ვის სჭირდება ელექტრო სახრახნისი?

ეს მარადიული კითხვა ხომ გახსოვთ: კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა, თუ ქათამიო? ჰოდა, მორიგი მოვიფიქრეთ და აბა, გაეცით პასუხი: ხრახნი უფრო ადრე გაჩნდა, თუ სახრახნისი?

ალბათ, იტყვით, საიდან დაიბადა ასეთი კითხვა და ახლავე გიპასუხებთ: ისტორიულ წყაროებში ჯერ ხრახნის შესახებ ჩნდება ცნობები და მხოლოდ შემდეგ გამოდის ასპარეზზე სახრახნისი. შესაბამისად, სერიოზულად სვამენ საკითხს, რომელი იყო პირველი - ხრახნი, თუ სახრახნისი?

დავას არ ვაპირებთ, არც დარაბას, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ხრახნისა და სახრახნისის შესახებ პირველი ცნობები მე-16 საუკუნეში ჩნდება. ზემოთ დასმულ კითხვაზე კი ისევ იმათ იფიქრონ, ვინც აქამდე ფიქრობდა, ჩვენ მთავარ სათქმელზე გადავინაცვლოთ.

მე-16 საუკუნეში როგორი სახრახნისი იყო, არც ამაზე ფიქრით დავიტვირთოთ - 21-ე საუკუნის ადამიანს ელექტრო სახრახნისი აქვს და იმიტომ.

მოდით, რა, ბარემ, ერთ კითხვასაც შემოგაპარებთ, უფრო რიტორიკულს: როგორ ფიქრობთ, ვის სჭირდება ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ახლა უკვე გათანამედროვებული ინსტრუმენტი - ელექტრო სახრახნისი? ვფიქრობთ, ყველას და რატომ, აქვე დაგისაბუთებთ:

რატომ არის ელექტრო სახრახნისი ყველასთვის საჭირო?

- არც ისე მოზრდილი, კომპაქტური ზომა, რაც საშუალებას იძლევა, ინსტრუმენტი ხელში ნებისმიერი კუთხით დაიჭიროთ და ნებისმიერი სირთულის საქმეს გავუმკლავდეთ;

- აქვს შესაძლებლობა, ინსტრუმენტი ყველაზე რთულ ადგილებშიც კი გამოიყენოთ;

- მსუბუქი წონა, რაც საშუალებას იძლევა, სახრახნისი ხელში ხანგრძლივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გეკავოთ;

- ელექტრო სახრახნისის დახმარებით, შესაძლებელია სასურველ ზედაპირზე მცირე ზომის ელემენტების დამაგრება. მაგალითად, მარტივია ციცქნა ჭანჭიკებთან და ხრახნებთან მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება მყიფე კომპიუტერულ და ელექტრო ტექნიკასთანაც კი.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ინსტრუმენტის უმთავრესი დანიშნულება ხრახნების, ჭანჭიკების, თვითმჭრელებისა და სხვა სამაგრების კედელში, ინტერიერის დეტალებსა და სხვა ზედაპირებში ჩამაგრებაა. სახრახნისის გამოყენება შეიძლება რემონტის დროს შენობაში, სხვადასხვა სახეობის ავეჯის აწყობისას, ფანჯრის ღიობების მონტაჟისას, ელექტროტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისას, კომპიუტერული აღჭურვილობის მომსახურებისას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

თანამედროვე ელექტრო სახრახნისი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს უსადენო რეჟიმი, რაც საშუალებას იძლევა, მოწყობილობა ძნელად მისადგომ ადგილებშიც გამოიყენოთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისი დამატებითი შესაძლებლობებითაც გახლავთ აღჭურვილი, რაც ინსტრუმენტის გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო სახრახნისი

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ სახელურს, რომელიც ხელისგულზე კომფორტულად უნდა მოგერგოთ და არ უნდა ისრიალოს. თავად სახელური, რა მასალისაც არ უნდა იყოს, აკურატულად უნდა იყოს დამზადებული. თუკი ეს არის რეზინი, არ უნდა ჰქონდეს ფორები ან სხვა, ზედმეტი მასალები. ამის შემდეგ, მიაქციეთ ყურადღება კორპუსს, სადაც როგორც წესი, მწარმოებელს დააქვს ინფორმაცია, რა მასალისგან არის ხელსაწყო დამზადებული.

B&D CS3653LC-XK - ელ. სახრახნისი 3.6V

Black&Decker eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6V
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 2.5hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048477540
  • წონა (კგ) - 1.24
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-190min
  • ბრუნვის მომენტი - 6Nm
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4''
  • ფუნქციები - რვერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 1 ელემენტი + დამტენი

CROWN CT21053LH - ელექტრო სახრახნისი 12V

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420015
  • წონა (კგ) - 1
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 17/25Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 20mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

Dewalt - DCD709N-XJ ელ. სახრახნისი 18V; ელემენტის გარეშე

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048737552
  • წონა (კგ) - 1.457
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-450/0-1650min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 60Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 30mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება