როგორ შევარჩიოთ წყლის ტუმბო? |
როგორ შევარჩიოთ წყლის ტუმბო? |
თანამედროვე სამყაროში წყალმომარაგება და გამოყენებული წყლის გაყვანა თამაშობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ჩვენი კომფორტის შესაქმნელად. თქვენი სახლი წყლის გარეშე წარმოუდგენელია თუმცა როგორ უნდა მოიქცეთ აგარაკზე როდესაც ეს ფუფუნება არ გაქვთ.
ამ პრობლემიდან გამოსავალი არის ტუმბო ან სატუმბი სადგური. თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება და ახალი დანადგარების რაოდენობა იზრდება. საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის მხედველობაში იქონიეთ ზედაპირული სატუმბო სადგურები ან ჩასატვირთი (ჩაყვინთული) ტუმბოები.
ძრავის მუშაობის ტიპის მიხედვით ორი სახის ტუმბო არსებობს: ელექტროობაზე ან საწვავზე მომუშავე ტუმბო.
ნებისმიერი ტუმბოს შერჩევისას გაითვალისწინეთ ორი ძირითადი პარამეტრი - ტუმბოს მიერ წყლის ამოქაჩვის და მიწოდების სიმაღლე და მისი მწარმოებელი ბრენდი. ტუმბოს მუშაობის პარამეტრები უნდა აღემატებოდეს თქვენს რეალურ საჭიროებებს. ამას ააქვს ორი მიზეზი: პირველი მდგომარეობს იმაში რომ მილების შიდა ზედაპირი არის ხორკლიანი რის გამოც წყლის მოძრაობის სიჩქარე მცირდება, ანუ წყლის წნევა იკარგება, მეორე მიზეზი გამოწვეულია იმით რომ ტუმბოსთვის 1მ ვერტიკალზე უდრის 10 მ-ს ჰორიზონტალზე. ანუ იმ შემთხვევაში თუ სიმაღლე (სიღრმე) წყლის წყაროს ზედაპირამდე უდრის 5 მ-ს და სახლში მიყვანილი მილის სიგრძე 50 მ-ია, თქვენი ტუმბოს წარმოებულობა იქნება ნული ტოლი, ანუ წყალს ვერ მიიღებთ.
სახლის წყალმომარაგებისთვის მეტად ოპტიმალური ვარიანტია სტაციონარული ზედაპირული სატუმბო სადგური. ამგვარი ტუმბოს ძრავა მუშაობს ორი მიმართულებით ქაჩავს წყალს წყაროდან შემწოვი მილის მეშვეობით და აწვდის მომხმარებელს გამომსვლელი მილით.სატუმბო სადგურის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ იმას დანადგარს ჰქონდეს დაცვა მშრალი სვლისგან , ანუ თქვენი ტუმბო ავტომატურად უნდა ითიშებოდეს სისტემაში ჰაერის მოხვედრის შემთხვევაში. ტუმბოში შემოპარული ჰაერი აზიანებს მუშა მექანიზმებს,რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არამარტო მცირე ხარვეზი არამედ სერიოზული ავარია. თუ ტუმბოს არ ააქვს დაცვა მშრალი სვლისგა მაშინ გამოიყენეთ ჰიდროკონტროლერი. ეს მოწყობილობა მონტაჟდება მილსადენზე წყლის წყაროს და ტუმბოს შორის. თუ ტუმბოში წყალი ამოიწურა ეს მოწყობილობა გათიშავს ტუმბოს.
გაყიდვაში სხვადასხვა დანიშნულების ტუმბოებია. მაგალითად, სველი და მშრალი როტორის ტუმბოები. სველი როტორის მქონე საცირკულაციო ტუმბოები სამი სხვადასხვა სიმძლავრის გვხვდება. მათი მართვა კორპუსზე განლაგებული გადამრთველის საშუალებით ხდება. სასურველია, აგრეგატის კორპუსი დამზადებული იყოს თუჯისგან, ხოლო ღერძი უჟანგავი მეტალისაგან. ევროპული სტანდარტის მიხედვით, წყლის საცირკულაციო ტუმბოებს დაბალი ხმაურის დონე უნდა ჰქონდეთ და ენერგოდამზოგი უნდა იყოს. საცირკულაციო ტუმბოები გათბობის სისტემის კონტურში წყლის ცირკულაციას უზრუნველყოფენ. ხარისხიან ტუმბოებს აქვთ კონდესატის არხი. წელიწადში ერთხელ სასურველია აგრეგატის მდგომარეობის მონიტორინგი. ტუმბოს შერჩევა სპეციელისტის მიერ უნდა მოხდეს.
როგორი ტიპის წყლის ტუმბოები არსებობს?
არსებობს ბიუჯეტური და თანამედროვე, სიხშირული მართვის სატუმბე სადგურები. რომლებიც ენერგოდამზოგია, ანუ ზუსტად იმდენ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, რამდენიც სჭირდება მოცემულ მომენტში. ამგვარი სქემით მუშაობა გამორიცხავს ჰიდრო დარტყმებს, წნევის არასასურველ ცვალებადობას. დანადგარი არ იტვირთება და შედეგად, მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაც იზრდება.
მძლავრ სატუმბე სადგურებს ე.წ. ბუსტერებს იყენებენ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში წყლის მისაწოდებლად. სატუმბე სადგურის შერჩევა ხდება შენობის სიმაღლისა და ბინების რაოდენობის მიხედვით. სპეციალისტები ითვალისწინებენ ოჯახის მიერ წყლის საშუალო მოხმარებასაც.
მახასიათებლები
მახასიათებლები
მახასიათებლები
მახასიათებლები
ჩვენს ვებ-გვერდზე წყლის ტუმბოების გარდა წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და მცენარეთა მოვლის საშუალებები.
აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.
შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.