წაიკითხე, თუ გათბობის ქვაბის შეძენას აპირებ

ყურადღება ყველაფერს სჭირდება. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და სახლიდან გასვლის წინ, ალბათ, თქვენც ბევრჯერ შეგიმოწმებიათ, ჩართული ხომ არ გრჩებათ რამე. ნამდვილად მისასალმებელია და ასეც უნდა ვიქცეოდეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე კი მაშინ გვმართებს, როცა საქმე ცენტრალური გათბობის ქვაბს ეხება. აი, აქ კი მილიონჯერ უნდა გადავამოწმოთ, ყველაფერი წესრიგშია თუ არა. ასევე, მნიშვნელოვანია ინსტრუმენტის სწორად შერჩევა. აქ ამ მიზნით ვართ და მთავარ კითხვებს პასუხს გავცემთ.

პირველი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

რასაც ახლა ვიტყვით, აუცილებლად გაითვალისწინეთ. პირველი იმიტომ, რომ უსაფრთხოების მიზნითა საჭიროა და მეორე ის, რომ შერჩევაში დაგეხმარებათ. ცენტრალური გათბობის ქვაბი ღია სივრცეში უნდა დამონტაჟდეს. შეგიძლიათ შემოსასვლელიც აათვისებინოთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ორკამერიანი გათბობის ქვაბი. მთავარია, რომ აბაზანაში არ დაამონტაჟოთ. ხელსაწყო ცუდად რეაგირებს ნესტზე და საბოლოოდ, მწყობრიდან გამოდის. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ღია სივრცეში დამონტაჟება.

რა განსხვავებაა ორკამერიანსა და ერთკამერიან ინსტრუმენტს შორის ?

ამ მახასიათებელს დიდი მნიშვნელობა აქვს. იმით დავიწყოთ, რომ ცუდი არცერთი არ არის, უბრალოდ სხვადასხვა სივრციისთვისაა განკუთვნილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორკამერიანი ხელსაწყოს დამონტაჟება, შიდა სივრცეშიც შეიძლება. ოღონდ, უშუალოდ სააბაზანოში არა. ერთკამერიანი ცენტრალური გათბობის ქვაბი, ღია სივრცეს ითხოვს. უმჯობესია, თუ საერთოდ სახლის გარეთა კედელზე გადაიტანთ. თუ რატომ, ამას შემდეგ აბზაცში მოგიყვებით.

რა საჭიროა საკვამური ?

კითხვებს ნაწილ- ნაწილ მივყვებით და შემდეგ საკითხზე გადასვლის დროც დადგა. ინსტრუმენტების ნაწილს საკვამური მოყვება. ძირითადად, ორკამერიანებს ახლავს. ხელსაწყო ფილტრაციის საუკეთესო საშუალებაა. გათბობის ქვაბი მუშაობისას ნამწვს გამოყოფს. ოთახში დაგროვება კი ძალიან საშიშია. აუცილებელია, რომ გარე სივრცეში გაიფანტოს. ასე კი სრულიად უსაფრთხოა. საკვამური სწორედ გამტარის ფუნქციას ასრულებს. დაგროვილ საზიანო ნივთიერებებს ფილტრავს და გარეთ გააქვს. ასეთ შემთხვევაში კი სანერვიულო არაფერია. საკვამური საქმეს კარგად ასრულებს და უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავს.

სიმძლავრეზე რა შეიძლება ითქვას ?

როგორც წესი, მუდამ სიმძლავრით ვიწყებთ, რადგან ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში მნიშვენლოვანია. აქამდე ყურადღება სხვა საკითხებს დავუთმეთ, ახლა კი სიმძლავრესაც უნდა შევეხოთ. ამ შემთხვევაშიც არანაკლებ საყურადღებოა. რაც უფრო მძლავრია გათბობის ქვაბი, მით უკეთ მუშაობს და პრობლემა არასდროს ექმნება. ამჯერად, ორ ხელსაწყოს გთავაზობთ და თითოეულს მაღალი სიმძლავრე აქვს. ამიტომ, არცერთის არჩევის შემთხვევაში არ დაზარალდებით. ამ კუთხით, ორივე საუკეთესოა.

  • ტემპერატურის მაჩვენებელი

ინსტრუმენტებს შორის ბევრი განსხვავებაა. ზოგი შედარებით წვრიმლანია, ზოგიც მეტად მნიშვნელოვანია. მეორე კატეგორიაზე უკვე ვისაუბრეთ და დროა, უფრო მსუბუქ მახასიათებლებსაც შევეხოთ. ერთ- ერთი ასეთი საკითხი ტემპერატურის რეგულატორია. ნაწილს სენსორული აქვს, ზოგსაც კი მექანიკური. ცხადია, ვერცერთისკენ გადავიხრებით. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ერთი შეხედვით, სენსორული გათბობის ქვაბი მარტივი სამართავია. მონიტორზე შეხება და მაშინვე სასურველ ტემპერატურაზე რთავთ. თუმცა, დიდი დიკსომოფროტი არც მექანიკურის შემთხვევაში შეგექმნებათ.

  • გარანტია

ცენტრალური გათბობა კომფორტულია. ყველანაირად ასეა, მაგრამ ზოგჯერ დისკომოფრტიც იქმნება. მაგალითად, როცა ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება. შეძენის მომენტში კი ამის გაგება შეუძლებელია. მხოლოდ მუშაობის დროს ვლინდება. საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. Holst.ge - ზე არსებულ გათბობის ქვაბებს, სამ წლიანი გარანტია მოყვება. საგარანტიო ტალონი საიმედოდ შეინახეთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ. იმედი გვაქვს, რომ არ დაგჭირდებათ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის არის.

  • ფერი

ეს საკითხიც ნაკლებად მნიშვნელოვან კატეგორიაში გადის. თუმცა, იქნებ თქვენ ყურადღებას  აქცევთ? ცხადია, ესეც ბუნებრივია. ცენტრალური გათბობის ქვაბების უმეტესობა თეთრია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს საიტზე ასეთებია. სადა ვიზუალი აქვს და სითეთრეც უხდება. ძირითადად, ნებისმიერი სახის ინტერიერს შვენის.

  • წონა

პირდაპირ გეტყვით, რომ თითქმის ყველა გათბობის ქვაბი მძიმეა. გასაკვირი სულაც არ არის, პირიქით, ბუნებრივია. ხელსაწყო კედელზე მონტაჟდება და მისი გადაადგილება აღარ გიწევთ. შესაბამისად, სიმძიმით გამოწვეული დისკომფორტი ქრება. მთავარია, კარგად დაამონტაჟოთ და კედელიც მყარი იყოს. სხვა შემთხვევაში, პრობლემა არ არსებობს.

ბრენდები, რომლებიც Holst.ge - ზე დაგხვდებათ

ხარისხი ყოველთვის უპირატესობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ცუდად იქნება. უხარისხო ხელსაწყოები მალე ცვდება. შესაძლოა, მწყობრიდან სრულიად უწყინარმა მოვლენამ გამოიყვანოს. ასეთი გათბობის ქვაბი, კარგს არაფერს მოიტანს. მუდმივად შესაკეთებელი იქნება, ან სულაც გადასაგდები. უსაფრთხოების საკითხიც უმნიშვნელოვანესია. როგორც წესი, უხარისხო ინსტრუმენტები ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ კი ასეთი გათბობის ქვაბები არაფერში გჭირდება. სწორედ ამიტომ, Holst.ge - ზე მხოლოდ ხარისხიან ხელსაწყოებს იხილავთ. ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Winger და  Midea. ორივე ერთმანეთზე უკეთესია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ. ინსტრუმენტების შექმნისას, ნაფიქრი ყველაფერზე აქვთ. თითოეული დეტალი გულდასმითაა აწყობილი და შედეგიც ასეთივე კარგია.

რატომ Holst.ge ?

გარდა ზემოთ ნათქვამისა, Holst.ge - ს კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ხელსაწყოს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ვფიქრობთ, ძალიან კომოფრტულია და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მძიმე ინსტრუმენტს ეხება. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში წესები მარტივია. თითოეულ ხელსაწყოს მახასიათებლები აწერია. ამის მეშვეობით, სასურველ მოდელს მარტივად იპოვით. მონაცემებს ერთმანეთს შეადარებთ და რომელიც მეტად მოგეწონებათ, იმას შეიძენთ. თუ რჩევა გჭირდებათ, ჩვენი ოპერატორები სიამოვნებით დაგეხმარებიან. ასევე, შეგიძლიათ საიტზე განთავსებული საინფორმაციო სტატიები გადაიკითხოთ. ნივთის შერჩევის შემდეგ, ყველაფერი მარტივდება. თანხას იხდით და მონაცემების დამუშავებას ელოდებით. ამ პროცედურის შემდეგ კი მხოლოდ ლოდინი დაგრჩენიათ. რამდენიმე დღეში ნივთი თქვენთან იქნება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა.

WINGER -WGB26-KW - ცენტრალური გათბობის ქვაბი საკვამურით

Winger - ის ცენტრალური გათბობის ქვაბი, ხარისხიანი და მარტივად გამოსაყენებელია. სენსორული ტემპერატურის რეგულატორი აქვს და საქმეს წამში ასრულებს. გარდა ამისა, არც სიმძლავრე და წნევა აკლია. ორივე მონაცემი მაღალია, ეს კი დიდი უპირატესობაა. ინსტრუმენტს საკვამური მოყვება. როგორც უკვე ვთქვით, ეს მნიშვნელოვანი ატრიბუტი ჰაერს ფილტრავს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნამწვი გარეთ გააქვს. ამიტომ, შესაძლებელია შემოსასვლელში დაამონტაჟოთ. ეს პრობლემას არ შეგიქმნით. ინსტრუმენტს სამ წლიანი გარანტია მოყვება.

WINGER centraluri gatbobis qvabi

  • ბრენდი - WINGER   
  • პროდუქტის ტიპი - ცენტრალური გათბობის ქვაბი         
  • სიმძლავრე - 26kw/110W     
  • ზომა - 700x420x240 
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 3 წელი   
  • წონა (კგ) - 32
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 13.2kg/min       
  • წნევა - 0.4~-3bar/0.2~8bar     
  • გაზი - 2000Pa NG     
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display 
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული         
  • დაცვა - IPX4D Class1

კომპლექტაცია:      

  • საკვამური      

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • სენსორული ტემპერატურის რეგულატორი
  • გარანტია

WINGER -WGB20-KW - ცენტრალური გათბობის ქვაბი საკვამურით

Winger ალტერნატივას ყოველთვის გთავაზობთ. თუ წინა გათბობის ქვაბი, თქვენს პარამეტრებს ვერ მოერგო, იქნებ ეს მოდელია შესაფერისი ? განხილულ ინსრუმენტთან ბევრი საერთო აქვს, მაგრამ განსხვავებებიც მოიძებებნება. მახასიათებლებში მცირედი სხვაობაა. მაგალითად, ოდნავ ნაკლები მოცულობისა და სიძლავრეც მცირეა . წინა მოდელის მსგავსად, საკვამური მოყვება, სამ წლიანი გარანტია და ტემპერატურის სენსორული რეგულატორი აქვს. ფასის მხრივ, მეტად ხელმისწვდომია. ხარისხი კი უცვლელია.

WINGER centraluri gatbobis qvabi

  • ბრენდი - WINGER   
  • პროდუქტის ტიპი - ცენტრალური გათბობის ქვაბი         
  • სიმძლავრე - 20kw/110W     
  • ზომა - 700x420x240 
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 3 წელი   
  • წონა (კგ) - 32
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 10.2kg/min       
  • წნევა - 0.4~-3bar/0.2~8bar     
  • გაზი - 2000Pa NG     
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display 
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული         
  • დაცვა - IPX4D Class1

კომპლექტაცია:      

  • საკვამური

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • მაღალი წნევა
  • სამ წლიანი გარანტია
  • ტევადობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება