უსაფრთხოების ნორმები წყლის გამათბობელისთვის

2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში ყოველი 4 ოჯახიდან 3-ში გაზის წყლის გამათბობელი არის დამონტაჟებული. თითოეულ წყლის გამათბობელს გააჩნია საკუთარი საექსპლუატაციო ვადა, რომლის გადაცდენა რეკომენდირებული არ არის. ამ ფაქტის უგულებელყოფა არაერთხელ გამხდარა ფატალური შედეგის მიზეზი. ასე რომ, ეცადეთ წყლის გამათბობელი დროულად შეცვალოთ ხოლმე.

წყლის გამაცხელებელი უამრავი ვარიაციით გვხვდება ბაზარზე. სხვადასხვა ბრენდები, სხვადასხვა გათბობის სიმძლავრე, სხვადასხვა ტევადობა და ა.შ.

თუმცა, ვინაიდან უსაფრთხოება უმთავრესია, უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს ერთ კამერიანი და ორ კამერიანი კალონკა. ერთ კამერიანი გაზის კალონკა, ასევე ცნობილი როგორც შიდა წვის გაზის კალონკა, არ უნდა დაამონტაჟოთ საცხოვრებელ ფართში. მოდი ავხსნათ რატომ.

ერთკამერიანი წყლის გამათბობელი

ორკამერიანი წყლის გამათბობელი

წყლის გამათბობელი და უსაფრთხოება

გაზს და ნებისმიერ ნივთიერებას წვისთვის სჭირდება ჟანგბადი. შიდა წვის გაზის კალონკა ამ ჟანგბადს იღებს საცხოვრებელი ფართიდან, სადაც ჟანგბადის რაოდენობა ამოწურვადია. ერთი ერთეული გაზის წვისთვის საჭიროა 9 ერთეული ჟანგბადი, სხვა შემთხვევაში წვა სწორად არ მიმდინარეობს. ჩვეულებრივ ვითარებაში შიდა წვის წყლის გამათბობელი შეასრულებდა დაკისრებულ ფუნქციას და გამოყოფდა CO2-ს, ამ ნივთიერებასთან ერთად კი ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ და არ არის საშიში. მაშინ, როცა 1:9 პროპორცია ირღვევა და კალონკას არ გააჩნია საკმარისი ჟანგბადი წვისთვის, წარმოქმნის CO-ს. ნივთიერებას, რომლის სულ მცირე დოზით შესუნთქვაც კი შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. ასე რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდეთ - ერთ კამერიანი წყლის გამაცხელებელი საცხოვრებელ ფართში არ უნდა დამონტაჟდეს! მისი დამონტაჟება შეიძლება ღია სივრცეში, მაგალითად, სახლის გარეთა კედელზე.

წყლის გამათბობელის შეძენა

წყლის გამაცხელებელის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ რიგი ფაქტორები. უპირველეს ყოვლისა აიღეთ იმ ადგილის ზომები, სადაც გინდათ წყლის გამათბობელი დამონტაჟდეს და გაითვალისწინეთ წყლის გამაცხელებელის შეძენისას. ასევე, დააკვირდით ბრენდს წყლის გამაცხელებლის შეძენისას. ვინაიდან საქართველოში წყლის კალონკაზე დიდი მოთხოვნაა, მომწოდებლებიც არჩევანის დიდ დიაპაზონს გვთავაზობენ. მათ შორის გვხვდება უმაღლესი ხარისხის და უხარისხო კალონკაც, ძვირადღირებული და იაფი წყლის გამათბობელიც.

ჩვენი ონლაინ მაღაზია არ გთავაზობთ უამრავი ბრენდის გაზის კალონკას. ვინაიდან, წყლის გამათბობელის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა დიდ ხანს იმუშაოს, Holst.ge-მ არჩია, რამდენიმე ხარისხიანი მწარმოებლის პროდუქცია წარმოედგინა. ძირითადად კი, თქვენთვის კარგად ცნობილი Midea და ცოტათი ნაკლებად ცნობილი Winger.

Midea

ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ სხვადასხვა პროდუქციას უკვე კარგად იცნობს მომხმარებელი. მაღალი ცნობადობა და მომხმარებლის ლოიალობა კი სწორედ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით, რომელსაც თან სდევს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები,  მიაღწია Mieda-მ. წყლის გამათბობელის ხაზი, როგორც Midea-ს წარმომადგენლები ამბობენ, ერთ-ერთი გადამწყვეტია მათთვის. ამიტომაც, ცდილობენ მაქსიმალური კაპიტალი და ინტელექტუალური რესურსი ჩადონ ამ მიმართულებაში.

Winger

Winger, Midea-სთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ბრენდია და ოდნავ პროდუქციის ხარისხითაც ჩამოუვარდება, თუმცა მჯობნის მჯობნი არასდროს დაილევა. Winger-ის წყლის გამათბობელები საკმარისად ხარისხიანი და გამძლეა, რომ წლების მანძილზე აიღოს საკუთარ თავზე თქვენი სახლის თბილი წყლის მომარაგების პასუხისმგებლობა.

MIDEA-DH-10L გაზის წყლის გამათბობელი "ერთკამერიანი"

MIDEA DH-10L gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი MIDEA
  • პროდუქტის ტიპი გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე 20kw
  • ზომა 590x330x195
  • ფერი თეთრი
  • გარანტია 1.5 წელი
  • წონა (კგ) 9.6
  • კვების წყარო 220-240V
  • კამერების რაოდენობა 1
  • მოცულობა 10 L
  • წნევა 0.20~8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Displa
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

ზემოთ უკვე განვმარტეთ ერთკამერიანი წყლის გამათბობელის რისკები. შესაბამისად, თუ წყლის გამაცხელებელის დამონტაჟებას სახლში არ აპირებთ, მაშინ შესაძლოა ერთკამერიანი წყლის გამათბობელი უკეთესი ვარიანტიც კი იყოს შესაძენად. ერთკამერიანი წყლის გამაცხელებელი შედარებით დაბალბიუჯეტურია, თუმცა ისეთივე გამძლეა როგორც ორკამერიანი კალონკა. ერთადერთი განსხვავება სწორედ ის რისკფაქტორებია, რომელსაც სტატიის კითხვისას უკვე გაეცანით. ამ კონკრეტული მოდელის მთავარი ღირსება კი მისი მცირე ზომებია. თეთრი წყლის გამათბობელი დიდი ალბათობით მოერგება თქვენს ექსტერიერსაც.  კალონკას გააჩნია  Led Display ტემპერატურის მარტივად დასარეგულირებლად.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

MIDEA-DG-10L გაზის წყლის გამათბობელი "ერთკამერიანი"

MIDEA DG-10L gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი MIDEA
  • პროდუქტის ტიპი გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე 20kw 
  • ზომა 590x330x195   
  • ფერი თეთრი           
  • გარანტია 1.5 წელი                     
  • წონა (კგ) 9.6       
  • კვების წყარო 220-240V       
  • კამერების რაოდენობა 1         
  • მოცულობა 10 L     
  • წნევა 0.20~8bar         
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display               
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

აქვე, შეგვიძლია Midea-ს კიდევ ერთი ერთკამერიანი წყლის გამათბობელი შემოგთავაზოთ, რომელიც თითქმის წინა მოდელის იდენტურია. თუ არ ჩავთვლით განსხვავებულ დიზაინს. მიუხედავად იმისა, რომ ერთკამერიანი გაზის კალონკა თქვენს ინტერიერს არ შეეხება და თითქოს არც უნდა ნაღვლობდეთ, ყველაფერი პირიქითაა. თითოეული ნივთი პატრონზე მეტყველებს ხოლმე რაღაცით. თქვენი გარეთ დამონტაჟებული წყლის გამათბობელი კი შესაძლოა უფრო ხილვადი იყოს ადამიანებისთვის. ასე რომ, დახვეწილი დიზაინი მნიშვნელოვანია, რომელსაც Midea ამ მოდელში გთავაზობთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • დახვეწილი დიზაინი

Winger -WNG24 - 12L დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი საკვამურით

Winger WNG24-12L gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი WINGER
  • პროდუქტის ტიპი გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე 24kw
  • ზომა 510x320x145
  • ფერი თეთრი
  • გარანტია 1,5 წელი
  • წონა (კგ) 10.9
  • კვების წყარო 220-240V
  • კამერების რაოდენობა 2
  • სისტემა მუდმივი ტეპერატურით
  • მოცულობა 12 L
  • წნევა 0.3~8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური
  • კომპლექტაცია საკვამური

Winger-ის ეს წყლის გამათბობელი, როგორც Holst.ge-ზე სათაურშიც კი გვაქვს მითითებული, ძალიან დაბალანსებული მოდელია, ყველა მისი ნიშან-თვისების გათვალისწინებით. არის ძალიან ხელმისაწვდომ ფასად და საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი. აქვს 12 ლიტრიანი ავზის მოცულობა და მიუხედავად დიდი ავზისა არც თუ ისე დიდი გაბარიტებისაა. ეს მოდელი და ყველა შემდგომი ორკამერიანი წყლის გამათბობელებია და მათი დაყენება უპრობლემოდ შეგიძლიათ სახლში. მხოლოდ, არ დაივიწყოთ საექსპლუატაციო ვადა, არცერთის შემთხვევაში.

უპირატესობები:

  • დაბალ ბიუჯეტური
  • საშუალო ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • დაბალანსებული მონაცემები

MIDEA-HC5-12L დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი " ორკამერიანი" საკვამურით

MIDEA HC5-12L wylis gamatbobeli

  • ბრენდი MIDEA
  • პროდუქტის ტიპი გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე 22kw 
  • ზომა 530x335x140   
  • ფერი თეთრი           
  • გარანტია 1.5 წელი                     
  • წონა (კგ) 11.6     
  • კვების წყარო 220-240V       
  • კამერების რაოდენობა 2         
  • სისტემა მუდმივი ტეპერატურით                 
  • მოცულობა 12 L     
  • წნევა 0.15~8bar         
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display               
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული   
  • კომპლექტაცია საკვამური

ვინაიდან ორკამერიან წყლის გამათბობელი, ჩვენი მომხმარებლების მიერ, ხშირად სახლში მონტაჟდება, მნიშვნელოვანია კალონკას მოყვებოდეს საკვამური, როგორც Midea-ს ამ წყლის გამათბობელის შემთხვევაში. Midea-ს პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ამ ხარისხის ნათელი მაგალითი სწორედ ეს წყლის გამაცხელებელია. კალონკას გააჩნია მუდმივი ტემპერატურის სისტემა, რაც კომფორტულად ბანაობაში და საერთოდ, თბილი წყლის უპრობლემოდ მიღებაში დაგეხმარებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა

MIDEA-HC5-12L GOLD დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი " ორკამერიანი" საკვამურით

MIDEA HC5-12L GOLD kalonka

  • ბრენდი MIDEA
  • პროდუქტის ტიპი გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე 22kw 
  • ზომა 530x335x140   
  • ფერი ოქროსფერი   
  • გარანტია 1.5 წელი                     
  • წონა (კგ) 11.9     
  • კვების წყარო 220-240V       
  • კამერების რაოდენობა 2         
  • სისტემა მუდმივი ტეპერატურით                 
  • მოცულობა 12 L     
  • წნევა 0.15~8bar         
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display               
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული   
  • კომპლექტაცია - საკვამური

თუ თქვენი სახლი განსაკუთრებით გიყვართ და ძვირფას ნივთებს არ აკლებთ ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ კი მდიდრული ან მდიდრული შესახედაობის ნივთები გიყვართ ეს წყლის გამათბობელი თქვენთვის არის. Midea-ს ეს წყლის გამაცხელებელი, გარდა მაღალი ხარისხისა, გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით. ცოტა მდიდრული და ამასთან ძალიან დახვეწილი. თუ ინტერიერის დიზაინი თქვენთვის მნიშვნელოვანია და ფიქრობთ, რომ ოქროსფერი გაზის კალონკა მის დიზაინს შეერწყმება, ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოტოვოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • განსაკუთრებული დიზაინი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება