არ აღწევენ ელექტრომაგნიტური გამოსხივების მავნე დონეს. ძიძა კამერა შექმნილია ხმისა და გამოსახულების გადასაცემად და არ შედის ბავშვთან პირდაპირ კონტაქტში, რაც ნებისმიერ პოტენციურ რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

LINUS LN-3052 ვიდეო კამერა "ძიძა" 2MP

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ვიდეო ძიძა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200098533
  • წონა (კგ) - 0.37
  • დამატებითი ინფორმაცია - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი
  • ვიდეოს გარჩევადობა - 2MP progressive CMOS; 1920(H)x1080(V)
  • ხედვის არეალი - 82(D),70(H),41(V); ჰორიზონტალური:315° & ვერტიკალური:55+20°
  • პროცესორი - AK3918EV300SV
  • სენსორი - SC2336
  • სიმძლავრე - DC 5V/1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეო კომპრესია - Main stream: H.265  Sub stream: H.264
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 20 fps
  • ღამის ხედვა - დიახ
  • უსადენო ქსელი - Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz+BLE
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სურათის გადაღება, ვიდეოს გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 85% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 128GB

LINUS LN-5033C ვიდეო კამერა "ძიძა" 3MP

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ვიდეო ძიძა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200098953
  • წონა (კგ) - 0.47
  • დამატებითი ინფორმაცია - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი
  • ვიდეოს გარჩევადობა - 3MP progressive CMOS; 2304(H)x1296(V)
  • ხედვის არეალი - 95(D),80(H),3(V); ჰორიზონტალური:315° & ვერტიკალური: 55+20°
  • პროცესორი - AK3918AV100N
  • სენსორი - SC3336
  • სიმძლავრე - DC 5V/1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეო კომპრესია - Main stream: H.265  Sub stream: H.265
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 20 fps
  • ღამის ხედვა - დიახ
  • უსადენო ქსელი - Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz+BLE
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა, ბავშვის ტირილი
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სურათის გადაღება, ვიდეოს გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 85% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 128GB

LINUS LN-4074 ვიდეო კამერა "ძიძა" 4MP

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ვიდეო ძიძა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200098748
  • წონა (კგ) - 0.38
  • დამატებითი ინფორმაცია - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი
  • ვიდეოს გარჩევადობა - 4MP progressive CMOS; 2568(H) x 1448(V)
  • ხედვის არეალი - 85(D),73(H),40(V); ჰორიზონტალური: 333° & ვერტიკალური: 55+23°
  • პროცესორი - AK3918AV100N
  • სენსორი - SC4336
  • სიმძლავრე - DC 5V/1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეო კომპრესია - Main stream: H.265  Sub stream: H.266
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 20 fps
  • ღამის ხედვა - დიახ
  • უსადენო ქსელი - Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz+BLE
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა, ბავშვის ტირილი
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სურათის გადაღება, ვიდეოს გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 85% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 128GB

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება