ვისთვისაც ელექტრო ფრეზი ნაცნობია, კი იცის, რაც შეუძლია, მაგრამ ვინც არ იცნობს, მოსალოცად აქვს საქმე - ბევრი სიურპრიზი ელის |
ვისთვისაც ელექტრო ფრეზი ნაცნობია, კი იცის, რაც შეუძლია, მაგრამ ვინც არ იცნობს, მოსალოცად აქვს საქმე - ბევრი სიურპრიზი ელის |
ერთი ასეთი შოტლანდიური ანდაზაა: „ღიმილი ელექტროენერგიაზე ნაკლები ღირს, მეტ სინათლეს იძლევაო...“ რა უცნაურია, გამოდის, რომ ანდაზებს მას მერეც იგონებდნენ, რაც კაცობრიობამ ელექტროენერგიით გაინათა სახლები?
რაკი ასეა, ჩვენც მოვიგონოთ თანამედროვე ანდაზა, რა პრობლემაა? მაგალითად, ასეთი: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო“... არა, ეს ანდაზა კაი ძველია, სხვა იყოს... აბა, ეს თუ წავა: „ფრეზი ელექტროენერგიაზე ძვირი ღირს, მაგრამ საოცარ შედეგებს იძლევაო...“
ეს აშკარად ჯობია, თანაც, ნახეთ, როგორი ამბავია - ერთხელ კარგად გაზომვაც საკმარისია, რომ საქმეში ელექტრო ფრეზი ჩართოთ და მართლაც გასაოცარი შედეგები მიიღოთ.
მოკლედ, ვისთვისაც ელექტრო ფრეზი ნაცნობია, კი იცის, რაც შეუძლია, მაგრამ ვინც ამ ინსტრუმენტს არ იცნობს, რა გითხრათ, მოსალოცად გაქვთ საქმე - წინ საუცხოოდ შესრულებული ბევრი სიურპრიზი და საქმე გელით.
აბა, შევუდგეთ საქმეს და მისხალ-მისხალ განვიხილოთ, მაინც, რა შეუძლია გასაოცარ ინსტრუმენტს, რომელსაც ელექტრო ფრეზი ჰქვია.
ელექტრო ფრეზი ყველაზე განსხვავებულ მასალასთან მუშაობისთვის გამოიყენება, იქნება ეს პლასტიკი, სხვადასხვა სახეობის ხე, რბილი ლითონები, კერამიკული ფილები, კომპოზიტური მასალები. ინსტრუმენტი გამოიყენება დაცერებული კიდეების დასამუშავებლად, ფოსოების, ღარების ამოსაკვეთად, ხვრელების გასაბურღად, ზედაპირების გასაწმენდად, გრავირებისთვის და ასე შემდეგ.
კლასიფიკაციიდან გამომდინარე, შეიძლება ელექტრო ფრეზის შერჩევა საყოფაცხოვრებო ან პროფესიონალური სამუშაოების წარმოებისთვის ინტენსიური ექსპლუატაციის რეჟიმში.
მსუბუქი ფრეზების უმეტესობის ფრეზირების სიღრმე 40-50 მმ გახლავთ. თუმცა, არსებობს პროფესიონალური მოდელებიც, რომელთაც ჭრის სიღრმე 82 მმ-მდე აქვთ. გარდა ამისა, რაც უფრო მძლავრია მოდელი, მით მეტია ფრეზირების სიღრმე.
სიმძლავრეზეა დამოკიდებული ფრეზის წარმადობა, უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობა და სიღრმე. მოდელების დიდი ნაწილის სიმძლავრე 1000 ვტ-დან. თუმცა, გვხვდება მოდელები 750 ვტ-მდე. დაბალი სიმძლავრის მქონე ელექტრო ფრეზი უფრო ხურდება და უწყვეტად მუშაობის დროც ნაკლები აქვს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, სულაც არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ყველაზე მძლავრი მოდელის შეძენაზე ვიფიქროთ - უფრო მძლავრი მოდელი უფრო ძვირიც არის და წონაც მეტი აქვს.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განისაზღვროს მოწყობილობის გამოყენების მიზანი, მუშაობის სიხშირე, დამუშავებული მასალის ხარისხი და დამუშავების სასურველი სიღრმე.
პარამეტრები, რომლებიც საერთოა ყველა კონსტრუქციისთვის:
- ძრავის სიმძლავრე. ფრეზის შერჩევა სწორედ ამ პარამეტრით უნდა დაიწყოთ.
- ცანგის ზომა. ბოლოვანას დიამეტრი, რომლითაც კონკრეტული მოდელი მუშაობს. გასათვალისწინებელია, რომ იმაზე დიდი ბოლოვანა, ვიდრე რეკომენდებულია, მაღალ სიმძლავრეების მიღწევას ხელს უშლის, ხოლო ზედმეტად პატარა, პირიქით, მის გამო შესაძლოა, სიმძლავრე ჭარბი აღმოჩნდეს და ინსტრუმენტმა დატვირთვას ვერ გაუძლოს.
- ბრუნების მაქსიმალური სიჩქარე. რაც მეტია სამუშაო ნაწილის დიამეტრი, მით ნაკლები ბრუნებია საჭირო.
- მაქსიმალური სვლა. სიღრმე, რომლის მიღებაც ინსტრუმენტის მეშვეობით არის შესაძლებელი.
მაშ, ვსაუბრობთ იმაზე, რა სამუშაოების შესრულება შეიძლება ელექტრო ფრეზის მეშვეობით. ჩამონათვალი ნამდვილად შთამბეჭდავია, რაც ზემოთ უნდა აღვნიშნეთ. ახლა ისიც ვთქვათ, ინსტრუმენტის რა სახეობები არსებობს და რა თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული მათგანი.
გამოვყოთ ყველაზე გავრცელებული სახეობები:
ინსტრუმენტი განსხვავებულია არა მხოლოდ დანიშნულების, არამედ პარამეტრების მხრივაც. იგულისხმება სიმძლავრე, წონა, ზომა, ფუნქციები. ვიდრე ფრეზს შეიძენთ, თავდაპირველად დაისახეთ მინები, განსაზღვრეთ, რისთვის გამოიყენებთ, შეაფასეთ დატვირთვა და ასე შემდეგ.
მოდით გავაანალიზოთ ელექტრული ხელსაწყოს ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც მის მუშაობაზე გავლენას ახდენენ. ესენია: სიმძლავრე, შპინდელის ბრუნვის სიჩქარე, წონა და ზომები, აღჭურვილობა, დამატებითი ფუნქციები, სიჩქარის რეგულირებისა და ფიქსირების შესაძლებლობა და ა.შ.
ყველა არსებული სახეობიდან ყველაზე პოპულარული ვერტიკალური ანუ უნივერსალური მოწყობილობები.
ზემოთაც აღვნიშნეთ და გავიმეორებთ, რომ ელექტრო ფრეზის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც მის წარმადობას განსაზღვრავს, ელექტროძრავის სიმძლავრეა. ამ პარამეტრის მიხედვით, ინსტრუმენტი პირობითად სამ ჯგუფად იყოფა:
თუკი ინსტრუმენტს სახლისთვის ყიდულობთ, არავითარი აზრი არ აქვს, სიმძლავრის გამო ზედმეტი გადაიხადოთ. ამასთან ერთად, მძიმე კლასის მოდელები საკმაოდ გაბარიტულია, მოიხმარს ბევრ ელექტროენერგიას. არც ისე ხშირი გამოყენებისთვის საკმარისია მსუბუქი ან საშუალო ფრეზის პოტენციალიც. აი, რაც შეეხება იმ მომენტს, როცა საუბარია სამშენებლო ობიექტსა თუ სამრეწველო სახელოსნოზე, აუცილებლად მძლავრი მოდელის შეძენა ჯობია.
მეორე კრიტერიუმი შპინდელის ბრუნვის სიჩქარეა. სწორედ მასზეა დამოკიდებული შესრულებული სამუშაოს ხარისხი. შესაძლოა, იფიქროთ, რაც მეტია ბრუნვის სიჩქარე, მის უკეთესია. თუმცა, ასე ყოველთვის ნამდვილად არ არის. ზოგიერთი ოპერაციისთვის, პირიქით, დაბალი ბრუნებია უმჯობესი, განსაკუთრებით, თუკი დიდი დიამეტრის მქონე ფრეზზეა საუბარი ან მყიფე მასალებზე.
შპინდელის ბრუნვის სიჩქარე:
განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი მოდელები, რომელთაც სიჩქარის რეგულირებისა და შენარჩუნების ფუნქცია აქვთ მიღებული. მისი გამოყენება შეიძლება ხეზე, ლითონსა, თაბაშირმუყაოსა და სხვა მასალაზე მუშაობისას.