წაიკითხე მანამდე, სანამ კიბეს შეიძენ

კიბე შეიძლება ყოველდღე არ გამოიყენოთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე რომ აუცილებლად დაგჭირდებათ, დღესავით ნათელია. ამისთვის სულაც არ არის საჭირო ქალაქგარეთ ცხოვრება. ბინაშიც კი უნდა გქონდეთ ერთი პატარა კიბე, რომელიც სულ თქვენთან იქნება და ნებისმიერ დროს უხმობთ. ასეთი სიტუაციებისთვის პატარა ინსტრუმენტებია განკუთვნილი. კიდევ ბევრი დეტალია და ზუსტად ამ ყველაფერზე საუბარს ვაპირებთ ბლოგში. მოდით, ყველაფერს დეტალურად გავყვეთ.

რა სახის კიბეები არსებობს?

კიბის შერჩევისას არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა თქვენს საქმეზე მორგებული ხელსაწყო შეიძინოთ. რამდენიმე სახის ინსტრუმენტი  არსებობს და სწორედ ამიტომ არის ყველაფრის გათვალისწინება საჭირო. მაგალითად: არსებობს კიბეები, რომლებიც ძალიან მაღალია, შესაბამისად, დიდ ადგილს იკავებს. ასეთი ხელსაწყოები, ცხადია, ბინისთვის არ გამოგადგებათ. მსგავსი ტიპის კიბეს კარგად გამოიყენებთ აგარაკზე და ნებისმიერ ისეთ ადგილას, სადაც გარე სამუშაო გექნებათ. თუ ვენახი გაქვთ დასაკრეფი, ანდაც ვაშლი ხიდან ჩამოსაკრეფი, მაშინ ზუსტად დიდი ზომის კიბეები დაგჭირდებათ. თუმცა, ყოველთვის ასეთები არ გამოგადგებათ. ბინისთვის რამდენიმე საფეხურიანი ხელსაწყო უფრო გამოგადგებათ. ისინი შედარებით ცოტა სივრცეს იკავებს და გადაადგილებაც უმარტივესია.

ბინაში რა საქმეზე შეიძლება დაგჭირდეთ კიბე?

წარმოიდგინეთ, უეცრად ნათურა გადაიწვა და ყველა ვარიანტში შესაცვლელია. კიბის გარეშე როგორ გამოცვლით, მით უმეტეს, თუ მაღალჭერიანი ოთახია. კიდევ ერთი საკითხი - ფარდები რომ იყოს ჩამოსახსნელი? ან კიდევ ფანჯრის ზედა ნაწილი გასაწმენდი, რომელსაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ სწვდებით? ალბათ, ფიქრობთ, რომ გამოსავლის პოვნა ძალიან მარტივია მაშინაც თუ კიბე არ გაქვთ. პირველი კი თავში გაივლებდით სკამების ერთმანეთზე შედგმას და მასზე ასვლას. მოკლედ გეტყვით - დაივიწყეთ! ეს მეთოდი ძალიან საშიშია და დიდი რისკია იმის, რომ თქვენი ჯანმრთელობა შეიწიროს. ასეთი კი არაფერი გიღირდეთ, არც ფანჯრის გაწმენდა და არც ფარდის შეცვლა. ხარისხიანი კიბე კი ყოვლად საიმედოა. ასეთი ინსტრუმენტი ნამდვილად არ დაგაღალატებთ. საქმეს სრულიად უსაფრთხოდ და მშვიდად შეასრულებთ.

რა უპირატესობებს გთავაზობთ Holst.ge?

სულ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ხარისხიან კიბეს თამამად შეგიძლიათ ენდოთ და ეს მართლაც ასეა. თუმცა, სად უნდა ვიპოვოთ ასეთი ინსტრუმენტები? Holst.ge ზუსტად ის პლატფორმაა, სადაც შეძლებთ საუკეთესო  ხელსაწყოების ყიდვასა და სრული კომფორტის მიღებას. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ყველა ინსტრუმენტი შემოწმებულია და დანამდვილებით ვამბობთ, რომ თითოეული საუკეთესოა. თუმცა, Holst.ge-ის უპირატესობები ამით არ სრულდება. ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მომსახურება სრულიად უფასოა. შეძენილი ნივთები თქვენამდე საკმაოდ მოკლე დროში მოდის. თბილისში უფრო სწრაფად მოგიტანენ, თუმცა რეგიონებშიც არ აგვიანდება ბევრი.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x13 საფეხური

Sarayli ის  ბრენდია, რომელიც მუდამ მრავალფეროვნებასა და ხარისხიან კიბეებს გვთავაზობს. ზუსტად ასეთი გამძლე და ყველანაირად აღჭურვილია ეს კონკრეტული კიბე. ინსტრუმენტი ალუმინისგანაა დამზადებული, რაც მის სანდოობას კიდევ უფრო ზრდის. ხელსაწყო ძალიან კომპაქტურია, რადგან იკეცება და შესაბამისად, პატარავდება. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მის მარტივად გადაადგილებას. კონკრეტულ კიბეს საკმაოდ ბევრი საფეხური აქვს რაც იმას ნიშნავს, რომ სიმაღლეების დასაპყრობად ნამდვილად გამოგადგებათ.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI  პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი   
  • შტრიხ-კოდი - 8695849009820   
  • წონა (კგ) - 14
  • პროფილი - 70x20mm       
  • საფეხურების რაოდენობა - 2x13

უპირატესობები:

  • კომპაქტური ზომა
  • საფეხურების რაოდენობაა
  • გამძლე მასალა

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x13 საფეხური

პირველს არც Sarayli-ის მეორე კიბე ჩამოუვარდება. ხელსაწყო იკეცება და იშლება, რაც მეტ მოხერხებულობას მატებს. ინსტრუმენტი ალუმინისგანაა აგებული და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ საიმედოა.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI 
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი   
  • შტრიხ-კოდი - 8695849009448 
  • წონა (კგ) - 14.5         
  • პროფილი - 70x20mm       
  • საფეხურების რაოდენობა - 2x13

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • საფეხურების რაოდენობა
  • ალუმინის მასალა
  • დაკეცვის უნარი

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 3x9 საფეხური

მესამე კიბეზე რა შეიძლება ვთქვათ? ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია. ალუმინის მასალა დიდხანს ძლებს და უსაფრთხოა. კიბე სიდიდის მიუხედავად მარტივი გადასაადგილებელია, რადგან იკეცება.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI 
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე:2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm     
  • მასალა - ალუმინი   
  • შტრიხ-კოდი - 8695849009752   
  • წონა (კგ) - 15.7         
  • პროფილი - 70x20mm       
  • საფეხურების რაოდენობა - 3x9

უპირატესობები:

  • მოქნილობა
  • გამძლეობა
  • ხარისხიანი მასალა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება