წინა კაცი უკანასი ხიდიაო... მით უმეტეს, თუ ხელში ფანარიც უჭირავს...

გზები მაინც გამინათე მთვარეო, მზეო და ვარსკვლავებო კი არა, საერთოდ არაფერი უნდა მივანდოთ ვინმეს და რამეს - თავად უნდა ჰქონდეს ადამიანს იმის შესაძლებლობა, რაც სჭირდება, ბოლომდე მიიყვანოს.

კაი გემრიელი სადღეგრძელოსავით დასაწყისი კი გამოვიდა, თუმცა მცირე კორექტირების შეტანა თამამად შეიძლება, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები გვაძლევს იმის საშუალებას, ბევრი „რამე“ დავიხმაროთ და ამ „რამეში“ ერთ-ერთ წამყვან ადგილს ფანარი იკავებს.

მაინც, რაში შეიძლება დაგვეხმაროს ფანარი? დეტალური აღწერა თუ დავიწყეთ, კაი ხანს მოგვიწევს მსჯელობა, მაგრამ მოდით, ორიოდ სიტყვით მაინც შევაქოთ ფანრები...

ფანრების ძირითადი სახეობები

ჩვეულებრივ, ფანრები შემდეგ ტიპებად იყოფა:

  • ხელის ფანარი - „ტრადიციული“ და ყველასთვის კარგად ნაცნობი ფანარი, რომლის ზომებიც შესაძლოა, იყოს როგორც ადამიანის ჯიბეს მორგებული, ისე, საკმაოდ მოზრდილი. რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში, უდიდესი ფართობის განათება შეუძლია;
  • ბრელოკი - კომპაქტური ფანრები, რომელთა სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა გზა ფეხებთან გაინათოს;
  • ტაქტიკური - მაგრდება იარაღზე. როგორც წესი, იყენებენ სამხედროები, მცველები და მონადირეები;
  • ველოფანრები - მაგრდება ველოსიპედებზე და ანათებს დაახლოებით 10-20 მეტრის მანძილზე. არის გამძლე და მდგრადი ვიბრაციებისა და დარტყმების მიმართ;
  • შუბლის - თავზე ან ჩაფხუტზე ქამრის დახმარებით მაგრდება. ასეთი ფანარი ადამიანს საშუალებას აძლევს, ხელები თავისუფლად ჰქონდეს და საქმე დაუბრკოლებლად აკეთოს. პოპულარულია ტურისტებში, სპელეოლოგებში, ხელოსნებში და ასე შემდეგ;
  • შორი განათების - ზემძლავრი მოდელი, რომელიც დაახლოებით 150-200 მეტრის მანძილზე ანათებს. განსაკუთრებით აქტუალურია სამხედროებსა და მონადირეებში.

რა პარამეტრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება

სინათლის ნაკადი. ეს არის მახასიათებელი, რომელიც მიუთითებს, რა რაოდენობის სინათლეს გამოიმუშავებს ფანარი და რომლის საზომი ერთეული ლუმენი გახლავთ. გასათვალისწინებელია, რომ უხარისხო ფანარი სუსტად ანათებს, თუმცა მოიხმარს იმდენსავ ენერგიას, როგორც ხარისხიანის შემთხვევაში. ამდენად, ფანრის სიმძლავრე ყოველთვის განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნება.

ნათების ტემპერატურა. აღნიშნული მახასიათებელი ფანრის ნათების ფერს განსაზღვრავს. იაფფასიანი მოდელს ცივი ნათება აქვს ცისფერი შეფერილობით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, თვალებსაც ძაბავს და საგნების აღქმასაც ამახინჯებს. ოპტიმალურია, შეარჩიოთ მოდელი, რომლის ნათების ტემპერატურა 2500-5000 ერთეულით არის განსაზღვრული.

კლასიფიკაციისთვის გამოიყენება აღნიშვნა Cool White (ცივი) – 6500k-დან, Neutral White  (ნეიტრალური) – 3400-დან 5000-მდე, Warm White (თბილი) – 2200-3000k.

კვების წყარო. შესაძლებელია, შეიძინოთ ფანრები როგორც ჩაშენებული აკუმულატორით, ისე, ელემენტებზე მომუშავე.

დენის სტაბილიზაცია. უზრუნველყოფს კაშკაშა განათებას მაშინაც კი, როცა ელემენტი სუსტად არის დატენილი. არსებობს სრული სტაბილიზაცია, როცა ფანარი სრული სიკაშკაშით ანათებს, ხოლო ელემენტის დაცლისას გადადის ნათების საშუალო ან დაბალ რეჟიმზე და ანათებს იქამდე, ვიდრე ელემენტი სრულად არ დაიცლება.

გაგრილება. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ფანარი საკმაოდ ხურდება, რის გამოც მისი ექსპლოატაციის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ამის გამო, წამყვანი მწარმოებლების პროდუქცია, ხშირ შემთხვევაში, თბოარინების ელემენტებსაც ითვალისწინებს.

წყალგამტარობა. ეს პარამეტრი მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, მყვინთავებისთვის, მეთევზეებისთვის და ასე შემდეგ.

 

Holst.ge-ზე წამყვანი ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი, ოპტიმალური ვარიანტის არჩევა კი მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

თუკი კითხვები გაგიჩნდათ, ყველაფერზე ამომწურავად გიპასუხებთ, მანამდე კი შეგიძლიათ, სასურველი მოდელი შეარჩიოთ...

 

LEDEX-87223 ფანარი 1W LED 4hrs Solar

Ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:65.7lm სუსტი ნათება:24.6lm
  • ნათების მანძილი - 50m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • ელემენტი - 4V 400mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა -12-15 სთ
  • ზომა - φ51X175mm
  • მასალა - პლასტმასი
  • დამატებითი მახასიათებლები - მზის ენერგიაზე დატენვის ფუნქცია
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869151487223
  • წონა (კგ) - 0.15
  • სიმძლავრე (W) - 1
  • პროდუქტის ტიპი - ფანარ

LEDEX-22142 ფანარი თავზე დასამაგრებელი 3W LED 6hrs

Ledex tavze dasamagrebeli fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:197lm სუსტი ნათება:73lm
  • ნათების მანძილი - 150m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1.5 სთ სუსტი ნათებით:6 სთ
  • ელემენტი - 4V900mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ8095mm
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869141422142
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX-22128 ფანარი 7W LED 20hrs

Ledex LED fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:275lm სუსტი ნათება:94lm
  • ნათების მანძილი - 250m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:5 სთ სუსტი ნათებით:20 სთ
  • ელემენტი - 4V 4000mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - 226X126X148mm
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869141422128
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) - 7
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება