Top 3 ზედაპირის წყლის ტუმბო |
Top 3 ზედაპირის წყლის ტუმბო |
წყლის ტუმბო საუკეთესო საშუალებაა მიიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი ობიექტზე. ამისათვის უნდა შეარჩიოთ ის თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. თქვენ მოთხოვნებს უნდა შეუსაბამოთ მათი მახასიათებლები, როგორიცაა ზედაპირისაა წყლის პომპა თუ ჩასაძირი, სიმძლავრე, წარმადობა და ა.შ.
ბაზარზე უამრავი წყლის ტუმბოა, თუმცა უმრავლესობა მცირე დროით მოხმარებისთვისაა მათი ხარისხიდან გამომდინარე. ხშირად იჟანგება ან მწყობრიდან გამოდის, რაც დამატებით ხარჯებთან და სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ამ მიზეზის გამო, ჩვენი ონლაინ მაღაზია საუკეთესო, მომხმარებლის მიერ გამოცდილ ბრენდებს გთავაზობთ, რომელიც თავის მხრივ საუკეთესო და გამძლე წყლის ტუმბოებს აწარმოებენ.
როგორ უნდა განსაზღვროთ წყლის წნევის საჭიროება?
ამის დილეტანტურად განსაზღვრისთვის საჭიროა დაითვალოთ ობიექტზე განთავსებული ონკანები. შემდეგ, შეუსაბამოთ ის წყლის ტუმბოს წარმადობას. საშუალოდ ერთ ონკანს 1m3/h წარმადობა სჭირდება სამუშაოდ. ამ რიცხვების დახმარებით მარტივად გამოთვლით თქვენთვის საჭირო წყლის ნასოსის წარმადობას.
როცა საქმე წყლის ტუმბოებს ეხება, უნდა იცოდეთ, რომ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი განთავსების ადგილი. არსებობს ჩასაძირი წყლის ტუმბოები და ზედაპირის წყლის ტუმბოები. როგორც წესი, ჩასაძირი წყლის ტუმბოები უფრო მძლავრია, ვინაიდან მას არ სჭირდება ენერგიის დახარჯვა წყლის ძრავაში მოსახვედრად, ანუ ორმაგი საქმის კეთება. ჩასაძირი წყლის ტუმბო წნევით გასტყორცნის წყალს მილებში და ასე ამარაგებს ობიექტს. თუმცა, მიუხედავად ამ დადებითი მახასიათებლისა ზედაპირის წყლის პომპა თანაბარ კონკურენციაშია მასთან მისი პრაქტიკულობის და დაზიანების შემთხვევაში შეკეთების სიმარტივის გამო.
ზედაპირის წყლის ტუმბოს შეძენამდე უნდა გამოყოთ ადგილი მისთვის. უმჯობესია თუ ისეთ ადგილას იქნება სადაც არ დაიმტვერება ან არ მიიღებს გარეგან დაზიანებას. საზღვარ გარეთ ზედაპირის წყლის პომპა მოთავსებული აქვთ შესაბამის დამცავ ყუთში, სასურველია ამ პრაქტიკის ჩვენთან დანერგვაც.
ჩვენი ონლაინ მაღაზია, Holst.ge წყლის ნასოსის დიდ არჩევანს გთავაზობთ. უმაღლესი ხარისხის Leo-ს პროდუქციას და საშუალო ხარისხის Schpindel - ის წყლის ტუმბოებს. მთავარია გამოთვალოთ თქვენი საჭიროება და შეუსაბამოთ წყლის პომპას.
ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ზედაპირის წყლის ტუმბოს. ყოველი შემდეგი წყლის ტუმბოს მოდელი უფრო მაღალ ფასიანი და შესაბამისად, ხარისხიანია.
დავიწყოთ Schpindel-ის წყლის ტუმბოთი, რომელიც მისი ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. დაბალი ფასის მიუხედავად საკმაოდ გამძლეა და ხშირად ხდება მომხმარებლის არჩევანი. მისი 2,4მ3/სთ წარმადობა საკმარისია საშუალო ზომის სახლისთვის და 3 სველი წერტილისათვის. არის დაბალი სიმძლავრის, რაც მის ეკონომიურობაზე მიუთითებს. ამასთან აქვს დაბალი ხმა და ნაკლებად შეგაწუხებთ მუშაობისას.
უპირატესობები:
Leo ერთ-ერთი საუკეთესოა წყლის ტუმბოების წარმოებაში. მისი წყლის პომპა გამოირჩევა ხარისხით, გამძლეობით და სიცოცხლის ხანგრძლივობით. ეს წყლის ნასოსი საკმაოდ ეკონომიურია და წინას Schpindel-ის მოდელის მსგავსად, გააჩნია 2,4მ3/სთ წარმადობა. პატარა ობიექტის წყლით მომარაგებისთვის საუკეთესო მოდელია ჩვენ ონლაინ მაღაზიაში.
უპირატესობები:
Schpindel-ის ეს წყლის ნასოსი მაღალი წარმადობისაა და საშუალო სიდიდის ობიექტის მომარაგებისას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მისი გამოყენება სამზე მეტი ონკანის მომარაგებისთვის შეგიძლიათ და სხვა, ამ სტატიაში განხილული წყლის ნასოსის მსგავსად საკმაოდ ეკონომიურია.
უპირატესობები: