წყლის ტუმბო უნდა შეიძინოთ? მაშინ, ეს შეცდომები არ უნდა დაუშვათ!

პეპი გრძელი წინდა წვიმაშიც რომ რწყავდა ყვავილებს, გემახსოვრებათ ეს ამბავი: -  „მთელი ღამე იმაზე ვოცნებობდი, დილით ყვავილებს როგორ მოვრწყავდი და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნებაზე უარს რა მათქმევინებსო“...

ასეც არის, ოცნებების ასრულებაზე უარი არანაირი ქეციანი მიზეზის გამო არ უნდა თქვათ. არც გეგმებზე უნდა თქვათ უარი და არც მოვალეობებზე - თუ დაგეგმეთ, თუ პირობა დადეთ, ადექით და შეასრულეთ, მით უმეტეს, ახლა რომ არის დამხმარე საშუალებები ხელმისაწვდომი, როდის ყოფილა ასე? აი, მაგალითად, წყლის ტუმბოები, რომელთა დახმარებითაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარ წვიმასაც კი მოიყვანთ.

სხვათა შორის, წყლის ტუმბო კაი მოწიფული ასაკისაა და მისი გამოგონება და გამოყენება უძველეს დროს უკავშირდება. ჰოდა, იმდენად საჭირო აღმოჩნდა, იმდენად გამოსადეგი, აგერ, ბატონო, აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს.

ასეთი რა განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს და რატომ არის წყლის პომპა დღესაც აქტუალური? დავიწოთ იმით, რომ მისი მთავარი ფუნქცია ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა ქალაქსა თუ ქალაქგარეთ. ასევე, შეუცვლელია სოფლებსა თუ აგარაკებზე ბაღ-ბოსტნის, ყანებისა თუ ბაღების მოსარწყავად, დაბინძურებული წყლის ამოსაქაჩად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

რთული წარმოსადგენიც კია, შეძლებდა თუ არა ადამიანი წყლის ტუმბოს გარეშე სრულყოფილად ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში, სირთულეებთან გამკლავება რომ გვარიანად გაუჭირდებოდა, დიდი ალბათობით, დაგვეთანხმებით. წყლის ტუმბოები ხომ ერთნაირად საჭიროა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ისე დიდი საწარმოების სრულყოფილად ფუნქციონირება-განვითარებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ წყლის ტუმბოს სწორად შერჩევით, თქვენი შენაძენი გარანტირებულად სრულყოფილად მოგემსახურებათ, Holst.ge კი ამ ძალიან საჭირო დამხმარე მოწყობილობის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ - გადაავლეთ თვალი, გვკითხეთ და გიპასუხებთ, შეარჩიეთ და შეიძინეთ...

წყლის ტუმბოების კლასიფიკაცია

შესაძლოა, დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ წყლის ტუმბოების 3 ათასზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთაც აქვთ განსხვავებული აღჭურვილობა, ენერგომომარაგება, გამოყენების სფეროები და ასე შემდეგ. თუმცა ძირითადი კლასიფიკაცია დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • ზედაპირის ტუმბო;
  • თვითამომქაჩი;
  • სატუმბი სადგური;
  • ჩასაძირი წყლის ტუმბო;
  • ჭაბურღილის;
  • სადრენაჟო;
  • საკანალიზაციო;
  • ცირკულარული.

შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ წყლის ტუმბოს შერჩევისას

ხშირად კითხულობენ ხოლმე: „როგორ შევარჩიოთ წყლის პომპა სწორად?“ პირდაპირ უნდა გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია. პირველ რიგში, მაინც ის უნდა იყოს სრულყოფილად მოფიქრებული, ზუსტად რა ფუნქცია-მოვალეობები უნდა დააკისროთ ტუმბოს.

იმისთვის, რომ მიიღოთ პასუხი, როგორ შეარჩიოთ წყლის ტუმბო სწორად, საჭიროა დეტალურად აღწეროთ პრინციპულად მნიშვნელოვანი რამდენიმე მომენტი, რომლებიც არჩევანის გაკეთებას გააადვილებს:

- რის ამოტუმბვას აპირებთ (აუცილებელია სითხის სახელწოდების ან ფორმულის, თვისებების, შემადგენლობისა თუ ტემპერატურის ცოდნა);

- რა დროში რა მოცულობაა ამოსატუმბი (დაახლოებით რა დრო გაქვთ განსაზღვრული/მოცემული დავალების შესრულებისთვის);

- რა მანძილზეა გადასატუმბი და როგორი წნევაა საჭირო (გადატუმბვა შეიძლება როგორც ერთი ჭურჭლიდან (რეზერვუარიდან) მეორეში 1 მეტრზე, ისე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე).

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ტუმბო სითხის ტიპის მიხედვით. არაფრით შეიძლება, მაგალითად, ფეკალიების პომპა სადრენაჟო ორმოსთვის იქნეს გამოყენებული (და პირიქით, სადრენაჟო - ფეკალიების გადასატუმბად), ხოლო ჭის ტუმბო - მჟავეებისა თუ ტუტეებისთვის.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სწორად შერჩეული ტუმბო დიდხანს იმუშავებს პატრონის გულის გასახარად და ბევრ რამეში ბავშვობის თუ არა, ჯარის მეგობარივითაც დაეხმარება (კარგ მეგობრებზე გვაქვს საუბარი ოღონდ, ყველაფერს რომ მარტივად ივიწყებენ, იმათი სახელის ხსენებაც არ ღირს).

ახლა კი მთავარი - ქვემოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე მოგახსენებთ, რომლებსაც მომხმარებლები წყლის ტუმბოს შერჩევისას უშვებენ:

  • ძვირი ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე იაფი - ძალიან კარგი ნათქვამია: „ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფიანი ვიყიდო“, მაგრამ ფასი ყოველთვის ნამდვილად არ არის ხარისხის გარანტია! ამოცანებს თუ სწორად დასახავთ, ზედმეტი ხარჯების გაღებისგანაც იხსნით საკუთარ თავს.
  • ყიდვისას არ ინტერესდებიან სერვისითა და სათადარიგო ნაწილებით - სიფრთხილეს თავი არ სტკივა და დაზღვეული ხომ უნდა იყოთ, არა? თქვენ წარმოიდგინეთ, არც ისე იშვიათია, როცა მომხმარებელი მხოლოდ ბოლო კითხვად სვამს: „უი, გარანტიაც აქვს?“... ასეთი საკითხები აუცილებლად წინასწარ უნდა გქონდეთ გარკვეული.
  • ფიზიკის კანონების იგნორირება - ხშირად ხდება ხოლმე, რომ მომხმარებელი ყიდულობს ზედაპირის წყლის პომპას 9 მეტრზე მეტი სიღრმიდან ამოსატუმბად, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია ზედაპირის წყლის ტუმბოთი ცელსიუსით +80 გრადუსზე გაცხელებული წყლის გადაქაჩვა, რადგან მილში ასეთ დროს ვაკუუმი წარმოიქმნება და მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ რჩება.
  • ქიმიის კანონების უგულებელყოფა - არ თქვათ ახლა, რა დროს ქიმია, ფიზიკა და მსოფლიო ისტორიააო... საჭიროა ამ ყველაფრის გათვალისწინება და რა ვქნათ, რა წყალში გადავვარდეთ? ზემოთაც დავწერეთ, რომ აუცილებელია იმის განსაზღვრა, რა ტიპის სითხის გადასატუმბად გჭირდებათ პომპა. როგორც წესი, ქიმიური ტუმბო გაცილებით ძვირი ღირს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ჩანაცვლება წყლის ტუმბოთი შეიძლება - ეს ძალიან დიდი და რაც მთავარია, საშიში შეცდომაა.
  • დაბალი ტემპერატურისას სითხის სიბლანტის მომატების გაუთვალისწინებლობა - ბუნებრივია, ტემპერატურის ცვალებადობა სითხეზე გავლენას ახდენს, რაც როცა ტუმბოს შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
  • დასვენება წყლის ტუმბოსაც სჭირდება! - ახლა, ბათუმსა და აჭარულ ხაჭაპურს არ მოგთხოვთ, რაღა თქმა უნდა, მაგრამ დასვენება წყლის ტუმბოებისთვისაც აუცილებელია. არსებობს ძალიან ბევრი ტუმბო, რომელთა მუშაობა რამდენიმე  დღის მანძილზე შეუჩერებლად  არაფრით შეიძლება. ასეთ რეჟიმში მუშაობა დანადგარის დაზიანებას გამოიწვევს. ეს დეტალიც, როცა შეძენაზე მიდგება საქმე, აუცილებლად უნდა დააზუსტოთ.

·         დახმარებაზე უარის თქმა - როგორც ხედავთ, წყლის ტუმბო არც ისე მარტივი შესარჩევია და ძალიან ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. არა, თუკი ყველაფერში სრულყოფილად ერკვევით, ამას რა სჯობს, მაგრამ მოდით, გვკითხეთ, Holst.ge შესაბამის კონსულტაციას გაგიწევთ, რითიც არაერთ უსიამოვნებას აირიდებთ თავიდან.

შეგიძლიათ, აქვე იხილოთ წყლის ტუმბოს რამდენიმე ვარიანტი, უფრო მეტს კი Holst.ge-ზე დეტალური ძიების შედეგად ნახავთ.

Schpindel - WDP-400 მინი ტუმბო

Schpindel mini tumbo

  • ბრენდი - Schpindel
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • დამატებითი მახასიათებლები - თავსებადია ელექტრო დრელთან (მაქს. ბრუნვის სიჩქარე: 1800min)
  • შტრიხკოდი - 8988864332326
  • წონა (კგ) - 0,75
  • წარმადობა (Max) - 400l/h
  • შემსვლელი - 19mm(3/4'')
  • გამომსვლელი - 19mm(3/4'')

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - Schpindel
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 1200091218110
  • წონა (კგ) - 5,97
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) – 8m

Schpindel წყლის ტუმბო QDX1.5-12-0.25TK

Schpindel chasadziri wylis tumbo

  • ბრენდი - Schpindel
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.25kw/0.37HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 8902275739918
  • წონა (კგ) - 8,5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h
  • სიმაღლე (Max) – 12,7
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

Schpindel - წყლის ტუმბო ბენზინზე 196cc 2" (50mm)

Schpindel wylis tumbo benzinze

  • ბრენდი - Schpindel
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 196cc
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869631409769
  • წონა (კგ) - 25
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 3,61
  • წარმადობა (Max) - 30.0m3/h
  • სიმაღლე (Max) -28
  • შემსვლელი - 50mm(2'')
  • გამომსვლელი - 50mm(2'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) – 8m
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება