წყლის ტუმბო გამოსადეგია როგორც სეზონური, ისე მუდმივი ექსპლუატაციისთვის

არაფერია წყალზე უფრო რბილი და მოქნილი, მაგრამ აბა, სცადეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ...

მართლაც საოცარი რამ არის წყალი და იმიტომაც არის, რომ მისი მოპოვებისთვის, საკუთარი თავისა თუ ოჯახის უზრუნველყოფისთვის ადამიანს ათასნაირი მეთოდი აქვს მოფიქრებული. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი წყლის ტუმბო გახლავთ, რომლის შესახებაც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით.

დავიწყოთ იმით, რომ სოფლის სახლები, როგორც წესი, ცენტრალურ წყალსადენს მიერთებული არ არის. სწორედ ასეთი და არა მხოლოდ, შემთხვევებისთვის არის მისწრება წყლის ტუმბოები.

როგორი შეიძლება იყოს წყლის პომპა

შესაძლოა, დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ წყლის ტუმბოების 3 ათასზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთაც აქვთ განსხვავებული აღჭურვილობა, ენერგომომარაგება, გამოყენების სფეროები და ასე შემდეგ. თუმცა ძირითადი კლასიფიკაცია დაახლოებით ასე გამოიყურება:

- ზედაპირის ტუმბო;

- თვითამომქაჩი;

- სატუმბი სადგური;

- ჩასაძირი წყლის ტუმბო;

- ჭაბურღილის;

- სადრენაჟო;

- საკანალიზაციო;

- ცირკულარული.

წყლის ტუმბოს უპირატესობები

  • ყველაფერი თავმოყრილია ერთ კორპუსში;
  • უნივერსალურია. წყლის პომპა არის მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც წყლის ამოქაჩვა შეიძლება ჭაბურღილიდან, ჭიდან, აუზიდან და სხვა რეზერვუარიდან, რომელიც ნაკვეთზე, ან მის სიახლოვეს მდებარეობს;
  • სწრაფი მონტაჟი. პრინციპში, საკმარისია, აგრეგატი ელექტროქსელს მიუერთოთ, ჰიდროაკუმულატორი ჰაერით გაავსოთ და შლანგი სითხეში ჩაუშვათ. რთული სამონტაჟო სამუშაოები საჭირო არ არის;
  • ავტომატიზაცია. წყლის ტუმბოები ირთვება და ითიშება ავტომატურად, რაც ჰიდროავზში არსებულ წნევაზეა დამოკიდებული. ყველაფერი, რაც მომხმარებელზეა დამოკიდებული, დანადგარი პერიოდულად უნდა შეამოწმოს.

აგრეგატის მნიშვნელოვანი უპირატესობა წყლის თანაბარი მიწოდებაა. ჰიდროაკუმულატორში ყოველთვის არის სითხის გარკვეული მარაგი, რომელიც მომენტალურად ივსება ხარჯვის შესაბამისად.

როდის უნდა დამონტაჟდეს?

აგარაკზე (ბინაში, საწარმოში) წყლის პომპის მონტაჟი რაციონალური შემდეგ სიტუაციებში იქნება:

  • შენობა არ არის მიერთებული ცენტრალური წყალმომარაგების სისტემაზე;
  • წყალი ხშირად და დიდი რაოდენობით იხარჯება მათ შორის, რამდენიმე მომხმარებლის მიერ;
  • საჭიროა სტაბილური წყალმომარაგება ჭიდან, ჭაბურღილიდან;

ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის ტუმბო დაგეხმარებათ, არ მოგიწიოთ წყლის საჭირო ადგილამდე ხელით მიტანა. აღჭურვილობა გამოსადეგია როგორც სეზონური, ისე მუდმივი ექსპლოატაციისთვის.

მოწყობილობის თავისებურებები

წყლის ტუმბო კერძო სახლისთვის თავის თავში შემდეგ კომპონენტებს აერთიანებს:

  • ელექტროტუმბო. ზედაპირული აგრეგატი, რომელიც სისტემაში წნევას წარმოქმნის. როგორც წესი, ჰიდროაკუმულატორის კორპუსის ზედა მხარეს მონტაჟდება;
  • წნევის რელე. შედის მართვის კვანძში, ტუმბოს ავტომატურ რეჟიმში რთავს და თიშავს, როცა წნევა ეცემა ან იზრდება კონკრეტულ ნიშნულამდე;
  • მანომეტრი. აჩვენებს მაგისტრალური სადგურის შიგნით არსებულ წნევას. საშუალებას იძლევა, ვიზუალურად მოხდეს აღჭურვილობის მუშაობის კონტროლი და დროულად მოხდეს გაუმართაობის აღმოფხვრა;
  • ჰიდროაკუმულატორი. ინახავს წყლის გარკვეულ რაოდენობას. ამასთან, უზრუნველყოფს ავტონომიურ მარაგს, აკონტროლებს სისტემაში სითხის ნაკად;
  • არმატურა და შლანგები. გამოიყენება ზედაპირული ტუმბოს მიერთებას სხვა კომპონენტებთან, მათ შორის, ჰიდროაკუმულატორსა და რეზერვუართან;
  • ხვრელები. წყლის ტუმბოს სტანდარტულ მოწყობილობას აქვს შემავალი და გამავალი ხვრელები წყლის მიღება/გაცემისთვის.

მუშაობის პრინციპი

რაკი მოწყობილობის თავისებურებებში ასე თუ ისე გავერკვიეთ, ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს წყლის პომპა. მისი მუშაობა ორ ეტაპად ხორციელდება.

პირველი ეტაპი - ჰიდროაკუმულატორის გავსება. ავტომატიკა ელექტროტუმბოს რთავს, წყალი რეზერვუარიდან მილში ინაცვლებს, შემავალ ხვრელში ხვდება და ავზს ავსებს. როგორც კი საჭირო წნევას მიაღწევს, ტუმბო ითიშება.

მეორე ეტაპი - მოხმარება. მაგალითად, სახლში იხსნება ონკანი, რომელშიც წყალი ტუმბოს დახმარებით ხვდება. ამ დროს ჰიდროაკუმულატორში წნევა ეცემა, მოქმედებაში მოდის ავტომატიკა. ტუმბო ირთვება და რეზერვუარი კვლავ ივსება. აქ ციკლი სრულდება და მუდმივად მეორდება, სანამ წყლის ტუმბოს ექსპლუატაცია გრძელდება.

ადგილის შერჩევა

ჯერ კიდევ დამონტაჟებამდე, კარგად უნდა იყოს გათვლილი, სად არის უმჯობესი წყლის ტუმბოს განთავსება. იმისთვის, რომ აგრეგატი დიდხანს გემსახუროთ, ადგილის შერჩევისას ამ რჩევების გათვალისწინება ურიგო არ იქნებოდა:

  • ტუმბო უნდა განთავსდეს იმ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, საიდანაც გადაქაჩვა მოხდება;
  • აგრეგატის მონტაჟის ადგილი თავისუფალი და ადვილად მისადგომი უნდა იყოს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას ხელი არაფერმა შეუშალოს;
  • თუკი მოსალოდნელია ძლიერი ყინვები, რეკომენდებულია წყლის პომპა განთავსდეს ოთახში, სადაც მომხმარებლის მიერ მითითებული ტემპერატურა დასაშვებს არ ჩასცდება;
  • წყლის ტუმბო არ უნდა განთავსდეს პირდაპირ მიწაზე, აუცილებელია ამისთვის წინასწარ მომზადდეს ბეტონის ან ხის სადგამი;
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანადგარი ზედაპირზე თანაბრად იყოს მოთავსებული, რისი დადგენაც Holst.ge-ზე შეძენილი თარაზოს მეშვეობით შეძლებთ, ხელსაწყოზე, რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია.

Kattolini წყლის ტუმბო QB60

Kattolini wylis tumbo

  • ბრენდი - KATTOLINI
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1311920518155
  • წონა (კგ) - 5.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.1m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

LEO - წყლის ტუმბო APm37

LEO wylis tumbo

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6946687677293
  • წონა (კგ) - 5.8
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h
  • სიმაღლე (Max) - 40
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

Schpindel - წყლის ტუმბო CPm-S130

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1200091218141
  • წონა (კგ) - 9.39
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h
  • სიმაღლე (Max) - 25
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება