წყლის გამათბობელი - კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტია |
წყლის გამათბობელი - კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტია |
წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება წყლის გამათბობლის გარეშე? რა თქმა უნდა, პასუხი ნათელია - არა. ადამიანი თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ცხელი წყლით სტაბილურად მომარაგებას ერთ-ერთ ძირითად საჭიროებად თვლის და ამ რესურსის შეწყვეტა მისი მთელ რუტინას თავდაყირა აყენებს. ამიტომ იმისათვის, რომ ზედმეტი ნერვიულობა თავიდან აიცილოთ, თან საკუთარი უსაფრთხოებაც დაიცვათ და კომფორტულობაც, საუკეთესო წყლის გამათბობელი დაგჭირდებათ. გირჩევთ, ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge-ს ვებ გვერდზე წყლის გამათბობელთა და ცენტრალური გათბობის ქვაბთა ფართო არჩევანს გადაავლოთ თვალი და შეუკვეთოთ თქვენი სახლის შესაბამისი პროდუქტი.
ცენტრალური გათბობის სისტემა შენობის მთელ ინტერიერს ან ნაგებობის გარკვეულ ნაწილს სითბოთი უზრუნველყოფს და მოიცავს ერთი წერტილიდან მრავალ ოთახამდე არეალს. იგი ყველაზე ხშირად გამოიყენება ცივ კლიმატში, შენობის ან შენობების ჯგუფის გასათბობად და შეადგენს თანამედროვე კომერციული შენობების, საოფისე შენობების, მაღალსართულიანი საცხოვრებელი, სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მნიშვნელოვან ნაწილს. დღეისათვის საერთაშორისო ბაზარზე მრავალი სხვადასხვა ტიპის ცენტრალური გათბობის სისტემებია წარმოდგენილი. კონკრეტულად, წყლის გამაცხელებელი ქვაბი მილებში ანაწილებს თბილ წყალს და შემდგომ მიაქვს რადიატორებამდე ჰაერის გასათბობად. დიდ სისტემებში ჩვეულებრივ ორთქლი და ცხელი წყალი ანაწილებენ სითბოს. ამასთან, არ არსებობს ყველა გარემოსთვის შესაბამისი და სტანდარტული ცენტრალური გათბობის სისტემა და თითოეული პროექტი მოითხოვს სისტემის განსაზღვრულ მოთხოვნებზე მორგებას. სწორად დაპროგრამებული ცენტრალური გათბობის ქვაბი სრული უსაფრთხოების დაცვიტ მუშაობს, ავტომატური კონტროლის საშუალებით ოპტიმიზირებულია და შეუძლია ამ სისტმის მუდმივად მონიტორინგი და ავტომატურად დარეგულირება. ცენტრალურ გათბობასა და ადგილობრივ გათბობას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ცენტრალური გათბობით სითბოს გამომუშავება ხდება ერთ ადგილზე, მაგალითად, სახლის იმ ერთ ოთახში სადაც დამონტაჟებულია. სითბოს წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული მეთოდი გულისხმობს კალოკაში ან ქვაბში საწვავის წვას. ჩვეულებრივ შედეგად მიღებული სითბოს განაწილება ხდება - სადინარში ჰაერის გადასროლით, მილებში წყლის მიმოქცევით ან მილების ორთქლით შევსების შედეგად. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ადამიანები ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ცდილობენ და შესაბამისად, უფრო ხშირად სითბოს წყაროდ მზის ენერგიას იყენებენ. სითბოს განაწილება ამ შემთხვევაშიც წყლის დამხარებით ხდება. თანამედროვე წყლის გამათბობელი სისტემების უმეტესობა ტუმბოს იყენებს ყველა რადიატორამდე თანაბარი სითბოს მისატანად. აღსანიშნავია, რომ გათბობის ნაწილებს (რადიატორებს ან გამწოვს) ჩვეულებრივ ოთახის ცივ ნაწილში ამონტაჟებენ, ჩვეულებრივ, ფანჯრების გვერდით. ცენტრალური გათბობის სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ იგი სითბოთი უზრუნველყოფს შენობის მთელ ინტერიერს ან სურვილისამებრ მის გერკვეულ ნაწილს.
მახასიათებლები
უპირატესობები:
წყლის გამათბობლის შეძენამდე წინასწარ აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, თუ მისი რომელი ვარიანტია თქვენი ბინისთვის შესაბამისი, გაზზე მომუშავე თუ ელექტრო ენერგიაზე და სად აპირებთ მის დაყენებას. თუკი სახლში გაზის გაყვანილობა გაქვთ, გირჩევთ გაზის კალონკას მიანიჭოთ უპირატესობა. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ ინტერიერის დიზაინზე ზრუნვა და ხელსაწყოს ფერთა პალიტრა დასამონტაჟებელი ოთახის გარემოს შეუსაბამეთ. წყლის კალონკის შერჩევისას დააკვირდით, თუ რამდენად დიდხანს შეუძლია მას ტემპერატურის შენარჩუნება და ავზის რამდენად მაღალი სიმძლავრე და დიდი მოცულობა აქვს. ამ მაჩვენებლების სიდიდე პირდაპირპროპორციულად უკავშირდება ხელსაწყოს სანდოობას და ეფექტურად და ხანგრძლივად ფუნქციონირებას. რაც უფრო დიდია ავზის მოცულობა, თქვენი წყლის კალონკა ბევრად მეტ წყალს გაგიცხელებთ მოკლე დროში.
მახასიათებლები:
უპირატესობები:
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ წყლის გამათბობელზე საუბრისას და განსაკუთრებით გაზის კალონკის განხილვისას უპირველესად აუცილებლად უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროთ და მაქსიმალურად უნდა დაიცვათ თავი, ამიტომ გირჩევთ, შეიძინოთ ავტომატური დაცვისა და რეგულაციის სისტემის მქონე ხელსაწყო, რომელიც მისი ჩაქრობის შემთხვევაში კატასტროფას თავიდან აგაცილებთ და გაზსაც თავისით გამორთავს. ამასთანავე წყლის გამაცხელებლის შეძენისას რეკომენდირებულია წყლის იმ მოცულობის წინასწარ განსაზღვრა, რომელზეც მას მოუწევს მუშაობა. გირჩევთ არჩევანი მაღალი სიმძლავრის კალონკაზე შეაჩეროთ, რათა პროდუქტის ეფექტურად და ხანგრძლივად მუშაობა უზრუნველყოთ. ამასთანავე ფინანსურად მომგებიანი არჩევანია პროდუქტი, რომელსაც თან კომპლექტაცია მოჰყვება და წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდს, რომელიც უკვე ცნობილია უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.
ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge მუდამ თქვენი საქმიანობის გამარტივებაზე ზრუნავს და განვადების არაჩვეულებრივ პირობებსაც გთავაზობთ, აუცილებლად ეწვიეთ მის ვებ გვერდს და შეარჩიეთ თქვენი ბინის შესაბამისი სანდო, ხარსხიანი და გამძლე წყლის გამათბობელი.