ტოპ 4 უსაფრთხო და გამძლე წყლის გამაცხელებელი |
ტოპ 4 უსაფრთხო და გამძლე წყლის გამაცხელებელი |
წყლის გამათბობელი ყველასთვის საჭირო და ნებისმიერი სეზონისთვის გამოსადეგი ხელსაწყოა. თუმცა, ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყინულივით ცივი წყალი, მცირე დროითაც კი აუტანელი ხდება. ამიტომ, ნებისმიერი ონკანის მოშვებისას, სითბო უკეთესია. გაზის კალონკისთვის ყურადღების მიქცევა ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ ზამთარში მაინც ყველაზე მეტად სჭირდება. ყინვა ხშირად მილებს აზიანებს და კალონკაც მწყობრიდან გამოდის. ხარისხიანი გაზის წყლის გამათბობელი კი, უმეტესად მსგავსი პირობების ამტანია. გამძლე ხელსაწყოს მეშვეობით, ნებისმიერ სეზონს უსაფრთხოდ და კომფორტულად გაატარებთ. ასეთ მარჯვე გამაცხელებლებს, ჩვენ შემოგთავაზებთ.
Holst.ge - ზე ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასებია. ბრენდები საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს გთავაზობთ და ამაზე სრულად პასუხისმგებლები არიან. გაზის წყლის გამათბობლებში MIDEA გამოირჩევა. თითოეული მათგანი საჭირო ატრიბუტითაა აღჭურვილი და ცალკე შეძენა არ გჭირდებათ. გარდა ამისა, გამძლეა, რაც გაზის კალონკისთვის აუცილებელი მახასიათებელია.
გაზის კალონკის აღნიშნული მოდელი ორკამერიანია და მუდმივი ტეპერატურის სისტემა აქვს. წყლის გათბობაზე ლოდინი პრობლემად რომ არ იქცეს, ნებისმიერ დროს სითბოს უნარჩუნებს. ტემპერატურის რეგულატორი სენსორულია და მარტივი შეხებით შეცვლით ან გამორთავთ. სიმძლავრიდან გამომდინარე, დიდხანს მუშაობას და ძლიერ დატვირთვას თავისუფლად იტანს. საშუალო ზომის გამო, კედელზე მცირე ადგილს იკავებს. ასევე, გამორჩეულია ავზის მოცულობით. ორკამერიანი გაზის წყლის გამათბობელი უპირატესობით სარგებლობს. მუშაობისას გამოყოფილი ნამწვი გარეთ გააქვს და ოთახში არ ტოვებს. კომპლექტაციაში კი საკვამური მოყვება. ოქროსფერი წყლის გამაცხელებელი ინტერიერს საუცხოო ელფერს შესძენს და თქვენც კომფორტს გაგრძნობინებთ.
უპირატესობები:
მეორე გაზის წყლის გამაცხელებელი, ასევე, ორკამერიანია და კომპლექტაციაში საკვამური მოყვება.გამოყენებისას წარმოქმნილ მცირე გამონაბოლქვს გარეთ ფანტავს. სენსორული ტემპერატურის რეგულატორით, მეტად მარტივი სამართავია. ამით სასურველ მაჩვენებელზე დააყენებთ და წყალსაც შესაბამის ტემპერატურაზე გააცხელებს. ზუსტად ისეთივე ავზის მოცულობა აქვს, როგორც წინა მოდელს. რამდენიმე სიტყვა დახვეწილ დიზაინზეც უნდა ითქვას. თეთრი ფერის კალონკა, ნებისმიერ კედელს დაამშვენებს.
უპირატესობები:
გაითვალისწინეთ რომ ერთკამერიანი გაზის წყლის გამაცხელებელი, გარეთა კედელზე უნდა დამონტაჟდეს. დაგროვილი ნამწვი ოთახში რომ არ დაგროვდეს, ამიტომაც ასეა სასურველი. ტემპერატურის რეგულატორი მექანუკური აქვს და ღილაკების მეშვეობით მართავთ. შერჩევისას კედლის ფართობიც გაითვალისწინეთ. ნაკლები მოცულობისა და წონის წყლის გამაცხელებელი, შედარებით ცოტა ადგილს იკავებს. ეს მოდელი კი, ზუსტად ასეთია. საშუალო ზომის ავზი 10 ლიტრ წყალს იტევს, რაც ნორმლური მოცულობაა. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, გარანტიით ისარგებლებთ. გამორჩეული დიზაინისა და თეთრი ფერის წყლის გამაცხელებელი ყველანაირ კედელს დაამშვენებს.
უპირატესობები:
Midea მრავალფეროვან შემოთავაზებებს აგრძელებს. კიდევ ერთ ხარისხიან და გამძლე წყლის გამაცხელებელს, ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. წარმოდგენილი გაზის კალონკა ერთკამერიანია და ტემპერატურის მექანიკური რეგულატორი აქვს. ერთი შეხედვით, სენსორული სისტემა გაცილებით მარტივია, მაგრამ პრობლემა არც ღილაკებშია. სასურველ ტემპერატურაზე გადართვას მარტივად მოახერებთ. ავზის მოცულობა საკმარისად ტევადია. სიმძლავრის მეშვეობით, დაბალ წნევაზეც კარგად მუშაობს. თეთრი ფერის ეფექტური წყლის გამაცხელებელი, მხოლოდ კმაყოფილს დაგტოვებთ.
უპირტესობები:
წყლის გამაცხელებელი ხარისხიანი და გამძლე უნდა იყოს. კალონკის არჩევისას ყურადღება ბევრ დეტალზე უნდა გაამახვილოთ. უხარისხო გამაცხელებელი ადვილად ფუჭდება, ხშირად გამოცვლა კი, მარტივი არ არის. ამიტომ, უმჯობესია საუკეთესო შეარჩიოთ და მრავალი წლის განმავლობაში გემსახუროთ.
წყლის გამაცხელებლები მოცულობა განსხვავებულია. ხშირად მოხმარების შემთვხევაში დიდი ტევადობის ავზი, საუკეთესო არჩევანია. რაც უფრო მეტია მოცულობა და წონა, მით უფრო ფართო ადგილს იკავებს კედელზეც. ამიტომ, ამ პარამეტრების გათვლა წინასწარაა საჭირო. შედარებით პატარა ტევადობის კი, ვიზუალურადაც მცირე ზომისაა. თითოეული მოდელი მაღალი სიმძლავრით ხასიათდება, რაც მნიშვნელოვანი დეტალია. ტემპერატურის რეგულატორი ორგვარია: სენსორული და მექანიკური. ორივე მარტივი სამართავია, მაგრამ თქვენთვის მეტად კომფორტული შეარჩიეთ. თუ კალონკის დამონტაჟებას გარეთა კედელზე აპირებთ, მაშინ ერთკამერიანიც გამოგადგებათ. შიდა კედლისთვის კი ორკამერიანია საჭირო, რათა გამოყოფილი ნამწვი გაფილტროს და საკვამურის მეშვეობით, გარეთ გაიტანოს. ფერის არჩევა კი, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თეთრი და ოქროსფერი გამაცხელებელი კედელს საუცხოო ელფერს სძენს.
ხარისხიანი გამათბობელი აუცილებელია თქვენი უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა ზამთარში, როცა ყინვა მარტივად აზიანებს მილებს და სისტემას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კალონკის სწორად დამონტაჟება. სააბაზანოში ადგილის გამოყოფა, არასწორი გადაწყვეტილებაა. ცხელი წყლის ორთქლი ფუნქციურად არღვევს და მწყობრიდან გამოსული კალონკა, სიცოცხლისთვის საშიშია. ხელსაწყოს დამონტაჟება სასურველია დიდ სივრცეში ან სულაც გარეთა კედელზე. ამ შემთხვევაში სრულიად უსაფრთხოა.
წყლის გამაცხელებელს ბევრ ადგილას შეიძენთ, მაგრამ თუ კომფორტის მოყვარული ხართ, მაშინ Holst.ge საუკეთესო ალტერნატივაა. მსგავსი პროდუქციის არჩევა დაკვირვებულობას მოითხოვს. სხვადასხვა მოდელების შედარება და დეტალებზე ყურადღების გამახვილება კი, რთულია. მაღაზიებში სიარული განსაკუთრებით გადაგღლით. ამავდროულად, დროის ფაქტორიც არ დავივიწყოთ. თავისუფალ საათებს მაღაზიებში სიარულში დაკარგავთ და იქნებ რიგში დგომაც მოგიწიოთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია. ამიტომ, საიტს მშვიდად ჩაუჯდებით და მარტივად შეარჩევთ. კოფორტული კი, ბევრი მიზეზის გამოა. Holst.ge 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანას გთავაზობთ. სასურველ ხელსაწყოს კი, სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ. საჭიროების შემთხვევაში, განვადებითაც ისარგებლებთ.