ვინ თქვა, მაღალი წნევის სარეცხი აპარატით მხოლოდ ავტომობილის გარეცხვა შეიძლებაო? |
ვინ თქვა, მაღალი წნევის სარეცხი აპარატით მხოლოდ ავტომობილის გარეცხვა შეიძლებაო? |
მაღალი წნევის სარეცხი აპარატი ძალიან პოპულარული და მრავალმხრივი დანადგარია, რომელიც ერთნაირი წარმატებით გამოიყენება როგორც კერძო, ასევე, კომერციული დანიშნულებით. კერხერი - როგორც უფრო ხშირად უწოდებენ ხოლმე, დაგეხმარებათ არა მხოლოდ ავტომობილის გარეცხვაში, არამედ, კიდევ ძალიან ბევრი მიმართულებით. ასე მაგალითად, მაღალი წნევის აპარატი გაუმკლავდება ნებისმიერ ზედაპირს, იქნება ეს უზარმაზარი ეზო, ტერასა, დეკორატიული ბლოკები, ღობეები, სტადიონები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მაღალი წნევის სარეცხი აპარატი იდეალური საშუალებაა მანქანების, მოტოციკლების, სატვირთოების, ტრაქტორების, ავტობუსებისა და სხვა ტრანსპორტის გასარეცხად.
წყლის მაღალი წნევით შესაძლებელია ზედაპირიდან ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, ცხიმისა და წებოვანი მტვრის მოშორება.
მაღალი წნევის აპარატები ხშირად გამოიყენება გარე სივრცის, ეზოების, ბაღების, პავილიონების, ტერასებისა მოსარეცხად. აპარატი დაგეხმარებათ გარე ავეჯის, დეკორატიული ბლოკების წმენდაში, რაც საჭიროებს მაღალ წნევას.
მაღალი წნევის სარეცხი აპარატი ძალიან ეფექტანია სხვადასხვა გარე ზედაპირებზე, როგორიცაა მოპირკეთებული გზები, ტროტუარები, ბეტონისა თუ ასფალტის გზები.
მარტივად გაუმკლავდებით სახლის ან შენობის ფასადის დაბინძურებულ და ერთი შეხედვით, მიუდგომელ ადგილებსაც. მაღალი წნევის აპარატი ზედაპირიდან აშორებს მტვერს, ქიმიურ ნივთიერებებს და სხვა ნებისმიერ დამაბინძურებელს.
მაღალი წნევის აპარატები ფართოდ გამოიყენება საზოგადოებრივი და კომერციული ფართების გაწმენდისთვის, იქნება ეს - რესტორნები, მაღაზიები, სამრეწველო ობიექტები, საავტომობილო სადგომები, შენობები და ასე შემდეგ.
მაღალი წნევის სარეცხი აპარატი ასევე შესანიშნავი საშუალებაა სანიტარული სისტემების, წყალგაუმტარი ფოლადის კორპუსების ან ფილტრების დასუფთავებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მაღალი წნევის სარეცხი აპარატის არჩევისას არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებსაც თუ გაითვალისწინებთ, ურიგო ნამდვილად არ იქნება.
წნევის დონეზეა დამოკიდებული, რა ძალით შეძლებს აპარატი დაბინძურებული ზედაპირის მიკრო ნაწილაკებთან გამკლავებას.
- აპარატები 100-130 ბარით უფრო მსუბუქი სამუშაოებისთვის გამოიყენება, როგორიცაა ავტოსამრეცხაოები.
- 130–200 ბარი უფრო დიდი ზომისა და რთული ზედაპირებისთვისაა შესაფერისი, როგორიცაა გზები, ფასადები და ასე შემდეგ.
- 200 ბარზე მეტი აპარატები, ძირითადად, პროფესიული გარემოსთვისაა.
წყლის ნაკადის სიჩქარე განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად გაწმენდს აპარატი გარე ზედაპირებს.
- მაღალი ნაკადი (500-700 ლიტრი/საათი) საუკეთესოა კომერციული გამოყენებისთვის.
- დაბალი ნაკადი (250-400 ლიტრი/საათი) საკმარისია საშინაო ან მცირე სარეცხი სამუშაოებისთვის.
იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, იოლად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ კერხერი წარმოადგენს მრავალმხრივ და სასარგებლო ხელსაწყოს, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეთ ნებისმიერ სამუშაოს, რაც ავტომობილისა თუ პრაქტიკულად, ნებისმიერ ზედაპირს უკავშირდება. აპარატის სწორად შერჩევა კი საჭიროა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზოგოთ თქვენი დრო და რესურსები.