წყლის გამათბობლის არჩევა |
წყლის გამათბობლის არჩევა |
საბოლოოდ დგება ის დღე, როდესაც ონკანის მოშვებისას წყალი აღარ გათბება. როდესაც თქვენი წყლის გამაცხელებელი მწყობრიდან გამოდის, თქვენ შესაძლოა პანიკაში ჩავარდეთ ახლის შეძენამდე. განსაკუთრებით კი - ზამთარში, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ ცხელი წყალი. წყლის გამათბობელი ის ნივთია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, როგორც წესი, იქამდე არ გვახსენდება, სანამ მწყობრიდან არ გამოვა. წყლის გამაცხელებელი კულისებშია, ცხელი წყლით ამარაგებენ თქვენს მილებსა და საშხაპე კაბინებს, ონკანებს და ამით ასრულებენ დიდ, საჭირო სამუშაოს. საშუალოდ, ოჯახი ყოველდღიურად 64 გალონ წყალს მოიხმარს და საშუალოდ 1000 ლარი უჯდება წყლის გამათბობელის შენახვა წლიდან წლამდე. ფაქტობრივად, წყლის გათბობა კომუნალური გადასახადების 14-18%-ს შეადგენს.
ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ მუშაობს წყლის გამაცხელებელი და რა სახის მოვლა სჭირდება მათ. ასე რომ, თქვენ გეცოდინებათ როგორ აარჩიოთ გაზის კალონკა, რომელიც შეესაბამება თქვენი ოჯახის ბიუჯეტს.
ჩვენ შევადგინეთ წყლის გამათბობელის ყიდვის სახელმძღვანელო, რომელიც გაგიმარტივებთ პროცესს.
წყლის გამაცხელებელის არჩევა
ახალი წყლის გამათბობელის არჩევა სერიოზული საკითხია, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც სწორი არჩევანის შემთხვევაში 10-15 წელიწადში ერთხელ მიიღებთ. ვინაიდან, ეს არის წყლის გამათბობელის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ეფექტურობა უმნიშვნელოვანესია დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ხარჯები სულ უფრო და უფრო იზრდება. თუმცა, მეორეს მხრივ, წყლის გამაცხელებელი უფრო ენერგო ეფექტურია ვიდრე 20 წლის წინ იყო. ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ეკონომიური წყლის გამაცხელებელი, რომელიც განკუთვნილია გათვითცნობიერებული მომხმარებლებისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო ძვირი წყლის გამათბობელი უფრო დიდი სიმძლავრით და გაზის ხარჯების დაზოგვით.
ახალი წყლის გამაცხელებელის არჩევა ხდება შემდეგი ლოგიკური ნაბიჯებით:
განსაზღვრეთ თქვენთვის საჭირო ტიპი. ძირითადად არსებობს ორი ტიპის წყლის გამაცხელებელი. ერთი ჩვეულებრივ ავზიანია მეორე უტანკო სისტემა. გაზის წყლის გამათბობელი ძირითადად უტანკო სისტემაა. წყლის გაცხელებას იწყებს მაშინ, როცა ცხელი წყალი გჭირდებათ.
განსაზღვრეთ საჭირო სიმძლავრე
წყლის გამაცხელებელის სხვადასხვა გამტარუნარიანობისაა. ავზიანი წყლის გამათბობლები ტევადობის მაჩვენებლებს გალონ-საათებში ზომავს (FHR). უტანკო სისტემები იყენებენ გალონ-წუთში (GPM) გაზომვას.
განსაზღვრეთ სივრცე გაზის კალონკისათვის
დამონტაჟების ადგილი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელ წყლის გამაცხელებელს აირჩევთ. თუ თქვენ გაქვთ სახლი სარდაფით და ბევრი ოთახებით, დიდი სიმძლავრის წყლის გამაცხელებელი იდეალური იქნება. თუმცა, თუ თქვენი სახლი პატარა ზომისაა, მაშინ კომპაქტური და პატარა წყლის გამათბობელი შესანიშნავი იქნება.
განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი
ადამიანების უმრავლესობას დაწესებული აქვს ბიუჯეტის ზღვარი ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას. სავარაუდოდ თქვენც მსგავს სიტუაციაში ხართ. საერთოდ, მცირე მოცულობის წყლის გამათბობელი არის დაბალბიუჯეტური. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე განსაზღვრეთ ისეთი ხარჯებიც როგორიცაა ენერგიისა და გაზის გადასახადები, გარანტია და მოწყობილობის მომსახურების ვადა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გაზის წყლის გამათბობელის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ არის კამერების რაოდენობა. არსებობს ორი სახის გაზის წყლის გამაცხელებელი: ერთკამერიანი და ორკამერიანი. თითოეულს თავისი ანოტაცია გააჩნია.
ერთკამერიანი წყლის გამათბობელი
ერთკამერიანი წყლის გამათბობელი, იგივე შიდა წვის გაზის კალონკა, არ უნდა დაამონტაჟოთ საცხოვრებელ ფართში. ვინაიდან, ერთკამერიანი გაზის კალონკა ჟანგბადს იღებს ოთახიდან და ნამწვსაც იქ ტოვებს. ასეთ შემთხვევაში იზრდება CO-ს გამოყოფის შანსი, რაც მცირე რაოდენობითაც კი მომწამლავია ადამიანისთვის და შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მივიდეს. ვინაიდან, გაზის წვის დროს საჭიროა 10:9 თანაფარდობის ჟანგბადი (10 კუბური მეტრი წვისთვის საჭიროა 9 კუბური მეტრი ჟანგბადი) შესაძლოა ჟანგბადი, ანუ O2 საკმარისი არ აღმოჩნდეს ამ თანაფარდობისთვის და წვისთვის. საბოლოოდ კი CO2-ის მაგივრად, რასაც ადამიანისთვის საზიანო თვისებები არ გააჩნია, წვის პროცესის შემდეგ მივიღოთ CO. ერთკამერიანი წვის წყლის გამათბობელი უნდა დამონტაჟდეს გარეთ, ან ფარდულში.
ორკამერიანი წყლის გამაცხელებელი
ასეთი წყლის გამაცხელებელი ჟანგბადს გარედან მოიპოვებს და ნამწვიც გარეთ გააქვს. შესაბამისად, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ორ კმაერიანი წყლის გამათბობელის სახლში დამონტაჟება რისკს არ წარმოადგენს.
დარწმუნდით, რომ თქვენი წყლის გამაცხელებელი, რომლის დამონტაჟებასაც სახლში აპირებთ ნამდვილად ორ კამერიანია.
წყლის გამაცხელებელი Holst.ge-ზე
ჩვენი ინტერნეტ მაღაზია წყლის გამათბობლების დიდ არჩევანს გთავაზობთ. მათ რიგებშია გიგანტი ბრენდ Midea-ს პროდუქციაც, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია გაზის წყლის გამათბობელის წარმოებაში. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი გთავაზობთ სახლში მოტანის სერვის, ასე რომ ძალიან მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, წყლის გამაცხელებელი თქვენს მიერ მითითებულ ადგილას აღმოჩნდება.
განვიხილოთ ბრენდ Midea-ს წყლის გამათბობელი, ამ შემთხვევაში ერთ კამერიანი. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ერთ კამერიანი გაზის კალონკა არ შეიძლება სახლში დამონტაჟდეს. ასე რომ, თუ თქვენი გამათბობელისათვის განკუთვნილი ადგილი ამ ერთადერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შეგიძლიათ შეიძინოთ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ერთკამერიანი წყლის გამათბობელი გაცილებით იაფია. ამ წყლის გამაცხელებელს გააჩნია Led Display, რაც წყლის ტემპერატურის რეგულირებაში დაგეხმარებათ. ასევე მუშაობს 0,2-8 Bar წნევაზე და არ გექნებათ არასაკმარისი სიმძლავრის ჭავლის გამო, წყლის გამაცხელებელის ჩართვის პრობლემა. გარანტია წელიწადნახევრიანი გააჩნია, რაც საკმარისია მის გამოსაცდელად და პრობლემის აღმოსაჩენად.
უპირატესობები:
მხოლოდ ერთკამერიანი წყლის გამათბობელის არჩევანიც კი დიდი დაგხვდებათ Holst.ge-ზე. ეს წყლის გამაცხელებელი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყიდვადი მოდელია. ამის მიზეზი კი მისი გამძლეობა და ეკონომიურობაა. თუ გაზის კალონკა არასაცხოვრებელ ფართში უნდა დაამონტაჟოთ, ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ის ძალიან დახვეწილი დიზაინისაა და ნებისმიერ გარე საფარს მოუხდება. ზომით საკმაოდ პატარაა და არ გაგიჭირდებათ მისთვის ადგილის გამოძებნა.
უპირატესობები:
გადავიდეთ ორ კამერიან მოდელებზე, რომელსაც ძირითადად ის ადამიანები ყიდულობენ, ვისაც წყლის გამათბობელის დასამონტაჟებელი ტერიტორია საცხოვრებელ სახლს მოიცავს. ეს მოდელი ძალიან დახვეწილი დიზაინისაა და საკმაოდ გამძლე. ორ კამერიან მოდელებში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია Holst.ge-ზე.
უპირატესობები:
როცა საქმე დახვეწილ და მდიდრულ დიზაინს ეხება, ეს ოქროსფერი გაზის კალონკა უნდა იყოს პირველი, რომელიც თავში მოგივათ. მიუხედავად ხელმისაწვდომი ფასისა ვიზუალურად ისე გამოიყურება თითქოს მასში ძალიან დიდი თანხა გადაიხადეთ. გარდა დიზაინისა ტექნოლოგიაც საუკეთესო გააჩნია. აქვს სენსორული ტემპერატურის რეგულატორი, მუდმივი ტემპერატურის სისტემა და ა.შ. წინა მოდელებთან შედარებით კიდევ უფრო დაბალ წნევაზე იწყებს მუშაობას.
უპირატესობები: