წყლის ტუმბო - თქვენი მარჯვენა ხელი |
წყლის ტუმბო - თქვენი მარჯვენა ხელი |
სახელის გაგონებისთანავე, დაახლოებით ვიცით, თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხელსაწყო ახლოდანაც უნდა გავიცნოთ. მოცემული ინფორმაციით კი, ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ და საჭირო დეტალებს ყურადღებას მიაქცევთ. მაშ ასე, მარტივით დავიწყოთ. წყლის ტუმბო უნიკალური ხელსაწყოა და უამრავ უპირატესობას ფლობს. დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი და მისი შეძენით ბევრს მოიგებთ. ხელსაწყო სიღრმიდან წყლის ამოსატანად ან სხვადასხვა მიმართულებით გადასანაწილებლად გამოიყენება. მართალია, საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ ინსტრუმენტისთვის დაბრკოლება უცხო ხილია.
ხელსაწყო მხოლოდ ორი საქმისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. პირველად მაშინ, თუ კი სიღრმიდან წყალი გაქვთ ამოსატანი, ხოლო მეორე შემთხვევაში, თუ გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებით გსურთ. უფრო რომ გავამარტივოთ, ორი სახის წყლის პომპა არსებობს, ერთი ჩასაძირი, მეორე კი ზედაპირის. თითოეული სხვადასხვა ადგილას მონტაჟდება. ჩასაძირი ტუმბო ბინას სიღრმეში იდებს და წყალი ზემოთ ამოაქვს. ზედაპირის პომპა კი რამდენიმე ადგილას ანაწილებს.
სიმართლე ითქვას, ხელსაწყო ყველგან კარგად გამოსაყენებელია. ინსტრუმენტი საქმეს გიმსუბუქებთ და დიდ კომფორტს გთავაზობთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს ადგილები, სადაც აუცილებლად დაგჭირდებათ. ამ სიაში საპატიო ადგილს იკავებს, აგარაკები, სოფელი და ზოგადად, ქალაქგარეთა დასახლებები. რაც უფრო დიდია ტერიტორია, მით მეტად საჭიროა წყლის ტუმბოები.
შესარჩევი ეტაპი დაკვირვებასა და მონაცემების ერთმანეთთან შედარებას მოიცავს. მახასიათებლების გულდასმით გაცნობის შემდეგ, თქვენთვის შესაფერის წყლის ტუმბოს აუცილებლად იპოვით. წვრილმანებსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ, მაგრამ რამდენიმეს მაინც გამოვყოფთ.
პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, სიმძლავრე იკავებს. ამ მახასიათებლის გარეშე, არაფერი გამოვა. ინსტრუმენტის შეძენამდე კარგად დაფიქრდით, თუ როგორი წყლის პომპა გჭირდებათ, მაღალი თუ დაბალი სიმძლავრის. ძირითადად, შემდეგნაირად ნაწილდება: რთულ და ხანგრძლივ საქმეზე, მაქსიმალურად მაღალი მონაცემების მქონე ხელსაწყო დაგჭირდებათ. საშუალო დონის ან მსუბუქ საქმეზე კი, დაბალი მონაცემებიც საკმარისია. მთავარია სწორად განსაზღვროთ და საქმეს კარგად მოარგოთ.
მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ, ავზის მოცულობაა. თითოეულ ხელსაწყოს სხვადსხვა მაჩვენებელი აქვს, ზოგს მეტად ტევადი, ზოგსაც კი ნაკლებად. საქმე იმაშია, თუ თქვენ როგორი გჭირდებათ, მაგრამ დიდი ავზი ყოველთვის მეტად მომგებიანია. საიტზე ყველანაირი სახის ინსტრუმენტებს იხილავთ, ამიტომ, შესაფერის ხელსაწყოს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვით.
ყველა წყლის პომპა სანდო არ არის, მაგრამ ჩვენთან არსებული ხელსაწყოები ყველანაირად დატესტილია და მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება. ასე რომ არ იყოს, Holst.ge - ზე ვერ მოხვდებოდა. ზოგადად, წყლის ტუმბოს მაღალი სამუშაო რესურსი მოეთხოვება. ინსტრუმენტმა დატვირთვას უნდა გაუძლოს და პრობლემები არ უნდა შექმნას. სირთულეების მიმართ ამტანი უნდა იყოს და დიდხანს იმუშაოს. სწორედ ასეთია წყლის პომპა, თუ კი მაღალი სამუშაო რესურსი აქვს.
წყლის ტუმბოებს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. მნიშვნელობა არ აქვს, ბრენდს, მოდელს და სხვა მახასიათებელს, საგარანტიო ტალონი განუყოფელი ნაწილია. მუშაობის პროცესში ზოგჯერ თავს ერთი უსიამოვნება იჩენს, რაც ქარხნული დეფექტის სახელითაა ცნობილი. მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. ზოგჯერ ინსტრუმენტს წუნი აღმოაჩნდება და სათანადოდ ვერ მუშაობს. გარანტია სწორედ ასეთი სიტუაციისთვისაა მისწრება. ასეთ დროს, ხელსაწყო სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ და თან იქონიოთ საგარანტიო ტალონი. ინსტრუმენტი სათანადო პროცედურებს გაივლის და ქარხნულ დეფექტს უკან ჩამოიტივებს. პრობლემა მარტივად და სწრაფად მოგვარდება, ხელსაწყო შეკეთდება ან ახლით ჩანაცვლდება. სწორედ ამიტომაა, გარანტია კარგი.
21- ე საუკუნეში ყველაფერი გაციფრულდა. ჩვენც თანდათანობით ვივიწყებთ ისეთი პროდუქტისთვის მაღაზიაში წასვლას, რისი გამოწერაც შეიძლება. რა გასაკვირი, ყველა კომფორტს ვირჩევთ ? სხვას რომ თავი დავანებოთ, უკვე ხელსაწყოების გამოწერაც კი შესაძლებელია. Holst.ge სწორედ ასეთი პლატფორმაა და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ეს კიდევ უფრო დიდი უპირატესობაა, მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანით ისარგებლებთ, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. გამოწერილი ხელსაწყოები კი თქვენთან სულ მალე, რამდენიმე დღეში იქნება.
Schpindel - ი გერმანული ბრენდია და არ ცდებიან, როცა ამბობენ, რომ საუკეთესოა. მართლაც ასეა, უკვე მრავალჯერ დამტკიცდა. ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბინა ჩვენს საიტზეც დაიდო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ წყლის ტუმბოს, საწვავზე მუშაობს და ტევადი ავზი აქვს. 8m- დან ტუმბავს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. როგორც ჩვენს ყველა ინსტრუმენტს, პომპასაც ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ამასთანავე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და კომპაქტურია.
უპირატესობები:
თუ ჩასაძირ წყლის ტუმბოს ეძებთ, მაშინ ეს მოდელი საუკეთესოა. მონაცემები კარგად მუშაობაში ხელს უწყობს. ინსტრუმენტი მძლავრია და მაღალი რესურსები აქვს. ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანია. დანამდვილებით გეტყვით, რომ ხელსაწყო დიდხანს იმუშავებს და კმაყოფილს დაგტოვებთ.
უპირატესობები:
ზედაპირის ტუმბოებს შორის, ეს მოდელი ნამდვილად კარგია. სიმძლავრით დაწყებული და ამოტუმბვის სიღრმით დასრულებული, ყველაფერი იდეალურია. ხელსაწყო სწრაფად მონტაჟდება და მარტივი გამოსაყენებელია. აქვე, შეგახსენებთ რომ ჩვენთან ნივთების შეძენაც ასეთივე სწრაფი პროცესია და თუ აქამდე არ გამოგიცდიათ, დროა კომფორტი შეიგრძნოთ.
უპირატესობები:
განსაკუთრებული ინსტრუმენტით დავასრულებთ, რომელიც ელექტრო დრელთან თავსებადია. ხელაწყოს მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს და სწრაფად მუშაობს. საქმის ნამდვილი დიდოსტატია და ამაში ვერავინ შეეცილება. ეს ზედაპირის წყლის პომპა საკმაოდ მსუბუქია, ამიტომ, მარტივად დაამონტაჟებთ და არც გამოყენებაა რთული.
უპირატესობები: