წაიკითხე, სანამ მაგიდის სანათს შეიძენ

მაგიდის სანათი ფრიად კომპაქტური და გამოსადეგი ხელსაწყოა. სხვადასხვა სიტუაციაში ერთგულ მეგობრად მოგევლინებათ და უპირობოდ დაგეხმარებათ. მაგალითად მაშინ, როცა ღამით წიგნის კითხვა, წერა და ისეთი რამის კეთება მოგინდებათ, რასაც კარგი განთება სჭირდება. ასეთი საქმეებისთვის ნამდვილი მისწრებაა. ამბობენ, ერთი მაგიდის სანათი ყველა სახლში უნდა იყოსო და როგორ გინდა არ დაეთანხმო ?! ინსტრუმენტი შესაძლოა ხშირად დაგჭირდეთ, ყოველ შემთხვევაში გამოუყენებლობისგან მტვერი ნამდვილად არ დაედება.

რა კრიტერიუმით უნდა შეარჩიოთ ხელსაწყო ?

მაგიდის სანათები ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. რთულია არაფერია, მთავარია დეტალებსაც ჩაუღრმავდეთ და ყველა მახასიათებელს სათითაოდ შეავლოთ თვალი. გირჩევთ, სიმძლავრით დაიწყოთ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა. აქ სამი კატეგორიის ხელსაწყოები გამოიყოფა. პირველ ადგილს მძლავრი ინსტრუმენტები იკავებს. ასეთ მაგიდის სანათებს მაქსიმალური მონაცემები აქვს და სივრცეს შორ მანძილზე ანათებს. მეორე საფეხურზე საშუალო სიმძლავრის მქონე ხელსაწყოებია. ზოგჯერ თვალს ძლიერი ნათება სულაც არ მოსწონს და  დაბალანსებული, ნაკლებად მკვეთრი ფერები ურჩევნია. თუ კი თქვენც ასე ხართ, მაშინ საშუალო მონაცემების მქონე ინსტრუმენტი მისწრებაა. მესამე კატეგორიას კი დაბალი განთების მქონე სანათები იკავებს. ასეთ ხელსაწყოებსაც აქვს თავისი წილი უპირატესობები. ინსტრუმენტი კარგი გამოსაყენებელია მაშინ, როცა ოთახში სრული სიბნელეა და კონკრეტული ადგილის განათება გჭირდებათ.

  • ფერის ტემპერატურა

როცა საქმე ნათურას ეხება, ფერის ტემპერატურას ყოველთვის ყურადღება უნდა მიაპყროთ. ძირითადად, ორი სახის ნათება არსებობს და აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ. ამ შემთხვევაში, ყველაფერი თქვენზე დამოკიდებული. არ არსებობს კარგი და ცუდი ფერის ტემპერატურის მქონე ხელსაწყო. საქმე იმაშია, თუ თქვენ როგორს ანიჭებთ უპირატესობას. ნათება ორგვარია: თეთრი (ე.წ. ცივი) და ყვითელი (ე.წ. თბილი.) ზოგიერთი ადამიანის თვალი პირველს არის შეჩვეული, ზოგსაც კი თბილი ნათება ურჩევნია.

  • მასალა

მასალა ხელსაწყოს გამართულობაში დიდ როლს თამაშობს. სხვა მონაცემებთან ერთად, ამ მხრივაც მწყობრში უნდა იყოს და მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადდეს. მაგიდის სანათები, ძირითადად, მეტალისა და პლასტმასისგან იქმნება. ზოგჯერ მხოლოდ რომელიმე ერთისგან ან შესაძლოა ორივე შერეული იყოს. მოკლედ, აღნიშნული მასლა სანათის დასამზადებულად კარგია და ჩვენთანაც სწორედ ასეთი ხელსაწყოები დაგხვდებათ.

  • ფერი

სხვა მახასიათებლებთან შედარებით, სანათის ფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა იქნებ თქვენთვის ასე სულაც არ არის. აქ ჩვენ ვერ ჩავერევით, რადგან მთლიანად გემოვნების საკითხია და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენთან ამ კუთხითაც ფართო არჩევანია, ამიტომ, თუ სხვა ფერების ნახვა გსურთ, Holst.ge - ზე სანათების განყოფილებას ეწვიეთ.

  • გარანტია

ხშირად ჩნდება კითხვა, საერთოდ რა საჭიროა გარანტია ? სიმართლე ითქვას და ეს უკანასკნელი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქარხნულ დეფექტზე თუ გსმენიათ რამე ? ასეთი წუნი, ძირითადად, მუშაობის პროცესში ვლინდება, მანამდე კი ვერავინ ადგენს. საგარანტიო ტალონი სწორედ ამ პრობლემას აგვარებს. როგორ ? ძალიან მარტივად. ასეთ დროს ნივთი სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, სადაც გულდასმით შეაკეთებენ და უკან უდეფექტო მდგომარეობაში დაგიბრუნებენ. გარანტიის გარეშე კი არაფერი გამოვა, ამიტომ, კარგად შეინახეთ და საჭიროების ჟამს გვერდით იგულეთ.

ორი ბუმბერაზი ბრენდი

Linus- ი და Ledex - ი ნამდვილად დიდი ბრენდებია, რომლებიც თავს ყველას დადებითად ამახსოვრებს. თუ კი რომელიმესთან ერთხელ მაინც გადაკვეთილხართ, გეცოდინებათ კიდეც. ორივე ბრენდი ხარისხიან პროდუქტს ქმნის, სწორედ ამით იმსახურებენ მომხამრებლების ნდობასა და სიყვარულს. მაგიდის სანათები კი მაღალი რესურსებითა და გამძლეობით გამოირჩევა. ხელსაწყოები ხარისხიანი მასალისგან მზადდება და დროთა სვლას კარგად უძლებს. მოკლედ, ორივე ბრენდის არჩევის შემთხვევაში დარწმუნებით ვამბობთ, რომ კმაყოფილები იქნებით.

რატომ Holst.ge ?

მაგიდის სანათების გამო ქალაქის საცობს, მაღაზიის რიგს და სხვა მსგავს უსიამოვნებებს რამდენად გაუძლებდით? ვფიქრობთ, მსგავსი დისკომოფრტის შექმნა საჭირო არ უნდა იყოს და სწორედ ამიტომ Holst.ge საუკეთესო გამოსავალია. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია და 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასოა.

LINUS LED-02647 მაგიდის სანათი შავი 7W 2700-6500K

Linus led მაგიდის სანათს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში სიმძლავრეს გამოვყოფთ, რადგან მეტად მნიშვნელოვანი მახასიათებელია. თუ კი ძლიერი განათების მქონდე ხელსაწყოს ეძებთ, მაშინ ეს ისაა და დაიტაცეთ. ინსტრუმენტი საკმაოდ დიდ ტერიტორიას სწვდება და მიმდებარე სივრცეს კარგად ანათებს. მაგიდის სანათი ენერგოეფექტურობითაც გამოირჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე ელექტროენერგიას მოიხმარს და შესაბამისად, ცოტას წერს.

LINUS magidis sanati

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 2700K-6500K
  • განათების სიმძლავრე - 580 lm       
  • ტიპი - LED   
  • კორპუსის ფერი - თეთრი     
  • მასალა - პლასტმასი 
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 1.55         
  • სიმძლავრე (W) – 6

უპირატესობები:

  • განათების სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ენერგოეფექტურობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა

LINUS LED-02678 მაგიდის სანათი თეთრი 6W 2700-6500K

მეორე მოდელი ოდნავ განსხვავებულია. მაგიდის სანათი თეთრი ფერისაა და კომპაქტურია. ძირითადად, ყველა მსგავსი სახის ხელსაწყო მსუბუქი და კომფორტულად გამოსაყენებელია, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო მეტად. პლასტმასისგან დამზადებული მაგიდის სანათი დიდხანს ძლებს და ეფექტურობას ბოლომდე ინარჩუნებს. ხელსაწყოს საკმაოდ მაღალი მონაცემები აქვს. განათების სიმძლავრიდან დაწყებული და სხვა წვრილმანებით დასრულებული, ყველაფერი მწყობრშია.

LINUS LED magidis sanati

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 2700K-6500K
  • განათების სიმძლავრე - 550 lm       
  • ტიპი - LED   
  • კორპუსის ფერი - თეთრი     
  • მასალა - პლასტმასი 
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 0.95         
  • სიმძლავრე (W) – 6

უპირატესობები:

  • გამძლე მასალა
  • გარანტია
  • სიმსუბუქე
  • ენერგოეფექტურობის მაღალი კლასი

LEDEX-72149 მაგიდის სანათი Robotop თეთრი

Ledex - ის მაგიდის სანათებზე გადავიდეთ და ახლოდან გავიცნოთ. ინსტრუმენტებს ბევრი ქება-დიდება არ სჭირდება, რადგან ყველაფერი ერთი შეხედვითაც ნათელია. თუ კი Ledex - ის ხელსაწყო ოდესმე გქონიათ, თავადაც გეცოდინებათ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელს, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ამასთანავე, საუკეთესო ფუნქციებითაა აღჭურვილი. ხელსაწყო მეტალისა და პლასტმასისგანაა დამზადებული და ხარისხიანია. პირვანდელ იერს დიდხანს ინარჩუნებს და გარეგნულობას რომ თავი დავანებოთ, ფუნქციურადაც ბოლომდე ეფექტურია.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - თეთრი     
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.45

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გარანტია
  • სიმძლავრე

LEDEX-72131 მაგიდის სანათი Moard შავი

Ledex- ის შავი მაგიდის სანათი დახვეწილობისა და მშვენიერების ნაზავია. ვფიქრობთ, ყველანაირი სახის ინტერიერს დაამშვენებს. ამ ყველაფერთან ერთად, ხელსაწყო ხარისხითაც გამორჩეულია. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ დიდხანს იმუშავებს და კმაყოფილს დაგტოვებთ. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. სახლიდან გაუსვლელად კი, Holst.ge - ზე შეიძენთ.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - შავი         
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.55

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი რესურსები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება