რა უნდა გაითვალისწინოთ წყლის გამათბობლის შეძენისას |
რა უნდა გაითვალისწინოთ წყლის გამათბობლის შეძენისას |
კაცობრიობა უძველესი დროიდანვე ცდილობდა კომფორტული გარემოს შექმნას, შესაბამისად, დღეისათვის თანამედროვე ადამიანისთვის წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემების მოწესრიგებულობა უპირველეს ადგილზეა, რადგან მათ გარეშე პირველად მოთხოვლნილებებსაც კი ვერ დავიკმაყოფილებთ. ამიტომ როცა საქმე სანტექნიკასა და გათბობას ეხება, გირჩევთ შენობაში მათი დიდი ხნით გამართულად მუშაობისთვის თავიდანვე მაღალი ხარისხის პროდუქციაზე შეაჩეროთ არჩევანი. ეს თქვენს დროსაც დაზოგავს და თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ პრობლემებს. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენს დახმარებას ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge შეძლებს. თქვენ მის ვებ გვერდზე შეხვდებით წყლის გამათბობელთა წყლის გამათბობელთა და ცენტრალური გათბობის ქვაბთა ფართო არჩევანს, რასაკვირველია, ეს პროდუქტები უპირველეს ყოვლისა თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
როგორ შევარჩიოთ წყლის გამაცხელებელი
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ არსებობს წყლის კალონკის ორი ტიპი, ერთ-ერთი მათგანი გაზის საშუალებით მუშაობს, მეორე კი ელექტრო ენერგიის. ამიტომ ვიდრე პროდუქტს შეარჩევთ გაითვალისწინეთ თუ რომელი უფრო გამოგადგებათ და მოსახერხებელი იქნება თქვენი სახლისთვის. ამასთანავე წყლის გამაცხელებლის არჩევისას ვითვალისწინებთ ოჯახის წევრების რაოდენობასაც, ანუ იმ ფაქტორს, თუ დაახლოებით, რა რაოდენობის წყალს მოიხმარს ოჯახი რეგულარულად (თუკი ყველანაირ ხარჯებს შევაჯამებთ გამოდის, რომ 50-დან 300 ლიტრამდე წყლის ფარგლებში უნდა შეარჩიოთ). ასევე უპირატესობა მიანიჭთ მაღალი სიმძლავრის პროდუქტებს.
თუ სახლში გაზის გაყვანილობა გაქვთ, თქვენთვის გაზის გამაცხელებლის შეძენა უფრო დიდი მოგებაა. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეკომენდირებულია დაცვის სისტემიანი კალონკის შეძენა, რომელსაც თავისი ავტომატური რეგულაციის სისტემა აქვს და გამოყენებისას გამათბობლის ჩაქრობის შემთხვევაში, გაზის მიწოდებასაც თავისით შეწყვეტს. ამასთანავე გაზის დახმარებით მომუშავე კალონკის უპირატესობაა ისიც, რომ ეკონომიურია, მაგრამ საჭიროებს ნამწვის გარეთ გასატან გამართულ სავენტილაციო სისტემას.
რაც შეეხება ელექტრო გამაცხელებელს, ის წყალს თერმო ელექტრო გამათბობლის დახმარებით აცხელებს, შესაბამისად, ამ პროცესის ეფექტურობა მისი ელემენტის მაღალ სიმძლავრეზეა დამოკიდებული. ამ ტიპის წყლის გამათბობლის შეძენისას, გირჩევთ, აუცილებლად იყიდოთ მისი თანმდევი მაგნიუმის ღერო (რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალოთ), რომელიც გამაცხელებლის მიერ ნალექის წარმოქმნას აფერხებს და ჟანგვის პროცესსაც აგარიდებთ თავიდან. ელექტრო გამათბობლები იყოფა გამდინარე და დამგროვებელ მოდელებად, დამგროვებელი არის ბევრად უფრო ეკონომიური, ელექტრო ენერგიის ხარჯის მხრივ. ასეთი ტიპის წყლის კალონკის ძირითადი დადებითი მხარე არის ის, რომ სახლის რამდენიმე წერტილში ერთდროულად შეგიძლიათ ცხელი წყლით სარგებლობა. მაგრამ უარყოფითი მხარეა ის, რომ ელექტრო გამათბობელი წყლის მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას აცხელებს, იმდენს, რამდენიც ავზშია. სამაგიეროდ გამდინარე მოდელი ბევრად მეტ ელექტრო ენერგიას იყენებს, თუმცა მისი გამოყენებისას მომხმარებელს ონკანის გახსნისთანავე შეუძლია ცხელი წყლით სარგებლობა, ლოდინი საჭირო აღარაა და უფრო კომფორტულია.
კალონკის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორ ადგილას აყენებთ მას ვერტიკალურსა თუ ჰორიზონტალურზე და შესაბამისი მოდელი შეარჩიოთ, ასევე გირჩევთ არჩევანი მაღალი სიმძლავრის წყლის გამაცხელებელზე შეაჩეროთ, რათა პროდუქტის ეფექტურად მუშაობა უზრუნველყოთ. ამასთანავე მნიშვნელოვანია, წყლის გამათბობელი ავტომატური ფუნქციებით იყოს დატვირთული, რათა მიღებული ტემპერატურა დიდხანს შეინარჩუნოთ და პროდუქტმა უსაფრთხოდ იმუშაოს. ასევე თუკი კალონკის დაყენებას გარე სივრცეში აპირებთ, შეიძინეთ გაყინვისგან დამცავი ფუნქციის მქონე. გარდა ამისა უმჯობესია ისეთ წყლის გამაცხელებელს მიანიჭოთ უპირატესობა, რომელიც წყალს მოკლე დროში ათბობს, ეს მისი ეფექტურობისა და ხარისხიანობის მაჩვენებელია და დამოკიდებულია ხელსაწყოს ავზის სიმძლავრესა და მოცულობაზე.
გამაცხელებელთა ტიპები:
მახასიათებლები:
უპირატესობები:
აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული მოდელი ორკამერიანია, რაც მის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს, მოჰყვება საკვამური და ტემპერატურის ავტომატური რეგულატორი, რაც მის გამოყენებას უსაფრთხოს ხდის.
მახასიათებლები:
უპირატესობები:
MIDEA-ს შემოთავაზებული მოდელი მომხმარებლისთვის ნამდვილი მოგებაა, რადგან მას წყლის მოცულობაც დიდი აქვს, შესაბამისად შეუძლია ერთდროულად ბევრი წყალი გააცხელოს, ამასთანავე ტემპერატურის მაჩვენებელი ციფერბლატიც მოჰყვება.
მახასიათებლები:
უპირატესობები:
მახასიათებლები:
უპირატესობები:
როგორც ხედავთ, ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge წყლის გამათბობელთა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, თქვენ მის ვებ გვერდზე მხოლოდ მსოფლიოში პოპულარულ ბრენდთა, ორიგინალ და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს შეხვდებით. გირჩევთ, ახლავე შეარჩიოთ თქვენი გემოვნების შესაბამისი პროდუქტი, შეუკვეთოთ და სულ მალე მიიღებთ სახლში. ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge მომხმარებლის ინდივიდუალურ გემოვნებას მუდამ ერგება და თქვენს კომფორტულობასა და დაცულობაზე ზრუნავს.