წყლის ტუმბო - ბუნების მაცოცხლებელი ენერგიის გასაძლიერებლად

ჯერ კიდევ როდის თქვა ლეონარდო და ვინჩიმ, წყალი ბუნების მაცოცხლებელი ენერგია არისო. ვერაფერს იტყვი, უზუსტესი შეფასებაა, გარკვეული დახმარება თვით ბუნების მაცოცხლებელ ძალასაც კი სჭირდება, რისთვისაც ადგა ადამიანი და წყლის ტუმბოები გამოიგონა.

წყალი ერთ-ერთი ძირითადი რესურსია, რომლის ხელმისაწვდომობა პირდაპირ განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს როგორც ქალაქში, ისე - სოფელში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ბუნებრივი წყაროები ან ცენტრალური წყალმომარაგება ვერ უზრუნველყოფს საჭირო წნევას ან სტაბილურობას - განსაკუთრებით კერძო სახლებში, აგარაკებზე, სამეურნეო ნაკვეთებსა და ინდუსტრიაში.

სწორედ ასეთ პირობებში წყლის ტუმბო ხდება არა უბრალოდ ტექნიკური მოწყობილობა, არამედ სისტემის განუყოფელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების გამართულ ფუნქციონირებას - იქნება ეს სარწყავი სისტემის მართვა, ჭაბურღილის წყლის ამოქაჩვა, საცხოვრებელი სახლის წყლის წნევის გაძლიერება თუ წყლის ცირკულაცია ტექნიკური მიზნებისთვის.

წყლის ტუმბოს სწორად შერჩევა ნიშნავს ეფექტიანობას, ენერგო დაზოგვას, შენარჩუნებულ სისტემებსა და ზოგიერთ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემური სიტუაციების თავიდან აცილებას.

მაინც დავაზუსტოთ - რა არის ტუმბო

წყლის პომპა - ეს არის მექანიკური მოწყობილობა სითხის ან აირის მიწოდება-ამოტუმბვისთვის დაბლიდან უფრო მაღალ წერტილამდე, მაღალი წნევის ზონამდე, სადაც ნივთიერება თვითდინებით მიღწევას ვერ ახერხებს.

როგორც წესი, ტუმბო თავის თავში წარმოადგენს ჰიდრავლიკურ მანქანას, რომელიც სითხის მოძრაობას მაღალი წნევის დახმარებით უზრუნველყოფს. მოტორის მექანიკური ენერგიის სითხის მოძრაობის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნით, ტუმბოს შეუძლია:

  • გარკვეულ სიმაღლემდე სითხის მიწოდება;
  • ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სითხის მიწოდება;
  • ნებისმიერ დახურულ სისტემაში სითხეს ცირკულირების საშუალებას აძლევს.

როგორია წყლის ტუმბოები?

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები მოიცავს:

  • მარგი ქმედების კოეფიციენტი;
  • ტუმბოს სიმძლავრე;
  • ამოტუმბული სითხის წარმადობა ან მოცულობა დროის ერთეულზე;
  • სითხის მაქსიმალური წნევა;
  • ტუმბოს წარმოქმნილი წნევა.

დანიშნულების მიხედვით, საყოფაცხოვრებო ტუმბოები იყოფა:

  • სასმელი წყლის ტუმბოები;
  • ტუმბოები დაბინძურებული წყლისთვის, მათ შორის, საკანალიზაციო არხებისთვის.

ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაციის გარდა, საყოფაცხოვრებო ტუმბოებს განასხვავებენ მათი მონტაჟის ადგილის მიხედვით:

  • ჩასაძირი;
  • ზედაპირის;
  • ცირკულაციის.

ჩასაძირი ან წყალქვეშა ტიპის ტუმბოები, როგორც სახელითაც ნათლად ჩანს, მონტაჟდება უშუალოდ სითხეში, სადაც დანადგარს მუშაობა უწევს. ასეთი ტუმბოს კორპუსი მთლიანად ან ნაწილობრივ წყალში უნდა იყოს ჩაძირული. თუ ტუმბო მთლიანად „დაიხრჩო“, ის წყლის ქვეშ გარკვეულ სიღრმეზე მაგრდება (ჩვეულებრივ, ფსკერიდან 0,5–1 მეტრში).

ზედაპირის ტუმბოები დამონტაჟებულია რეზერვუარიდან გარკვეულ მანძილზე, როგორც წესი, შესაბამის შენობაში და უკავშირდება მილის ან შლანგის მეშვეობით.

ჩასაძირი და ზედაპირის ტუმბოები გარე სატუმბ მოწყობილობებს განეკუთვნებიან.

ცირკულაციის ტუმბო არის შიდა მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია როგორც წყალმომარაგების ან გათბობის სისტემის ნაწილი და ხელს უწყობს სითხის მიმოქცევას. ასევე, არსებობს სისტემაში წნევის მოსამატებელი ტუმბოებიც.

ელექტრო და თხევად საწვავზე მომუშავე ტუმბოები

მნიშვნელოვანია, წყლის ტუმბო შეარჩიოთ არა მხოლოდ მისი დანიშნულების ან ტექნიკური მახასიათებლების, არამედ კვების ტიპის მიხედვითაც. მოგეხსენებათ, ხდება ხოლმე, როცა ელექტროენერგია რაღაც მიზეზების გამო ხელმისაწვდომი არ არის, არადა, ტუმბო უნდა მუშაობდეს. ამ შემთხვევაში, ალტერნატივა, საბედნიეროდ, არსებობს - თხევად საწვავზე მომუშავე ტუმბო.

ამგვარად, არსებობს:

  • ელექტრომოტორზე მომუშავე ტუმბო;
  • ბენზინის მოტორზე მომუშავე ტუმბო;
  • დიზელზე მომუშავე ტუმბო.

როგორც წესი, ყველაზე ეკონომიური ვარიანტი დიზელის ტუმბოა, „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა“?! დიზელის მოდელის შემთხვევაში, მოგიწევთ იზრუნოთ საწვავის დროულად შევსებაზე, გარდა ამისა, ექსპლუატაციის დროს დიზელის ტუმბო ძალიან ხმაურიანია. ბენზინის მოდელი ნაკლებად ხმაურობს ვიდრე დიზელის, თუმცა ამ უკანასკნელის ღირებულება შედარებით მაღალია. ელექტრომოტორზე მომუშავე წყლის ტუმბო ყველაზე უნივერსალურია და შესაბამისად, ყველაზე პოპულარულიც.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სწორად შერჩეული ტუმბო უზრუნველყოფს სტაბილურობასა და კომფორტს. მთავარია, ვიცოდეთ, რას ვეძებთ, დანარჩენს ტექნიკა თავად იზამს...

Schpindel - WDP-400 მინი ტუმბო

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • დამატებითი მახასიათებლები - თავსებადია ელექტრო დრელთან (მაქს. ბრუნვის სიჩქარე: 1800min)
  • შტრიხ-კოდი - 8988864332326
  • წონა (კგ) - 0.75
  • წარმადობა (Max) - 400l/h
  • შემსვლელი - 19mm(3/4'')
  • გამომსვლელი - 19mm(3/4'')

Kattolini წყლის ტუმბო QB60

Kattolini wylis tumbo

  • ბრენდი - KATTOLINI
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო         
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1311920518155
  • წონა (კგ) - 5.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.1m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

Schpindel - წყლის ტუმბო CPm-S130

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1200091218141
  • წონა (კგ) - 9.39
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h
  • სიმაღლე (Max) - 25
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება