ვინც რა უნდა თქვასო, მოტობლოკმა კი ხვნასო...

ჩინებული ქართული ანდაზაა: „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“, რომელსაც სულ ცოტათი თუ შევცვლით, რასაც მივიღებთ, კი წაიკითხავდით სათაურში, თუმცა, გავიმეოროთ, რა პრობლემაა: ვინც რა უნდა თქვასო, მოტობლოკმა კი ხვნასო. რაც მთავარია, მოტობლოკი გამოიყენება არა მხოლოდ ხვნისთვის, არამედ კიდევ უამრავი დავალების შესრულება შეუძლია.

რა არის მოტობლოკი და რისთვის არის საჭირო

მოტობლოკი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც ხელის ტრაქტორი, მცირე გაბარიტების მქონე სასოფლო-სამეურნეო მანქანაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ღირსება მხოლოდ ხვნა არ გახლავთ. ხელის ტრაქტორი სასარგებლოა მთელი წლის განმავლობაში - ზაფხულში მოსავალთან დაკავშირებულ უამრავ საქმეს ასრულებს, ზამთარში - თოვლთან ბრძოლასაც წარმატებით უმკლავდება.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ხელის ტრაქტორი გამოიყენება, მაგალითად, ნიადაგის კულტივაციისთვის, მცენარეების დარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის, ითავსებს აერატორისა და სკარიფიკატორის ფუნქციებს. დამატებითი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, მოტობლოკი გაზონის საკრეჭადაც გადაკეთდეს, ასევე, როგორც გითხარით, გამოსადეგია თოვლის საწმენდად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... თუმცა, ეს დასასრული სულაც არ არის - დიდი ზომის ჯაგრისით მოტობლოკი ასფალტს მტვრისგან დაასუფთავებს, მიწას - ფოთლებისგან. მოკლედ, ასეთი უნივერსალური დანადგარია მოტობლოკი და რაც უფრო მძლავრია მოდელი, რაღა თქმა უნდა, მით მეტად ეფექტიანი გახლავთ.

მოტობლოკის კლასები

ეს უაღრესად პრაქტიკული და გამოსადეგი დანადგარი სამ კლასად იყოფა:

  • მსუბუქი;
  • საშუალო;
  • მძიმე.

უნდა ითქვას, რომ კლასიფიკაცია საკმაოდ პირობითია, ძირითადი მაჩვენებლებია - წონა, მოტორის სიმძლავრე და ნიადაგის დამუშავების სიგანე, სიღრმე და ასე შემდეგ.

მსუბუქი მოტობლოკები 4,5 ცხენის ძალის სიმძლავრით შედარებით მცირე ზომის ნაკვეთების დამუშავებისთვის იქმნება. ასეთი მოდელი გაცილებით მანევრირებადია, გამოირჩევა კომპაქტური და კომფორტული მართვით.

საშუალო მასის მქონე მოტობლოკი, რომელსაც დაახლოებით 7 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს მიღებული, დამატებითი აღჭურვილობის მრავალფეროვან სახეობას ირგებს. გამოიყენება განსხვავებული ნიადაგების დასამუშავებლად და უამრავ სამუშაო ოპერაციას ასრულებს.

მძიმე მოტობლოკი პროფესიონალური დონის ტექნიკაა, ამასთან ერთად, სიმძლავრითაც გამორჩეული - 16 ცხენის ძალამდე. ფლობს დიდ მოტორესურსს და ურთულეს დავალებებსაც წარმატებით უმკლავდება, მათ შორის, შეუძლია დაახლოებით 45 ჰექტარი ტერიტორიის დამუშავება. ასევე, შეუძლია ტვირთის გადატანა და ხშირად გამოიყენება როგორც გადაადგილების საშუალება.

ძრავა

მოტობლოკი აღიჭურვება 4-ტაქტიანი შიგაწვის ძრავით, რომლის სიმძლავრე 4-დან 20 ცხენის ძალამდე მერყეობს. არსებობს როგორც ბენზინის, ისე - დიზელის ვერსიები.

დავიწყოთ იმით, რომ ბენზინის მოტორის მქონე ხელის ტრაქტორი საათში დაახლოებით 1,1-1,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ნაკლებად ვიბრირებს, უფრო იაფი ჯდება რემონტი და რაც მთავარია, გაცილებით ასორტიმენტი გაცილებით ფართოა. შესაბამისად, ბევრად მარტივია ზუსტად ისეთი მოდელის შერჩევა, რომელიც დაგჭირდებათ.

რაც შეეხება დიზელის ძრავის მქონე მოტობლოკს, საწვავის ხარჯვის მაჩვენებელი საათში 1 ლიტრს არ აჭარბებს. ამდენად, უწყვეტად მუშაობის ხანგრძლივობა დაახლოებით 6-7 საათია ბენზინის 3-4 საათის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, რემონტი და მომსახურება ბევრად ძვირია, ვიდრე დიზელის ვერსიის შემთხვევაში. გარდა ამისა, დიზელის ძრავიანი ხელის ტრაქტორი გაცილებით ძვირი ღირს.

ბენზინის მოტორის მქონე მოტობლოკს არაერთი გამოცდილი კომპანია აწარმოებს, რაც შეეხება დიზელის ვერსიას, ამ მიმართულებით კი, ასევე გამოცდილი მწარმოებლები მუშაობენ, თუმცა, გაცილებით ნაკლები მასშტაბებით.

შერჩევისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

როგორც წესი, ყურადღება შემდეგზე უნდა გაამახვილოთ: მიწის ფართობი და სამუშაოების ტიპი.

დავიწყოთ იმით, რომ მოტობლოკის არასათანადო გამოყენება მოტორის სწრაფად ცვეთას იწვევს. დიდი მნიშვნელობა აქვს გრუნტის ტიპსაც. ნიადაგი, რომელიც მრავალი წელი იყო მიტოვებული, მძიმე ტექნიკით უნდა დამუშავდეს, ვინაიდან დიდია ალბათობა, რომ მოტობლოკს ძალიან მალე დააზიანებს.

ყურადღება უნდა მიექცეს მოტორს, გადაბმულობას (ე.წ. სცეპლენია), სიჩქარეს, მართვას, წონას. გრუნტის დამუშავების ხარისხზე მოქმედებს ფრეზის ჩაღრმავება და კულტივაციის სიგანე. ასევე, დანადგარის შერჩევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ნაკვეთის ფართობი, არამედ ხეებს შორის არსებული მანძილი.

LEO-მოტობლოკი ფრეზით 99CC-3HP :LPT36-A

LEO motobloki

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - მოტობლოკი
  • სიმძლავრე - 3HP
  • დამატებითი მახასიათებლები - ნიადაგის დამუშავების სიგანე & სიღრმე: 36cm & 130mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6941814745913
  • წონა (კგ) - 31
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 1 l
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 260mm
  • წარმადობა (Max) - 99cc

LEO - მოტობლოკი ფრეზით LPT45-A :79CC-3HP

LEO motobloki

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - მოტობლოკი
  • სიმძლავრე - 3HP
  • დამატებითი მახასიათებლები - ნიადაგის დამუშავების სიგანე & სიღრმე: 45cm & 5-20cm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6941814711734
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 1.8 l
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 260mm
  • წარმადობა (Max) - 79cc

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება