ხარისხიანი და უსაფრთხო წყლის გამათბობლები

სახლი რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ, ამისთვის თითოეული მოწყობილობის გამართულობა აუცილებელია. ყოველი დეტალი ჩვენს ხელთაა, ხარისხიანი მოწყობილობების დახმარებით კი უპრობლემოდ, დაცულობის შეგრძნებას და კომფორტს შეიქმნით. განსაკუთრებული ყურადღება კი ელექტროობას, გაზის მილებს, გათბობის სისტემასა და წყლის გამათბობელს უნდა დავუთმოთ. ამ უკანასკნელის შერჩევა დიდ ყურადღებას და პრიორიტეტების სწორად დალაგებას  საჭიროებს. შემდეგ კი სახლში კომფორტი და სიმშვიდე დაისადგურებს. ყველა დანარჩენ მახასიათებელთან ერთად, Holst.ge –  ზე შეძენისას, ძლიერი მონაცემების მარტივად განსაზღვრას და  არჩევასაც თქვენი ინტერესების შესაბამისად შეძლებთ.  თუ სახლის ყველა დეტალს ყურადღებას აქცევთ, ფერების მხრივაც, ფართო არჩევანს გთავაზობთ.

MIDEA-HC5-12L GOLD დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი " ორკამერიანი" საკვამურით

Midea- ს ბრენდი ორი ტიპის გაზის კალონკას გვთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი, ოქროსფერი, დაბალანსებული წყლის გამაცხელებელია. კარგი სამსახურის გაწევისთვის, მძლავრი და სენსორული ტემპერატურის რეგულატორის პოტენციალი გააჩნია. 12L მოცულობა საკმარისად ტევადია. ხასიათდება ორ კამერიანობითა და სისტემის მუდმივი ტემპერატურით. წონიდან და დიზაინიდან გამომდინარე, კედელზე ნაკლებ ადგილს იკავებს და მარტივადაც ემაგრება. ზოგიერთ წყლის გამათბობელს საკვამური სჭირდება, რათა ავზში მოხვედრამდე ყველაფერი გაიფილტროს. Midea- ს გაზის კალონკას კომპლექტაციაში სწორედ ეს სპეციალური საკვამური მოყვება, ამიტომ, მისი ცალკე შეძენა აღარ მოგიწევთ.

MIDEA-HC5-12L-GOLD wylis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 22kw
  • ზომა - 530x335x140 
  • ფერი - ოქროსფერი   
  • გარანტია - 1.5 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • სისტემა - მუდმივი ტეპერატურით
  • მოცულობა - 12 L
  • წნევა - 0.15~8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display 
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • წონა (კგ) - 11.9
  • კომპლექტაცია - საკვამური

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანნტნია
  • კომპლექტაცია

MIDEA-DG-10L გაზის წყლის გამათბობელი "ერთკამერიანი" USB

იმავე ბრენდის მეორე გაზის კალონკა, წინასგან განსხვავებით, ერთი კამერით, ტემპერატურის მექანიკური რეგულატორით, წნევითა და ნაკლები წონით გამოირჩევა. სიმძლავრის მაჩვენებელი და მოცულობა ოდნავ ნაკლები აქვს, თუმცა, მძლავრად მუშაობაში ეს ხელისშემშლელი ფაქტორი სულაც არ არის.  ზომიდან გამომდინარე, მარტივად თავსებადია. ამოტომ, კედელზე სივრცის პრობლემას არ  შეგიქმნით. თეთრი ფერიც ნებისმიერი ტიპის კედელთან კარგ შესაბამისობაში იქნება. გაზის წყლის გამაცხელებლებს ძირითადად ერთ წლიანი გარანტია აქვს, მაგრამ Holst.ge - დან შეძენის შემთხვევაში, თითოეულ მათგანს 15 თვიანი გარანტია მოყვება. ამით სარგებლობის შანსი კი ხელიდან გასაშვები არ არის.

MIDEA-DG-10L wylis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA     
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი   
  • სიმძლავრე - 20kw   
  • ზომა - 590x330x195 
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 15 თვე                 
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კამერების რაოდენობა - 1     
  • მოცულობა - 10 l       
  • წნევა - 0.20~8bar       
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display 
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური
  • წონა (კგ) - 9.6

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სიძლიერე
  • გარანტია

Winger-CONST 24-12L მუდმივი ტემპერატურის გაზის წყლის გამათბობელი საკვამურით

Winger- ის ბრენდი მოწინავე პოზიციას იკავებს. ეს წყლის გამაცხელბელი კი, მუდმივი ტემპერატურის სისტემით და სენსორული რეგულატორით წარმოდგება. ყველა მახასიათებელი ფორმაშია. მოცულობა საკმარისად დიდი აქვს, ამიტომ ტევადობა პრობლემას არ ქმნის და არც ავზის შევსება იქნება დიდ დროსთან დაკავშირებული.  ასევე, ხასიათდება მაღალი წნევით, რათა  შეუფერხებლად იმუშაოს და წყალი საკმარისი სიჩქარით მიეწოდოს ყველა მილს. გაზის კალონკის ღირებულების გარდა, ზედმეტად თანხის დამატება აღარ დაგჭირდებათ, რადგან კონკრეტულად ამ მოდელს, კომპლექტაციაში საკვამური თან ახლავს.

Winger-CONST-24-12L wylis gamatbobeli

  • ბრენდი - WINGER   
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი   
  • სიმძლავრე - 24kw   
  • ზომა - 510x320x145 
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1.5 წელი             
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კამერების რაოდენობა - 2     
  • სისტემა - მუდმივი ტეპერატურით
  • მოცულობა - 12 L     
  • წნევა - 0.3~8bar         
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display 
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • წონა (კგ) - 11.6         
  • კომპლექტაცია - საკვამური

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • კომპლექტაცია

Winger-WNG 24-12L (Silver) დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი საკვამურით 

winger  ზემოთ აღნიშნულის გარდა, კიდევ ერთი, ოდნავ განსხვავებული წყლის გამაცხელებელი აქვს. ორკამერიანი ვერცხლისფერი კალონკა, კედელს უპრობლემოდ მიემაგრება. სხვა მოდელებთან შედარებით ფერიც განსხვავებულია, ამიტომ, თუ მსგავს დეტალებსაც ყურადღებას აქცევთ, მაშინ, ამ მხრივაც, ფართო არჩევანს გთავაზობთ. ამ წყლის გამაცხელებლის შეძენის შემთვევაში თავს დაძაბულად აღარ იგრძნობთ და არც მუდმივად მისი გაფუჭების მოლოდინში იქნებით.

Winger-WNG-24-12L wylis gamatbobeli

  • ბრენდი - WINGER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 24kw
  • ზომა - 510x320x145
  • ფერი - ვერცხლისფერი
  • გარანტია - 1.5 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • სისტემა - მუდმივი ტეპერატურით
  • მოცულობა - 12 L
  • წნევა - 0.3~8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური
  • წონა (კგ) - 11.6
  • კომპლექტაცია - საკვამური

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გარანტია
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

რამდენად უსაფრთხოა წყლის გამაცხელებელი ?

სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა. ამიტომ, წყლის გამათბობლის შემთხვევაში, სწორად შერჩევა და შემდეგ მისი დამონტაჟება განსაკუთრებულ გულისყურს მოითხოვს. თუ კალონკას საკმარისი მონაცემები და უსაფრთხოების ყველა მახასიათებელი არ გააჩნია, რა თქმა უნდა, საქმე დიდ რისკთან გაქვთ. ხშირად სწორედ ტექნიკურად გაუმართავი წყლის გამაცხელებელი იწვევს სერიოზულ ზიანს და შესაძლოა შემთხვევა ლეტალურადაც კი დამთავრდეს. თუმცა, წყლის გამათბობლის გარეშე ცხოვრება, რთული და წარმოუდგენელიც კია. ტექნიკის განვითარებასთან ერთად, საფრთხეები თანდათან იკლებს, ამიტომ, ამას ნუ შეუშინდებით. მთავარია ხარისხიანი, გამძლე და კარგი მონაცემების მქონე წყლის გამათბობელი შეარჩიოთ.

რა მახასიათებლებს მივაქციოთ ყურადღება შეძენისას ?

მრავალფეროვნება ჩვენს კომფმორტსა და უსაფრთხოებაზე მორგებული წყლის გამათბობლის არჩევის შესაძლებლობას გვაძლევს. პორველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ თქვენთვის სასურველ ბრენდს. წამოდგენილი ორივე ბრენდი ხარისხიან პროდუქტს ქმნის. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმძლავრეს. მასზეა დამოკიდებული თუ რამდენად ძლიერად და შეუფერხებლად იმუშავებს გაზის კალონკა. თუმცა, ჩამოთვლილთაგან სიმძალვრით ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან, ამიტომ, უკმაყოფილო არცერთ შემთხვევაში არ იქნებით. ზომასა და ფერსაც კარგად დაუკვირდით, უსაფრთხოებისთვის ეს ნიშნულები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტერიერის კუთხით, მაინც გასათვალისწინებელია. გადახედეთ კამერების რაოდენობას, წნევასა და მოცულობას. მკვეთრი განსხვავება არც აქ გვხვდება, ძირითადად, 12L და 10L - ია.  განსხვავება ტემპერატურის რეგულატორშიც იკვეთება, თვითონ შეგიძლიათ განსაზღვრა, რომელი გსურთ მექანიკური თუ სენსორული. აღნიშნულიდან ორ წყლის გამათბობელს კომპლექტაციაში სპეციალური საკვამური მოყვება. თითოეულ მათგანს 15 თვიანი გარანტია აქვს.  

სად შეიძლება ხარისხიანი  წყლის გამათბობლის შეძენა ?

ხარისხს ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბუნებრივ აირთან გვაქვს. შესაბამისად, წყლის გამათბობლის შერჩევისას გამძლეობა და ხარისხი აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორებია.  ამიტომ, ყიდვის პროცესი დაკვირვებულობასა და დროს მოითხოვს. წყლის გამაცხელებლებს ბევრ მაღაზიაში შეხვდებით, თუმცა, ბრენდების განსხვავებებიდან გამომდინარე, თითოეული მათგანის ფუნქციები და ტექნიკური მონაცემები მკვეთრად იცვლება.  ყურადღებას ექცევა, თუ რა მასალითაა დამზადებული და რამდენად გამართულია ტექნიკურად.  Holst.ge კი ხარისხიან ბრენდებს ხელმისაწვდომ ფასად, სახლიდან გაუსვლელად გთავაზობთ. არჩევთ სასურველ წყლის გამათბობელს და მოწოდების სერვისის გამოყენებით, შეძენილი ნივთს სახლში იღებთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება