წყლის ტუმბო - წყალგაყვანილობისა და საირიგაციო სისტემების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი |
წყლის ტუმბო - წყალგაყვანილობისა და საირიგაციო სისტემების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი |
როცა საქმე წყალგაყვანილობასა და საირიგაციო სისტემებზე მიდგება, წყლის პომპა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც პრაქტიკულად, ალტერნატივა არ გააჩნია. წყლის ტუმბო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერთი ადგილიდან მეორემდე წყლის ეფექტიან ტრანსპორტირებაში.
ქვემოთ ფართოდ განვიხილავთ, რისთვის არის საჭირო წყლის ტუმბოები და რა სიკეთის მოტანა შეუძლია ამ მოწყობილობას.
წყლის ტუმბო, გნებავთ, წყლის პომპა - ეს არის მექანიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება წყლის ერთი წერტილიდან მეორემდე გადატანისთვის. ძრავა საშუალებას იძლევა, წარმოქმნილმა წნევამ წყალი მილებსა და შლანგებში გაატაროს. რა თქმა უნდა, წყლის ამოტუმბვა შეიძლება როგორც მაგალითად, ჭიდან, ისე მდინარიდან, ტბიდან ან წყლის სხვა ნებისმიერი წყაროდან.
წყლის პომპა შეუცვლელია სახლის სუფთა წყლით უზრუნველყოფისთვის, წყლების გადინებისთვის, გათბობის სისტემის გამართულად მუშაობისთვის, აუზისთვის წყლის მიწოდებისთვის, ბაღ-ვენახის მორწყვისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - როგორც ხედავთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ დანადგარის გამოყენების სპექტრი საკმაოზე მეტად ფართოა. ტუმბოს შეუძლია:
არსებობს მრავალი სახის ტუმბო, რომლებიც განსხვავდება ტექნიკური მახასიათებლებითა და დანიშნულებით. ტუმბოების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები მოიცავს:
- მარგი ქმედების კოეფიციენტი;
- ტუმბოს სიმძლავრე;
- ამოტუმბული სითხის წარმადობა ან მოცულობა დროის ერთეულზე;
- სითხის მაქსიმალური წნევა;
- ტუმბოს წარმოქმნილი წნევა.
დანიშნულების მიხედვით, საყოფაცხოვრებო ტუმბოები იყოფა:
- სასმელი წყლის ტუმბოები;
- ტუმბოები დაბინძურებული წყლისთვის, მათ შორის, საკანალიზაციო არხებისთვის.
სუფთა წყლის ტუმბოები ძირითადად გამოიყენება წყალმომარაგების სისტემების, ასევე, საცურაო აუზებისთვის.
დაბინძურებული წყლის ტუმბოებს უფრო ფართო გამოყენება აქვთ: სადრენაჟო ტუმბოები, კანალიზაციის, შადრევნისა და სარწყავი ტუმბოები. მათ შორის, გამოიყოფა ცალკეული ერთეულები, რომლებიც გამოიყენება საშუალო ხარისხის დაბინძურების სითხესთან (მყარი მინარევების შემცველობა წყალში 200 გ/მ3-ზე ნაკლებია) და ერთეულებად, რომლებიც გამოიყენება მაღალი ხარისხის დაბინძურების სითხესთან (წყალში მყარი მინარევების შემცველობა 200 გ/მ3-ზე მეტია).
პირველი ტიპის ტუმბოების გამოყენება არ შეიძლება ძლიერ დაბინძურებული სითხეების ამოტუმბვისთვის - სამუშაო პირობების დარღვევა აუცილებლად გამოიწვევს მექანიკური ნაწილების სწრაფ ცვეთას და მწყობრიდან გამოსვლას. მეორეს მხრივ, ლოგიკას მოკლებულია ძვირის გადახდა ტუმბოში, რომელიც განკუთვნილია მძიმე დაბინძურებისთვის, თქვენ კი სუფთა წყლის დანადგარი გესაჭიროებათ.
წყლის დაბალი წნევის მიზეზები შეიძლება იყოს:
ასევე, დაბალი წნევის მიზეზი შეიძლება არასაკმარისი სიმძლავრის ამძრავი იყოს. სიმძლავრე სატუმბი აღჭურვილობის მთავარი მახასიათებელია. ამდენად, სანამ დანადგარს შეიძენთ, შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ: რა მანძილით არის დაშორებული წყალი სახლს თუ იმ ადგილს, სადაც მისი გამოყენება გჭირდებათ, როგორია რეზერვუარის სიღრმე და ასე შემდეგ.