წყლის ტუმბო - საჭირო ინსტრუმენტი |
წყლის ტუმბო - საჭირო ინსტრუმენტი |
თანამედროვე ხელსაწყოები ცხოვრებას გვიმარტივებს. ასეთი ინსტრუმენტები სწრაფად მუშაობს, მაღალი რესურსები აქვს, დიდ პოტენციალს ფლობს და მუდამ ეფექტურია. ყოველ შემთხვევაში, წყლის ტუმბო ნამდვილად ასეთია. დამღლელ საქმეს ჩამოგაშორებთ და თავად შეასრულებს. მეთვალყურეობაც არ სჭირდება, დამოუკიდებლად იდეალურად მუშაობს. მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერას მოითხოვს და დანარჩენს მარტო უმკლავდება. წყლის პომპა დიდია, მაგრამ დისკომფორტს არ ქმნის. ინსტრუმენტი ერთ ადგილას მონტაჟდება და გადაადგილება არ გიწევთ, ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც კომპაქტურია.
ჭიდან წყლის ამოზიდვისას, ერთხელ მაინც თუ გინატრიათ, ამ საქმის სხვისთვის გადაბარება? ადამიანებისთვის რთული და დამქანცველი პროცესია, მაგრამ აბა წყლის ტუმბოს ჰკითხეთ. ხელსაწყოსთვის ეს პრობლემა სულაც არ არის. მისი მთავარი ფუნქცია სიღრმიდან წყლის ამოტანა ან სახლის სხვადასხვა კუთხეში გადანაწილებაა. არ გეგონოთ, რომ საქმეს დიდ დროს ანდომებს, პირიქით.
ინსტრუმენტის გამოყენებაში შეზღუდული არ ხართ. ამუშავება ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერი სიხშირით შეიძლება. მაგალითად, არაჩვეულებრივია სახლისთვის. ხელსაწყოს ჩართავთ და წყალს მარტივად ამოგიტანთ. მანამდე სხვა საქმით დაკავდებით, ამასობაში კი მუშაობას ინსტრუმენტიც დაასრულებს. წყლის პოპმა დროის დასაზოგადაც გამოსადეგია. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ რთულ საქმეს ამარტივებს და მაქსიმალურად კარგად მუშაობს. ხელსაწყო იდეალური გამოსაყენებელია აგარაკებსა და მსგავს ადგილებზე. თუ ეზოში აუზი გაქვთ, მითუმეტეს აუცილებელია.
ხელსაწყოს შეძენისას ყურადღება პროდუქტის ტიპს უნდა მიაქციოთ. არასწორად შერჩეულ წყლის ტუმბოს ვერ გამოიყენებთ. ყველაფერი რომ მეტად ნათელ იყოს, გეტყვით რომ ორი სახის წყლის პომპა არსებობს. პირველი კატეგორიაში ჩასაძირი ხელსაწყო შედის. ასეთი ინსტრუმენტები სიღრმეში მონტაჟდება და წყალი ზედაპირზე ამოაქვს. მანამდე მთელ რიგ პროცესებს გადის. ჩართვის მომენტიდან, ხელსაწყოს თითოეული ნაწილი ძალებს იკრებს და სამუშაოდ ემზადება. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ გასააზრებლადაც რთულია. წყლის პომპისთვის კი ყველაფერი მარტივია. მეორე სახის ხელსაწყო ზედაპირზე მონტაჟდება და წყალს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს. მთელი სახლის მასშტაბით, დიდ ტერიტორიასაც კი სწვდება.
ზოგიერთი წყლის ტუმბოები საწვავზე მუშაობს, ზოგს კი ელექტროენერგია სჭირდება. მხოლოდ ეს არ არის, სინამდვილეში ხელსაწყოებს ბევრი განმახსხვავებელი ნიშანი აქვს. ბენზინზე მომუშავე ტუმბოს შემთხვევაში, ავზის მოცულობა გაითვალისწინეთ. ზოგი უფრო ტევადია, ზოგიც ნაკლებად. ამოტუმბვის სიღრმეც გასათვალისწინებელია. ძირითადად, წყალს 8 მეტრიდან ტუმბავს. ასევე, განსხვავებულია შემსვლელისა და გამომსვლელის მონაცემებიც. სიმძლავრე არ გამოგვრჩეს, რადგან ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ წყლის პომპას ხშირი მუშაობა მოუწევს, მაშინ მძლავრი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ.
ქარხნული დეფექტი მხოლოდ მუშაობის პროცესში ჩნდება. მსგავსი პრობლემა ხელსაწყოებს იშვიათად აქვს, მაგრამ წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ინსტრუმენტებს საგარანტიო ტალონი მოყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემას სერვისცენტრი მიხედავს.
პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ Holst.ge - ზე ბევრ დროს დაზოგავთ. ხელსწყოების შესაძენად სახლიდან გასვლა საჭირო აღარაა. ამის გარეშეც ყველაფერს შეძლებთ. მთავარია ინტერნეტთან წვდომა და ცოტაოდენი მონდომება. საძიებო ველში Holst.ge - ის თუ ჩაწერთ, საოცარ ადგილას მოხვდებით. საიტზე ყველა ელექტრო და ხელის ინსტრუმენტია. ონლაინ ჰიპერმარკეტში განათების ხელსაწყოებსაც გადააწყდებით და ბაღის მოვლის საშუალებებსაც. მოკლედ, ყველა მიმართულებით ფართო არჩევანია. შეძენილი ნივთები კი რამდენიმე დღეში თქვენთან იქნება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა.
მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებმა Holst.ge - ზე მოიყარა თავი. მართლაც ასეა, ტყუილი არ გეგონოთ. ონლაინ ჰიპერმარკეტში Schpindel, Tolsen, Gidrox- სა და Leo- ს ხელსაწყოებს გადააწყდებით. თითოეული ბრენდი მრავალფეროვნებას გთავაზობთ. მხოლოდ ერთს კი არა, რამდენიმე ინსტრუმენტებს წარმოგიდგენთ. მთავარი ის არის, რომ ყველას მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და ხარისხიანია.
როგორც უკვე ვთქვით, ზოგიერთი წყლის ტუმბო საწვავზე მუშაობს. სწორედ ასეთი ხელსაწყოა თქვენს წინაშე. ამ შემთხვევაში ყურადღება ავზის მოცულობას ექცევა. ზოგადად, რაც უფრო ტევადია, მით უკეთესია, თუმცა პრობლემა არც პატარა ავზია. უბრალოდ, ბენზინის ჩამატება უფრო ხშირად მოგიწევთ, სულ ესაა. კონკრეტულ წყლის პომპას დიდი ავზი აქვს. ამოტუმბვის სიღრმე 8 მეტრია. ამ მანძილიდან უპრობლემოდ მუშაობს, ამაზე მეტს კი ვეღარ ახერხებს. საბოლოოდ, საქმის კარგად შესრულებისთვის, საკმარისი მონაცემები აქვს.
უპირატესობები:
Schpindel - ის მეორე წყლის ტუმბო ჩასაძირია. რთული საქმე აბარია, მაგრამ მძლავრი ხელსაწყოსთვის რა პრობლემაა?! ყველაფერს თვალის დახამხამებაში უმკლავდება. ხელსაწყო ჭის სიღრმეში მონტაჟდება და წყალი ზედაპირზე ამოაქვს. 8 მეტრზე მუშაობს, რაც საკმაოდ დიდი სიღრმეა. ინსტრუმენტი გამძლეა და მრავალი სასარგებლო ფუნქციითაა აღჭურვილი. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი დაგეხმარებათ.
უპირატესობები:
შემდეგი წყლის პომპა შედარებით პატარაა. კომპაქტურობით გამოირჩევა, რადგან მსუბუქი და მარტივად გადასაადგილებელია. ინსტრუმენტი ზედაპირზე მონტაჟდება და წყალს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს. შესაძლოა სამზარეულოს, სააბაზანოს ან ყველას ერთდროულად აწვდიდეს. მისთვის პრობლემას არც ეს წარმოადგენს. წყლის ტუმბო აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში წარმოდგენაც კი რთულია, თუ რა მოხდება. უხარისხო ხელსაწყო სიმძიმეს ვერ გაუძლებს და მარტივად გაფუჭდება. Schpindel - ის არცერთი უინსტრუმენტი ასეთი არ არის.
უპირატესობები:
ბოლო წყლის ტუმბო ყველასგან განსხვავებულია. პირველ რიგში იმით , რომ ელექტრო დრელთან თავსებადია, თუმცა მხოლოდ ამით არა. ხელსაწყო პატარა და მსუბუქია. დიდ ტერიტორიას შეიძლება ვერა, მაგრამ მცირე სივრცისთვის შესანიშნავია. როგორც ყველას, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ჩამოთვლილებთან შედარებით, მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
უპირატესობები: