| ვის სჭირდება ან შეიძლება დასჭირდეს შედუღების აპარატი? |
| ვის სჭირდება ან შეიძლება დასჭირდეს შედუღების აპარატი? |
ძალიანაც საინტერესო კითხვაა: ვის სჭირდება შედუღების აპარატი, ან ვის შეიძლება, რომ დასჭირდეს? პრინციპში, ყველას, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს და ახლავე გეტყვით, რატომ.
ესე იგი, პირველ რიგში, შედუღების აპარატი სჭირდება შემდუღებელს, ამაზე ვთანხმდებით, თუმცა, გავაგრძელოთ და სხვა პროფესიებზეც მივაღწიოთ კონსენსუსს: აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ სვარკის აპარატი დასჭირდეს მაგალითად, სტომატოლოგს, მთამსვლელს, მეეზოვეს, მასწავლებელს, ნელებისა თუ ჩქარების მოცეკვავეს, პარლამენტარს, მინისტრს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
როგორც მოგეხსენებათ, შედუღების აპარატები ლითონების ერთმანეთთან შეერთებისთვის არის საჭირო. თავის მხრივ, ლითონების ერთმანეთთან შეერთების აუცილებლობა დგება თუნდაც რემონტის დროს. ჰოდა, რადგან რემონტი ყველას სჭირდება, იქვეა სწორედ ის ინსტრუმენტი, რომლის შესახებაც ქვემოთ უფრო დეტალურ და საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.
ის კარგად ცნობილი ამბავი უკვე ვთქვით, რომ შედუღების აპარატები ლითონების შეერთებისთვის არის საჭირო. ახლა კი ის დავამატოთ, რომ სვარკის აპარატი სხვადასხვა სახეობის არსებობს, რომელთაგან თითოეული სახეობა კონკრეტულ დავალებას ასრულებს. ამდენად, საშემდუღებლო სამუშაოები შეგვიძლია, შემდეგნაირად დავყოთ:
1) შედუღების პირველი ტიპი, პლაზმური, პლაზმის ჭავლის ხარჯზე ხორციელდება. შედუღების ეს ტიპი გამოიყენება ყველა ლითონზე და ნებისმიერი სირთულის დავალებას უმკლავდება. ეს არის უმძლავრესი მოწყობილობა, რომელიც მაღალი სიჩქარითა და წარმადობით გამოირჩევა.
2) რკალური შედუღების პრინციპი გულისხმობს ლითონის შედუღებას ელექტროდების დახმარებით. სამუშაოების ეს ტიპი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან აგრეგატი მსუბუქი, მარტივი და მობილურია. ერთადერთი მინუსი დაბალი სიჩქარეა. ყველაზე მეტად გამოსადეგია უჟანგავი ლითონების შედუღებისთვის.
3) რაც შეეხება მესამე ტიპს, სადაც მთავარ როლს გაზი ასრულებს, მარტივი მისახვედრია, რომ საქმე გვაქვს ცეცხლთან, რომელიც გაზისა და ჟანგბადის კონტაქტის შედეგად წარმოიშობა. ცეცხლის ძალა დასამუშავებელი მასალის სისქიდან გამომდინარე განისაზღვრება: რაც უფრო სქელია, წვის სიმძლავრეც მით მეტი უნდა იყოს. ეს ტექნოლოგია გამოიყენება მაშინ, როცა დასამუშავებელია ნახშირბადოვანი, სპეციალური ფოლადი.
4) ლაზერული ტიპი - ყველაზე მძლავრი და მაღალი წარმადობის გახლავთ. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დამუშავების შემდეგ მასალის ზედაპირი არ ზიანდება, კონსტრუქცია კი იდეალურ ნაკერს დიდი ხნით ინარჩუნებს. გამოსადეგია ნებისმიერი სახის ლითონზე მუშაობისთვის.
5) ელექტროწიდური შედუღება წარმოებს შესადუღებელზედაპირებს შორის მოთავსებული წიდით. გაცხელებული წიდა ადნობს შესადუღებელ ელემენტებს და მავთულს. გამოიყენება სქელკედლიან ნაკეთობათა ვერტიკალური შედუღების ნაკერებისთვის.
შედუღების აპარატის არჩევისას აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორიცაა:


